CARL- Art Laboratory

CARL- Art Laboratory Contemporary Art Research Laboratory - has focus on the Experimental Performances with different a

 # OPEN CALL / ღია კონკურსი მსახიობებისთვისთანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი 19“ იწვევს ნიჭიერ...
03/09/2026

# OPEN CALL / ღია კონკურსი მსახიობებისთვის

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი 19“ იწვევს ნიჭიერ მსახიობებს — როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს — პერფორმანსში მონაწილეობისთვის „კორონაცია: ონტოპოეტური პოლიფონია“ უნიკალური შემოქმედებითი გამოცდილების გასაზიარებლად.

პროექტის ავტორი და პროცესის ხელმძღვანელი:
ნინო მაღლაკელიძე — მულტიდისციპლინური არტისტი, მკვლევარი, „თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიის“ (CARL) დამფუძნებელი და "ონტოპოეტური ფილოსოფიის" შემქმნელი .

პერფორმანსი „კორონაცია: ონტოპოეტური პოლიფონია“ განხორციელდება "ონტოპოეტური" მეთოდოლოგიის პრინციპით, რაც სტრუქტურული ხაზის განვითარებისას ავტორს, სასცენო სახელს NIA MAGA-ს, მიანიჭებს.

Nino Maglakelidze–NiNo Maglakelidze-Sheets-ის შემოქმედება ეფუძნება 33-წლიან პრაქტიკულ და თეორიულ კვლევას, რომელიც აერთიანებს პერფორმანსს, კონცეპტუალურ ინსტალაციას, არქეტიპულ სიმბოლოებსა და კულტურულ მეხსიერებას.

ხელოვანს სტაჟირება, ლონდონის ნაციონალურ თეატრსა (2009–2010) და ვაშინგტონის კენედის ცენტრში (2010–2012) აქვს გავლილი. 2011 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ამერიკული ფორმატის, 24-საათიანი "ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი" დააფუძნა. 2015 წელს მონაწილეობდა პრაღის კვადრიენალეზე პერფორმანსით Puppet People – Dream. არის „მარკ შაგალის“ სახელობის პრიზისა და Fulbright-ის სტიპენდიის მფლობელი.

ხელოვანი თავის ავტორობით ქმნის სოციალურ-ესთეტიკურ სივრცეებს, სადაც მაყურებელი და მონაწილე ცოცხალი ხელოვნების თანაშემოქმედებად იქცევიან.

ნინო მაღლაკელიძე ტრანსფორმაციული რიტუალური პერფორმანსების ავტორია, მათ შორის არის: „ეიფორია — რაღაც უკეთესი მოხდება“, „რეპორტი 80808: კავკასიის რეგიონი“, „ძალადობის ინტერიერი“, „დაბადება“, „თეთრი ღმერთის რიტუალი“, „თერაპია“, „მედეას ბაღი“ და სხვა.

ფესტივალ „არტისტერიუმი 19“-ის კურატორები:
ანუკა ლომიძე, მაგდა გურული.

მონაწილეობის პირობები და განაცხადის წარდგენა:

პროექტი ეფუძნება მოხალისეობრივ ჩართულობას, რაც მონაწილეებს სთავაზობს პროფესიული გამოცდილების გაღრმავებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე
მონაწილეობის მსურველებმა (არა უგვიანეს ამა წლის 7 სექტემბრისა) გამოგვიგზავნეთ:
1. CV (რეზიუმე)
2. 1.ფოტო სრული სიმაღლით
3. ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი.

კონტაქტები:
ფეისბუქის და ინსტაგრამის პლატფორმები:
კუბი კონტექსტში - Cube In Context
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
მობილური ტელეფონი: 599146702

გისურვებთ წარმატებას!

02/09/2026

Address

Chavchavadze
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CARL- Art Laboratory posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share