29/07/2023
STALL • სთოლ 😍 გილოცავთ
🎂 თბილისური ბაზარი 5 წლის გახდა!
ჩვენი მთავარი მიღწევა ქართველი მეწარმეების წარმატებაა!
რომლებიც თბილისურ ბაზარზე საქმიანობენ, და ამ დროის განმავლობაში უკვე წარმატებულ კომპანიებად ჩამოყალიბდნენ, განავითარეს პროდუქტის წარმოება, გახსნეს საკუთარი საწარმოები, მაღაზიები და მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზეც გადის, სხვა ქვეყნებში ყიდიან პროდუქტს, გააქვთ ქართული ნაწარმი და კულტურა საერთაშორისო ბაზარზე, რითაც ხელს უწყობენ ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურიზმის განვითარებას 🇬🇪
ამ 5 წლის მანძილზე 1000-მდე მეწარმეს მივეცით ბაზარში მონაწილეობის შესაძლებლობა და ჯამში, მცირე მეწარმეების შემოსავალმა 6.7 მილიონ ლარს მიაღწია 🚀
✨ თბილისური ბაზარი ამ დროისთვის 200-მდე მეწარმის ძირითადი შემოსავლის წყაროა და კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის პროდუქციის რეალიზების ფიზიკურ სივრცეს აჩენს.
ძალიან ვეცადეთ, და გამოგვივიდა კიდეც, რომ თბილისური ბაზარი ექსპერიმენტების, სიახლეების ტესტირების, ინსპირაციის, მეწარმეების სურვილების მიზნებად გადაქცევისა და საბოლოოდ ამ მიზნების მართლაც მიღწევის ადგილი გახდა.
ეს თბილისისთვის ის მნიშველოვანი ადგილია, სადაც ტურისტებს ერთ სივრცეში შეუძლიათ უამრავი ქართული პროდუქტის აღმოჩენა და მეწარმეებთან პირისპირ შეხვედრა 👫
🤝 მადლობა თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ს
👩🎨 🎨 პოსტერი: თიკა ბობოხიძე, თათა ბობოხიძე