23/09/2026
გვეწვიეთ ფორუმზე და შეიტყვეთ ყველაფერი თსუ-ს თეატრისა და მისი წევრობის შესახებ.
მობრძანდით და დარეგისტრირდით ,,ქასთინგისთვის"
📣29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სტუდენტური ფორუმი 2026
სტუდენტები გაეცნობიან უნივერსიტეტში მოქმედ კულტურულ და სპორტულ მიმართულებებს. ღონისძიება მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.
ადგილზე სტუდენტები შეხვდებიან შემდეგი მიმართულებების წარმომადგენლებს -
🎭 კულტურის მიმართულებით:
* ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი“
* სახალხო თეატრი „სხვენი“
* სტუდენტური კაპელა
* ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“
* ფოლკლორული ანსამბლი „უნივერსიტეტი“
* თსუ-ს სტუდენტური ბენდი
* დიჯეინგის შემსწავლელი კურსი
🏅 სპორტის მიმართულებით:
* ფუტსალი
* ფრენბურთი (გოგონები,ბიჭები)
* კალათბურთი
* მძლეოსნობა, მკლავჭიდი, ათლეტიზმი
* მშვილდოსნობა
* მაგიდის ტენისი
* მოლაშქრეთა კლუბი „თსუ“
📝 რეგისტრაცია ადგილზე!
ფორუმზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ მათთვის საინტერესო კულტურულ ან სპორტულ მიმართულებაზე და გახდნენ შესაბამისი კლუბის, გუნდისა თუ ჯგუფის წევრები.
�🎁 გაიმართება მინი გასართობი ვიქტორინა, სადაც სტუდენტებს ექნებათ თსუ-ს ბრენდირებული ნივთების მოგების შანსი!
❗ფორუმზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე.
🔗https://forms.gle/EuqHY6WwZezabEc67
⏰ ფორუმი გაიხსნება 12:00 საათზე.
📍 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ-ის I კორპუსი, სააქტო დარბაზი.
შენი მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება იწყება აქ! 🎓