Ekaterine Dvali - DigitalWellness

  • Home
  • Ekaterine Dvali - DigitalWellness

Ekaterine Dvali - DigitalWellness Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ekaterine Dvali - DigitalWellness, .

სერტიფიცირებული ციფრული კეთილდღეობის ინსტრუქტორი და Cyber Sensei-ის ოპერაციების ხელმძღვანელი. ვეხმარები ადამიანებსა და ორგანიზაციებს ციფრულ და რეალურ ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნაში, სადაც ტექნოლოგიებთან ჯანსაღი ურთიერთობა ყოველდღიურობის ნაწილია. მე ვარ ეკატერინე დვალი — სერტიფიცირებული ციფრული ჯანმრთელობის ინსტრუქტორი (Digital Wellness Educator).
ჩემი მისიაა საქართველოში დავეხმარო ადამიანებსა და

კომპანიებს განივითარონ ჯანსაღი ურთიერთობა ტექნოლოგიებთან, აღიდგინონ ბალანსი ციფრულ და რეალურ ცხოვრებას შორის და შექმნან კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამუშაო და პირადი გარემო.

მჯერა, რომ ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში ძალაა — როცა ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ისინი ცნობიერად და ჰარმონიულად. სწორედ ამიტომ ვუზიარებ ჩემს აუდიტორიას ცოდნას, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ყოველდღიურ რჩევებს ციფრული კეთილდღეობის, მენტალური ჯანმრთელობის და ციფრული პროდუქტიულობის თემებზე.

📱💫 ერთად ვისწავლოთ ტექნოლოგიებთან მეგობრობა

📣შესაძლებლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის!!!📖✨ PBA Temethes / Culucu – Tell Me the Story / Cuntami lu Cuntu10–18 ოქტომბერ...
15/07/2026

📣შესაძლებლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის!!!

📖✨ PBA Temethes / Culucu – Tell Me the Story / Cuntami lu Cuntu

10–18 ოქტომბერი, 2026 | ტრაპანი, სიცილია 🇮🇹

ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობს Erasmus+ Partnership Building Activity-ში, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდულ მუშაკებს ევროპის, კავკასიისა და ხმელთაშუა ზღვის 6 ქვეყნიდან.

პროექტის მთავარი თემებია:
📚 ისტორიები და მითები
🏛️ კულტურული მემკვიდრეობა და იდენტობა
🎨 ხელოვნება და შემოქმედება
📱 ციფრული თხრობა (Digital Storytelling)
🤝 თანამშრომლობა და ინკლუზია

პროექტის შთაგონების წყაროა ტრაპანის უძველესი მითი დემეტრესა და მისი წმინდა ნამგლის შესახებ — ისტორია, რომელიც გვახსენებს, რომ მითები, კულტურა და ადამიანური გამოცდილება დღემდე გვაერთიანებს.

Form to apply https://forms.gle/Yqn1CCXgdiL56BjX9
Full infopack: https://canva.link/cp29d3gt84188ue

Trailblazers Network Trapani Erasmus Generation - APS

🇪🇺

გქონიათ შეხება Chatbot-ებთან?თუ დაკვირვებიხართ, რამდენად გართულდა ბოლო წლებში ნამდვილი "Support" განყოფილების პოვნა? ელფ...
11/06/2026

გქონიათ შეხება Chatbot-ებთან?

თუ დაკვირვებიხართ, რამდენად გართულდა ბოლო წლებში ნამდვილი "Support" განყოფილების პოვნა? ელფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის ან უბრალოდ ადამიანთან დაკავშირების შესაძლებლობის?

ხშირად ყველაფერი ასე იწყება:

Help Center → FAQ → Contact Us → FAQ → Chatbot → ისევ Chatbot.

და უცებ ხვდები, რომ პრობლემის მოგვარებაზე მეტი დრო იმის გარკვევაში გადის, საერთოდ ვის უნდა მიმართო.

ცოტა ხნის წინ Apple-ისა და Upwork-ის საპორტთან ურთიერთობა მომიწია. ორივე შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სისტემა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანამდე არ მივსულიყავი.

Apple-ზე ჩემი ანგარიშის აღდგენა მჭირდებოდა, მაგრამ დახმარების მისაღებად ანგარიშზე შესვლა იყო საჭირო — იმ ანგარიშზე, რომელზეც სწორედ წვდომა მქონდა დაკარგული.

Upwork-ზე კი ტიკეტის გახსნა Chatbot-თან დაუსრულებელ კამათს დაემსგავსა. ერთსა და იმავე პასუხს სხვადასხვა სიტყვებით იმეორებდა, არ მაკავშირებდა ადამიანთან და მხოლოდ რამდენჯერმე დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ „დამთანხმდა“, რომ ტიკეტი გაეხსნა.

ინტერესის გამო მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილება არ არის.

📊 Gartner-ის 2024 წლის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა 64% ამჯობინებდა, კომპანიებს საერთოდ არ გამოეყენებინათ AI მომხმარებელთა მომსახურებაში.

📊 სხვადასხვა კვლევების მიხედვით, კომპანიები ჩატბოტების გამოყენებით მომხმარებელთა მომსახურების ხარჯებს საშუალოდ 25%-40%-ით ამცირებენ.

და ალბათ სწორედ აქ არის პასუხიც, რატომ ვხვდებით Chatbot-ებს თითქმის ყველგან.

რა თქმა უნდა, ჩატბოტებს თავისი დანიშნულება აქვთ. პაროლის აღდგენა, შეკვეთის სტატუსის ნახვა ან მარტივ კითხვებზე პასუხი ნამდვილად შეუძლიათ.

მაგრამ პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც Chatbot-ი ხდება არა დახმარების ინსტრუმენტი, არამედ კედელი მომხმარებელსა და რეალურ დახმარებას შორის.
და მაინც ჩატბოტები იმიტომ არსებობს, რომ მომხმარებელს დაეხმაროს, თუ იმიტომ, რომ კომპანიამ ნაკლები დახარჯოს?
#ჩატბოტები

📱 Time for a Scroll Break?დღეს ინსტაგრამზე საინტერესო ფუნქცია შემხვდა — გარკვეული დროის სქროლვის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა...
08/06/2026

📱 Time for a Scroll Break?
დღეს ინსტაგრამზე საინტერესო ფუნქცია შემხვდა — გარკვეული დროის სქროლვის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა შეტყობინება: „Time for a Scroll Break?“
მომეწონა, რადგან უსასრულო სქროლვისას ხშირად ავტოპილოტზე გადავდივართ და ვაგრძელებთ კონტენტის ყურებას ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ რამდენი დრო გავიდა.
ეს პატარა შეხსენება უბრალოდ გაფიქრებინებს:
„მართლა მინდა გაგრძელება, თუ უბრალოდ ჩვევით ვსქროლავ?“
ვფიქრობ, მსგავსი ციფრული კეთილდღეობის ფუნქციები დაგვეხმარება უფრო გაცნობიერებულად გამოვიყენოთ სოციალური ქსელები და ნაკლებად ჩავვარდეთ doom scrolling-ში.
💬 თქვენ რას ფიქრობთ?

10/05/2026
18/04/2026
ქრისტე აღსდგა!!!გილოცავთ სიცოცხლით სკივდილზე გამარჯვების დღესასწაულს 🌺
12/04/2026

ქრისტე აღსდგა!!!

გილოცავთ სიცოცხლით სკივდილზე გამარჯვების დღესასწაულს 🌺

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ekaterine Dvali - DigitalWellness posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your establishment to be the top-listed Arts & Entertainment?

Share