K.cybele

K.cybele Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from K.cybele, Visual Arts, Tbilisi.

ზომიერი უბედურება კარგი გამოცდაა ადამიანისთვის,მოერიოს საკუთარ თავს მარტოობაში .
10/01/2024

ზომიერი უბედურება კარგი გამოცდაა ადამიანისთვის,მოერიოს საკუთარ თავს მარტოობაში .

“ერთი ტყუილის შემდეგ,ყველა სიმართლე ხდება საეჭვო”!
28/11/2023

“ერთი ტყუილის შემდეგ,ყველა სიმართლე ხდება საეჭვო”!

“ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები და ნელ-ნელა ვსწავლობთ გაჩერებას.”დავით გოგიჩაიშვილი
02/11/2023

“ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები და ნელ-ნელა ვსწავლობთ გაჩერებას.”
დავით გოგიჩაიშვილი

"ტოლერანტობა ისეთ დონეს მიაღწევს, რომ ინტელექტუალ ადამიანებს აუკრძალავენ აზროვნებას, რათა მათი კრიტიკული აზროვნებით შეურ...
01/11/2023

"ტოლერანტობა ისეთ დონეს მიაღწევს, რომ ინტელექტუალ ადამიანებს აუკრძალავენ აზროვნებას, რათა მათი კრიტიკული აზროვნებით შეურაცხყოფილნი არ დარჩნენ იმბეცილები"

ფიოდორ დოსტოევსკი .

შესაძლოა ეს ჩვენი უნაყოფო თაობის სენიც იყოს, ხანუმ, ჩვენ სამშობლოში უცხოელები ვგონივართ, უცხოეთში ემიგრანტები.
31/10/2023

შესაძლოა ეს ჩვენი უნაყოფო თაობის სენიც იყოს, ხანუმ, ჩვენ სამშობლოში უცხოელები ვგონივართ, უცხოეთში ემიგრანტები.

ხანდახან ლაპარაკი ძალიან გსურს,მაგრამ საბოოლოდ მაინც სიჩუმეში ტანჯვას ამჯობინებ.
31/10/2023

ხანდახან ლაპარაკი ძალიან გსურს,მაგრამ საბოოლოდ მაინც სიჩუმეში ტანჯვას ამჯობინებ.

27/09/2023

— ისინი ნაფერები დალალებისთვის იბრძოდნენ, — თქვა გრიშამ, — სილამაზეში, მთვარის შუქზე ალესილი დანებით იბრძოდნენ, შორიდან კი გიტარის ნაღვლიანი ხმა აღწევდა.
— რა ველურობაა, — თქვა ოდნავ შემკრთალმა ქალმა, — მაგრამ რაღაცით მაინც კარგია.
— სიყვარული ურევია და იმიტომ, — აუხსნა გრიშამ, — იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება.
— სიყვარული ორგვარია, — დაიწყო ქალმა, მაგრამ გრიშამ გააწყვეტინა. — ვიცი, ვიცი — ორგვარი კი არა, შვიდასგვარია, მაგრამ ისინი ნამდვილი სიყვარულისათვის იბრძოდნენ.
— აა... და რომელი მოერია?
— რა მნიშვნელობა აქვს — ერთ-ერთი.
— საწყალი მეორე, — წაიჩურჩულა ქალმა, — მე ის მეორე შემიყვარდებოდა.
— რა იცი, ეგება ის მეორე იყო ერთ-ერთი...
— რა უცნაური ლაპარაკი იცი, გრიშა, — პატარაზე გაიბუტა ქალი.
— მიყვარხარ და იმიტომ.
— მართლა?
— აბა, რა, განა ეს საკითხავია? — იო მოდო ლა კაზა.
— რატომ გიყვარვარ? — გაცელქდა ქალი.
— ლამაზი ხარ და იმიტომ.
— და სხვა... სხვა არაფერი?
ჰე, რა ძნელია ხანდახან პასუხის გაცემა... მაგრამ გრიშასათვის — არასოდეს. მაშინვე ჩურჩულით ალაპარაკდა, შესაბამის ატმოსფეროს ჰქმნიდა: — ამის პასუხი ერთადერთი სიტყვაა, სხვადასხვა ბრუნვაში ორჯერ მოცემული: ადამიანისთვის ადამიანი. და ის თუ იცი, რა არის ადამიანისთვის ადამიანი?
— რა არის... ახლობელია...
— და სხვა არაფერი?
— რა ვიცი... არ ვიცი.
— ახლავე აგიხსნი, — თქვა გრიშამ და მიმოიხედა, — არის ერთი გამოთქმა, რომ ადამიანი ადამიანისათვის მგელია, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში შენი ახლობელი, სულ სხვა თვალსაზრისისა ვარ. და თუ გინდა, რომ აგიხსნა, აბა, თვალები დახუჭე და დინჯად, ნებისყოფიანად დაითვალე ათამდე.
— და უცებ მაკოცებ, არა?
— არა.
— აბა?!
— თუ გაინტერესებს, დათვალე, თუ არადა...
— კარგი, კარგი. თვალები დავხუჭო და ისე?
— ჰო].
— ერთი, ორი, სამი... — დაიწყო ქალმა და ბოლოს განგებ გააგრძელა, — ცხრა-ა, და — ა, აა-ათი... ათი! მითხარი ახლა... გრიშა, სადა ხარ?
ზღვა შრიალებდა მხოლოდ.
— გრიშა! — წამოიძახა ქალმა და წამოდგა, — სადა ხარ, გრიშა? ძალიან ბნელოდა.
— გრიშა! კარგი ახლა, გამოდი, გრიშა! — და ქალი საკუთარმა კივილმა შეაკრთო, გულზე მიიხუტა თითები, თვალები გაუფართოვდა, სახე დაეძაბა, ბნელს მიაშტერდა და შიშმა ჟღარუნით დაუარა სხეულში — იქვე, შორიახლოს, უცნაურად გაფარჩხული კუნძი ეგდო.
— გრიშა! მოდი ჩემთან, გრიგოლ! ხმას აღარ გაგცემ, იცოდე, გრიგოლ!.. — და ქალმა სილაზე დაჰკრა ფეხი. გაგიგონიათ?! — ვითომც არაფერი. „ამ ქალაქგარეთ... ამ ქალაქგარეთ რა მინდოდა, გადაკარგულში, რა ვქნა...“ — გაიფიქრა ქალმა და კუნძს ფრთხილად აუარა, ცდილობდა, არ შეეხედა და განზე იყურებოდა, მაგრამ პატარა ორმოში ჩაუვარდა ფეხი და მუხლზე დაეცა. ამან მთლად არია ქალი, თანაც სიბნელიდან თავად შიში მისჩერებოდა გაყინული, წებოთი ამოვსებული თვალებით, წამოხტა და თვალდახუჭული გაიქცა სილიან ნაპირზე — საკუთარი ფეხის ხმაც კი არ ესმოდა, ვიღაცეები კი გრიალით მისდევდნენ, კაბასა და თმაზე ეტანებოდნენ, სიმწრისაგან თვალდახუჭული, ერთიანად აცახცახებული ქალი კი გარბოდა და უცებ რაღაცას რომ დაეჯახა, შეჰკივლა, სახეზე აიფარა ხელები და ჩაიკეცებოდა, იმ რაღაცას წელზე ხელი რომ არ შემოეხვია და არ ეთქვა:
— ეს მე ვარ, მე.
— გრიშა! — წამოიძახა გახარებულმა ქალმა და ჩაეხუტა, — სად იყავი, გრიშა?!
— სად წავიდოდი... შენ, რა, მიგატოვებდი, გეგონა?
— ჰო, — ამოისლუკუნა ქალმა და უფრო ჩაეხუტა, — რატომ შემაშინე, რატომ შემაშინე, გრიშა?!
— ნუ გეშინია, ნუ ტირი, აბა, შემომხედე... გეყოფა, კარგი, დაწყნარდი და კარგად დამიგდე ყური — აი, ესაა ადამიანისთვის ადამიანი.
— რა ესაა... რას ამბობ?
— აი, სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი, — უთხრა გრიშამ და თავზე გადაუსვა ხელი, — შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო, შენ მარტო იყავი ამ წკვარამსა და უკუნეთში, შენს წინ კი უზარმაზარი, გამუქებული ზღვა ავად შრიალებდა, პატარავ, და შეგეშინდა, მარტო იყავი, მარტოკინა, და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ხომ ღამე იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ჩახუტებული და დაჯერებული, ახლა ხომ დღეა, პატარავ, ხომ დღეა?
— დღეა, გრიშა, დღეა, — ტიროდა ქალი.
— ადამიანი ადამიანისთვის დღეა, — თქვა გრიშამ...

27/09/2023

"იმდენი შეგეძლოს, გაგიფიქრონ და იმედი იყო"

- "ის, ვინც ებრძვის ურჩხულებს, ფრთხილად უნდა იყოს, რომ ამავე დროს თვითონ არ გახდეს ურჩხული. თუ შენ დიდი ხნის განმავლობაშ...
11/04/2023

- "ის, ვინც ებრძვის ურჩხულებს, ფრთხილად უნდა იყოს, რომ ამავე დროს თვითონ არ გახდეს ურჩხული. თუ შენ დიდი ხნის განმავლობაში უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც შემოგყურებს შენ".

ამდენ ეკლესიებს მხოლოდ ქვის სიმბოლო შერჩენიათ და ბრბო,ხელებგაშლილი ელოდება როდის ჩამოვა ციდან ღმერთი.არადა ერთმა მათგანმ...
10/04/2023

ამდენ ეკლესიებს მხოლოდ ქვის სიმბოლო შერჩენიათ და ბრბო,ხელებგაშლილი ელოდება როდის ჩამოვა ციდან ღმერთი.არადა ერთმა მათგანმა მაინც რომ იცოდეს,რომ ღმერთს სხეულებით დაატარებენ ასეთი ქვის გულები აღარ ექნებოდათ

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when K.cybele posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to K.cybele:

Share

Category