Temo Gotsadze

Temo Gotsadze საქართველოს სახალხო მხატვარი / People's Artist of Georgia (1941 - 2023)

დასრულდა გამოფენა. დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს და მხარდამჭერ ინსტიტუციებს 💙
29/04/2026

დასრულდა გამოფენა. დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს და მხარდამჭერ ინსტიტუციებს 💙

თემო გოცაძის შემოქმედებაში ჯვარცმის თემა ალეგორიული კომპოზიციებია, რომელიც სცდება რელიგიურ ნარატივს და ზოგადსაკაცობრიო მ...
10/04/2026

თემო გოცაძის შემოქმედებაში ჯვარცმის თემა ალეგორიული კომპოზიციებია, რომელიც სცდება რელიგიურ ნარატივს და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას იძენს.

In Temo Gotsadze’s work, the Crucifixion appears as allegorical compositions that go beyond a purely religious narrative and reflect a broader human experience.

საიუბილეო გამოფენის ფოტო კოლაჟი.Anniversary exhibition photo collage.
31/03/2026

საიუბილეო გამოფენის ფოტო კოლაჟი.
Anniversary exhibition photo collage.

31/03/2026

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს სახალხო მხატვრის, თემო გოცაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
An exhibition dedicated to the 85th anniversary of the Georgian People’s Artist Temo Gotsadze was opened at the Dimitri Shevardnadze National Gallery.

31/03/2026

თემო გოცაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საუბილეო გამოფენის სიუჟეტი.
A video feature on the jubilee exhibition dedicated to the 85th anniversary of Temo Gotsadze.

https://www.facebook.com/share/v/1DbEJwCFbs/

31/03/2026

თემო გოცაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საუბილეო გამოფენის სიუჟეტი.
A video feature on the jubilee exhibition dedicated to the 85th anniversary of Temo Gotsadze.

31/03/2026

2026 წლის 25 მარტს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატ თემო გოცაძის 85 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

ცნობილი მონუმენტალისტისთვის დამახასიათებელი მასშტაბური კომპოზიციების ნაცვლად, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ცხოვრების ბოლო წლებში შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები საოჯახო კოლექციიდან. ისინი წარმოაჩენს გოცაძის შემოქმედებითი ხედვის კამერულ მხარეს, რომელიც იდეის ფორმირების, პლასტიკური აზროვნებისა და კომპოზიციური ძიებების პროცესს მხატვრისეული ორიგინალური ხელწერით გადმოსცემს.

ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად თემო გოცაძე ათწლეულების განმავლობაში აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ხელმძღვანელობდა კულტურის მთავარ ინსტიტუციებს საქართველოში: 1983-1995 წლებში იყო მხატვრის სახლის დირექტორი; 1988-2005 წლებში კი გახლდათ საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება “სურათების ეროვნული გალერეის გენერალური დირექტორი.

1980-იან წლებში თემო გოცაძის უშუალო ინიცირებითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების შემოქმედებითი სახელოსნოები, სადაც უკვე აღიარებული ხელოვანი დიდხანს მუშაობდა. მისივე თაოსნობით შეგროვდა თანამედროვე ქართველ მხატვართა 25 000-ზე მეტი ნამუშევრის უდიდესი კოლექცია, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს. თუმცა, ამ იდეის განხორციელებას 90-იანი წლების რთულმა პოლიტიკურ-სოციალურმა პროცესებმა შეუშალა ხელი.

თემო გოცაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების; ქართული სახვითი ხელოვნებისა და საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმებში; ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში ( რუსეთი); დუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების, ზიმერლის ხელოვნების, კანადის თანამედროვე სახვითი ხელოვნების, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნებისა და კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმებში, ასევე უცხოეთის (საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, მექსიკის, ირანის, თურქეთის, კანადის, რუსეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების) კერძო კოლექციებში.

გამოფენა გაგრძელდება 2026 წლის 26 აპრილამდე.

2000 წლიდან თემო გოცაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აბსტრაქცია, რომელსაც მხატვარი პერიოდულად უბრუნდება.Si...
31/03/2026

2000 წლიდან თემო გოცაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აბსტრაქცია, რომელსაც მხატვარი პერიოდულად უბრუნდება.
Since 2000, abstraction has occupied a significant place in the practice of Temo Gotsadze, to which the artist periodically returns.

ლურჯა ცხენები. 1965. Blue Stallions. 1965. დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნები...
31/03/2026

ლურჯა ცხენები. 1965.
Blue Stallions. 1965.

დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
The artwork is held in the collection of the Shalva Amiranashvili State Museum of Fine Arts, of the Georgian National Museum.

31/03/2026

Adresse

Oslo

Nettsted

Varslinger

Vær den første som vet og la oss sende deg en e-post når Temo Gotsadze legger inn nyheter og kampanjer. Din e-postadresse vil ikke bli brukt til noe annet formål, og du kan når som helst melde deg av.

Del