Freeuni Ski Club

Freeuni Ski Club Skiing is a dance, and the mountain always leads. ~ Author Unknown

06/12/2018

გამარჯობა მეგობრებო 🙂 ბევრი ფიქრის შემდეგ და უამრავი კითხვებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ბოლო და უკანასკენელი ზბორჩო, რომელიც შეიძლება რომ Freeuni Ski Club-მა შემოგთავაზოთ. რადგან ბაკურიანი ვერ იტევდა ჩვენი ზბორჩოს ემოციებს 10-15 დღით, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ერთი 7 დღიანი ზბორჩო თებერვლის თვეში შეძლებისდაგვარად შეთანხმრბული გამოცდების ცხრილთან.😊თუ გსურთ 7 დაუვიწყარი დღის ან ამ 7დან რომელიმეს ჩვენთან ერთად გატარება 🤔🧐 შეგიძლია იჩქარო რადგან წელს მხოლოდ 30 კაცს ვიტევთ.😉 დიდი სიყვარულით Freeuni Ski Club- ის ადმინისტრაცია❤️ თარიღები დაზუსტდება გამოცდების ცხრილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში🤘🏽

17/10/2018

მოგონებებზე ავთამაშდეთ?

10/10/2018

Reminder!

ტრადიციული დეტოქსის დაწყების დრო მოახლოვდა. თითქოს ბევრია ოთხი თვე, მაგრამ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ ისე აღმოჩნდებით ერთი ერთზე გიას კონიაკთან. და სწორედ აქ, ან სამუდამოდ გაქრება თქვენი სახელი ისტორიის ფურცლებიდან, ან მიიღებთ მარადიულ დიდებას. სწორედ აქ იბადებიან ლეგენდები!

#იყავიმზად
#იყავიპირველრიგებში

01/02/2018

მოგესალმებით მეგობრებო,

პირველი ნაკადი, არასასურველი დროის გამო, ცოტა ადამიანისთვის აღმოჩნდა მისაღები და გაუქმდა. პირველ ნაკადში დარეგისტრირებულ ადამიანებს პირადად დავუკავშირდებით და ვეცდებით რომელიმე ნაკადში გადასვლაზე შევუთანხმდეთ.

შესაბამისად დარჩა მხოლოდ მეორე და მესამე, დღეიდან - პირველი და მეორე.

მესამე ნაკადში დარჩენილია სულ ორი ადგილი, ხოლო მეორეში (უკვე პირველში) ათამდე ადგილია დარჩენილი.

ასე, რომ იჩქარეთ!

23/01/2018

მოგესალმებით მეგობრებო!

📙 მესამე ნაკადში დარჩა სულ 6 ადგილი.

📗 იჩქარეთ დარეგისტრირება, რადგან შესაძლოა სულ მალე დანარჩენი ორი ნაკადიც გაივსოს.

Web survey powered by SurveyMonkey.com. Create your own online survey now with SurveyMonkey's expert certified FREE templates.

📢📢2017 წლის 9 ნოემბერს, ბუდაპეშტში გაიმართა  IEDO-ს (International Entertainment Development Organization) ყოველწლიური ფ...
15/11/2017

📢📢2017 წლის 9 ნოემბერს, ბუდაპეშტში გაიმართა IEDO-ს (International Entertainment Development Organization) ყოველწლიური ფორუმი, სადაც ჩვენი წარმომადგენლები ორგანიზაციის ისტორიაში პირველი ქართველი მონაწილეები გახდნენ. 📢📢

ფორუმის მთავარი თემა გართობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი ძირეული წესების განსაზღვრა იყო. მონაწილეებმა, სხვადასხვა ქვეყნიდან, გართობის განსხვავებული მოდელი შემოგვთავაზეს, თუმცა ჩვენი ყურადღება ყველაზე მეტად ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების საერთო პრეზენტაციამ სახელწოდებით "გართობა, როგორც თავისუფლების ყველაზე ნამდვილი გამოვლინება კაცობრიობის ისტორიაში", მიიპყრო.

❗❗ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ გართობა, ისე უნდა განვიხილოთ, როგორც თავისუფლების აქტი. შესაბამისად, ისინი მივიდნენ გართობის ერთ უნივერსალურ კანონამდე, "The real entertainment is there, where there are no rules." (ნამდვილი გართობა არის იქ, სადაც არ არის წესები) ❗❗

ჩვენი მოწონება გართობის სწორედ ბრიტანულ-ამერიკულმა მოდელმა დაიმსახურა. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი გულაობის წესების მინიმუმამდე დაყვანაა.
მიუხედავად ამისა, გვახსოვს ზიგმუნდი და მისი შეგონება, "ადამიანი ადამიანისთვის მგელია" და ვფიქრობთ, ყოველგვარი წესების გარეშე ადამიანების თანაცხოვრება შეუძლებელია. 🐺🐺

სწორედ ამიტომ Freeuni Ski Club-ის ჯგუფმა შეიმუშავა ახალი მოდელი, რომლის მიხედვით იქმნება Freeuni Ski Club-ის გულაობის ათი უნივერსალური კანონი.

ჩვენი კანონები გამორჩეული იქნება ყველა სხვა კანონისგან. მას არ გვაძლევს რომელიმე ტრანსცენდენტული ხმა, არ ირჩევს რომელიმე ხალხისგან არჩეული პიროვნება ან ჯგუფი. კანონების შექმნაში თანაბრად მიიღებს მონაწილეობას ყველა Freeuni Ski Club 2018-ის მონაწილე.

📝📝ჩატარდება ათი ონლაინ არჩევნები, ინდივიდუალურად ყველა მათგანისთვის და არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ქვემოთ არსებულ ლინკზე დარეგისტრირებული ადამიანები შეძლებენ. 📝📝

🎿🎿დარეგისტრირდი Freeuni Ski Club 2018 ათი უნივერსალური კანონის არჩევნებში და
#აირჩიეშენიგულაობისწესი

#შენიგულაობისწესსირჩევშენ

#თებერვლისშუარიცხვებიროდისმოვა

Web survey powered by SurveyMonkey.com. Create your own online survey now with SurveyMonkey's expert certified FREE templates.

უნგრეთ-საქართველოს "ფუნდამენტური საკითხების განვითარების შესახებ თანამშრობლობის" ფარგლებში ქართულმა მხარემ ბუდაპეშტში გა...
15/10/2017

უნგრეთ-საქართველოს "ფუნდამენტური საკითხების განვითარების შესახებ თანამშრობლობის" ფარგლებში ქართულმა მხარემ ბუდაპეშტში გაგზავნა ქართული გულაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა. ორი წლის განმავლობაში იგი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს უნგრელ პარტნიორებს და მთელი უნგრეთის ტერიტორიაზე შეეცდება შექმნას ისეთივე საგულაო კერები, როგორსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ქმნიდა. წელს ის ფიზიკურად ვერ იქნება ჩვენთან, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი გვტოვბს იმედით, რომ ამბავი, რომელსაც Freeuni Ski Club ქვია, საკმარისად ძლიერი და ლამაზია, იმისათვის, რომ დროებით ნებისმიერი უმნიშვნელოვანესი წევრის ფიზიკურ არყოფნას გაუძლოს.

Freeuni Ski Club იქნება წელსაც და შემდეგ წელსაც. და ყოველ წელს იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე მანამდე. ამის გარანტი ყველა ის ადამიანია, ვინც აქამდე ერთხელ მაინც ეზიარა მას და წელსაც მტანჯველი მოთმინებით ელოდება თებერვლის შუა რიცხვებს. ❄️❄️❄️🌨️🌨️⛄⛄🇬🇪️🇭🇺️

#თებერვლისშუარიცხვებიროდისმოვა #ირაკლიბაკურიანს #ძაბრი

იჩქარეთ !!!დღეს თანხის პირველი ნაწილის მიღების ბოლო დღეა.ზოგი უკვე ვეღარ ითმენს :)))www.facebook.com/events/440675332788...
22/01/2016

იჩქარეთ !!!

დღეს თანხის პირველი ნაწილის მიღების ბოლო დღეა.

ზოგი უკვე ვეღარ ითმენს :)))

www.facebook.com/events/440675332788140/

Freeuni Ski Club-ის ბაკურიანის 2016 წლის შეკრების საგზურები ჩვენს ფავორიტ და თავისუფალი უნივერსიტეტის 2015 წლის ყველაზე ...
20/01/2016

Freeuni Ski Club-ის ბაკურიანის 2016 წლის შეკრების საგზურები ჩვენს ფავორიტ და თავისუფალი უნივერსიტეტის 2015 წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი შელიასა და შაკო კაპანაძეს :)

შარშანდელი სეზონი თავისუფალი უნივერსიტეტის საფეხბურთო ნაკრებისათვის ძალიან წარმატებული გამოდგა. წლის დასაწყისშივე ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა ს.ფ.ფ-ის მიერ ორგანიზებულ "დევის თასზე" ფინალში ასპარეზობა. ამას საქართველოს თასის მეოთხედფინალი მოჰყვა. თუმცა სეზონის ყველაზე დიდ წარამტებას მაინც უნივერსიადის პირველ ლიგაში საპრიზო ადგილის დაკავება წარმოადგენს, რამაც ჩვენს ნაკრებს საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზური მოაპოვებინა და მიმდინარე სეზონში სწორედ ამ ძალიან პრესტიჟულ გათამაშებაში თავის ღირსეულად წარმოჩენა არის ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფეხბურთის ჩემპიონატი

ივენთი: www.facebook.com/events/440675332788140/

საინტერესო სიახლე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის! :)მსურველების დიდი რაოდენობის გამო გადავწყვიტეთ, სხვა უნივერსიტე...
12/01/2016

საინტერესო სიახლე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის! :)

მსურველების დიდი რაოდენობის გამო გადავწყვიტეთ, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მივცეთ წამოსვლის შესაძლებლობა. თუმცა, ადგილების რაოდენობა განსაზღვრული იქნება, რადგან ეს სპორტული შეკრება თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კეთდება.

მსურველებს გთხოვთ შეავსოთ მითითებული ფორმა 18 იანვრამდე. უპირატესობა მიენიჭიბათ მათ, ვინც ფორმას ადრე შეავსებს.

ივენთი : www.facebook.com/events/440675332788140/

Zaza Pachulia

www.facebook.com/events/440675332788140/

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Freeuni Ski Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share