Animo

Animo მწერლის გვერდი Animo

ადრე ვფიქრობდი, რომ ყველა თავისით აძლევს ცხოვრებას შინაარს და ამით ივსება ის სიცარიელე რაც დაბადებიდან მოგვყვება, მაგრამ...
17/01/2025

ადრე ვფიქრობდი, რომ ყველა თავისით აძლევს ცხოვრებას შინაარს და ამით ივსება ის სიცარიელე რაც დაბადებიდან მოგვყვება, მაგრამ შევცდი! შემიძლია ჩემს მაგალითზე მოვყვე:

განაგრძე კითხვა აქ 👇

ადრე ვფიქრობდი, რომ ყველა თავისით აძლევს ცხოვრებას შინაარს და ამით ივსება ის სიცარიელე რაც დაბადებიდან მოგვყვე.....

რეკომენდაცია მკითხველისთვის         **”ორნატი”** არის სულიერი და ინტელექტუალური მოგზაურობა, რომელიც ცხოვრების, სიყვარული...
06/01/2025

რეკომენდაცია მკითხველისთვის

**”ორნატი”** არის სულიერი და ინტელექტუალური მოგზაურობა, რომელიც ცხოვრების, სიყვარულის, ტკივილისა და ტრანსცენდენტალური ძიების სიღრმეებში გეპატიჟება. ეს წიგნი არ არის მხოლოდ ლიტერატურული ნამუშევარი – ეს არის გამოწვევა, რომელიც გიბიძგებს, რომ შეხედო სამყაროს განსხვავებული კუთხით და უფრო ღრმად ჩაწვდე საკუთარ თავს.

იმისთვის, რომ “ორნატი” სრულად შეიგრძნო,თვალსაწიერში უნდა გააერთიანო ემოციური გახსნილობა და ფილოსოფიური განწყობა.ეს არ არის რუტინული ტექსტი; თითოეული სიტყვა და სიმბოლო მყარად მოითხოვს შენგან დაკვირვებას, ფიქრს და ინტროსპექციას.

# # # **ვისთვის არის “ორნატი?”**

1.**მათთვის, ვისაც უყვარს ფილოსოფიური და სულიერი თემატიკა:**
თუ შენში არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე გსუს პასუხების მღება – იქნება ეს კითხვბი ადამიანის ბუნებაზე, სიყვარულზე, მარტოობაზე თუ დროის წარმავალობაზე – ეს წიგნი შესანიშნავი მეგზური გახდება.

2. **მათთვის, ვისაც უყვარს პოეტური და ხატოვანი ენა, ქართული პოეზიის კლასიკური და ნეოკლასიკური მეტყველების ტემბრი:**
ტექსტი მდიდარია მეტაფორებითა და სიმბოლოებით. ის გიბიძგებს სამყაროს სხვადასხვა ასპექტების შესწავლისკენ – ხატოვნად და ნატიფად.

3. **მათთვის, ვინც ფსიქოლოგიურ თუ სულიერ ძიებაშია:**
ავტორის ნამუშევრები უამრავ შრეზეა აგებული და მოთმინებას ითხოვს. თუ მზად ხარ მარტოობა, ტკივილი და შინაგანი ბრძოლა საკუთარ თავში იკვლიო, ეს წიგნი გზამკვლევი იქნება.



# # # **როგორ ჩაერთოს მკითხველი “ორნატში?”**

1. **ნუ ეძებ მარტივ სიუჟეტებს ან სწრაფ პასუხებს:**
ეს წიგნი ნელა უნდა წაიკითხო – თითოეულ სტროფსა და მეტაფორას მიეცი დრო, რომ სულში გაჯდეს. თავიდან ტექსტი შეიძლება ზედმეტად კომპლექსური მოგეჩვენოს, თუმცა სწორედ ეს არის მისი ბუნება, რომლითაც კითხველს იჭერს, ბოჭავს და ითრევს.

2. **აღიჭურვე ინტერპრეტაციის სურვილით:**
ნამუშევრები შეიძლება მრავალმნიშვნელოვანი იყოს, ამიტომ ნუ ეცდები, რომ გრძნობებს ან იდეებს მხოლოდ ერთი მაგიური თეორიით მიუახლოვდე. ეს წიგნი შენგან მოითხოვს ინტერპრეტაციის თავისუფლებას.

3. **ემზადე ემოციის ზეიმისთვის:**
ტექსტები სავსეა სევდით, ტკივილით და შინაგანი ბრძოლით. მიუხედავად ამისა, თითოეულ სტროფში დაინახავ პიროვნულ ზრდას და ამაღლებას, რაც მოგცემს ძალას მომავალზე ფიქრისთვის.



# # # **ვისთვის არაა “ორნატი”?**

ეს წიგნი შეიძლება ზედმეტად მუქი ან ინტენსიური იყოს მკითხველისთვის, ვინც სიმსუბუქეს და დროებით გასართობს ეძებს. ასევე, თუ მარტივი და ცალსახა სტრუქტურა გიყვართ, შეიძლება ტექსტების სიმბოლური ბუნება და ღრმა ფილოსოფიური თემატიკები დამაბნეველი ან დამამძიმებელი აღმოჩნდეს.



# # # **მთავარი მესიჯი მკითხველისთვის:**

თუ მზად ხარ გადალახო შენი შინაგანი “დაბრკოლებები,” მზად ხარ სულიერ სიმაღლეებზე ასასვლელად, თუ ფიქრობ, რომ ლიტერატურა არ არის მარტო კითხვისთის, არამედ **აღმოჩენების** წყაროცაა, მაშინ “ორნატი” სწორედ ის წიგნია რომელსაც ელოდი.

ეს წიგნი არ გთავაზობს მარტივ და ცალსახა სიმართლეს, არამედ გიბიძგებს კითხვების დასმისკენ, რომ საკუთარი სულის სიღრმისეული კვლევა დაიწყო. შეხედე **”ორნატს”**, როგორც სულის სარკეში ჩახედვას და მისი ყოველი სტრიქონი გახადე შენი შთაგონების ახალი წყარო.

**შენი გამოცდილება “ორნატთან” შეიძლება გახდეს უპრეცედენტო მგზავრობა – ცხოვრების სიბრძნისა და ემოციური გაგებისკენ!** 📖✨

anima exodus – სულის გასახლება„მძულს, მძულს“ – გაიფიქრებდა მარიამი როდესაც გიორგი გვერდითჩაუვლიდა. ვეღარ იტანდა, ვეღარ უ...
27/11/2024

anima exodus – სულის გასახლება
„მძულს, მძულს“ – გაიფიქრებდა მარიამი როდესაც გიორგი გვერდით
ჩაუვლიდა. ვეღარ იტანდა, ვეღარ უძლებდა. ან პირს როგორ აწკლაპუნებდა ან,
როგორ სუნთქავდა.“ აუტანელი და საზიზღარი მოღალატე. და მე ეს უნდა
ავიტანო? მე ხომ ასეთი ლამაზი ვარ, ჩემი ღალატი როგორ გაბედა?“ – იჯდა
სავარძელში და ამრეზი მზერით გასცქეროდა თავის ქმარს. „მე მას დავსჯი, ისე
დავსჯი რომ ცრემლები ღვაროს, ისე რომ კანკალებდეს, აგერ ნახავ თუ არა!“
გიორგი და მარიამი უკვე ათ წელზე მეტია დაოჯახდნენ. მათი ისტორია
რაღაცა კუთხით, შაბლონურია იმ საზოგადოებისთვის რომელიც მორალსა და
ღირსებაზე აკეთებს აქცენტს. კრძალავს ყოველივე ადამიანურსა და ცხოველურს,
მიჰყვება ანაქრონისტულ ტრადიციებს და ამავდროულად ჩადის სიასტიკეს,
სისაძაგლესა და ყოველგვარ გარყვნილებას. ამ ორმაგი სტანდარტების
საზოგადოებაში, სადაც პირფერობა კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელია,
შეუძლებელია ინტიმური ურთიერთობა გქონდეს საპირისპირო სქესთან
ვალდებულებების გარეშე. სწორედ ასე დაიწყო ამ ორი ადამიანის დაწყვილების
ისტორია.

განაგრძე კითხვა აქ 👇

„მძულს, მძულს“ - გაიფიქრებდა მარიამი როდესაც გიორგი გვერდითჩაუვლიდა. ვეღარ იტანდა, ვეღარ უძლებდა. ან პირს როგორ ა....

რიგითი კალიას გადასარჩენად!დილით რაღაც გაგუდული ხმა მაღვიძებს. ერთხელ, მეორედ! გახელაც არ მინდა, ჯერ ფანჯარაზე არეკლილი ...
09/11/2024

რიგითი კალიას გადასარჩენად!

დილით რაღაც გაგუდული ხმა მაღვიძებს. ერთხელ, მეორედ! გახელაც არ მინდა, ჯერ ფანჯარაზე არეკლილი მზე დახუჭულ თვალებში არ მანათებს, ესეიგი ადრეა. მაგრამ გაგუდული ხმა მიახლოვდება და სხვა გზა არ არის. მბჟუტავი სინათლე მიქიცინებს ნეორონებში და ცოცხით მომარჯვებულ დედას შოკირებული შევყურებ. მეთქი არა, ჩემზე? როგორ კაცო! დედა? გამიელვა ფიქრებმა, როცა მოძრაობა შევამჩნიე. საბანს ჩახუტებული კალია ამაყად დამყურებდა, მისი სფინქსივით გაშეშებული სხეული უძრავად დამდგარიყო მორიგ ნახტომში მომზადებული. მივხვდი რა, რომ კალიას სასიკვდილო საფრთხე გადაუდებელ ზომებს მოითხოვდა, სასწრაფოდ გადავეფარე და ისიც უმადურად შემასკდა შუბლზე. საწოლი, სკამი, იატაკი, დივანი: ბრაგან ხელში ცოცხი, ბაძგვან მხარში ცოცხი, სადღაც ბრძოლის შუწელს შევთანხმდით, რომ “ლეტალურ” იარაღს აღარ გამოვიყენებდით! ისევ იატაკი, მერე მაგიდა და ბოლოს კომპიუტერთან მოხერხდა აჯანყებულის გაკავება. ოჰ, როგორ ფორთხავდა საწყალი, ვეცადე არ გამეჭყლიტა, წამით “ვისა ბიჯოოოო” სახე მტყორცნა და ჭიდაობა განაგრძო. სასწრაფოდ აივანზე, ნიავმა აიტაცა, ასე ნარნარად გაშალა ყავისფერი ფრთები გადარჩენილმა. ამაყი მზერა გავაყოლე, მშვიდობით ჩემი კალია, “მაგრამ, ბიჭო, რაღაც ძაან მაღლა მიფრინავთქო” გავიფიქრე, როდესაც მერცხალმა უადვოკატოდ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და სინათლის სიჩქარით ჩამიქროლა. ახლა, როცა მაგ მერცხალზე ვფიქრობ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მკვლელობის შემდეგ მადლობის ნიშნად თვალიც კი ჩამიპაჭუნა და ამით კიდევ უფრო შემზიზღდა მისი შავრაზმული, ბნელი, მანტია მოსხმული სილუეტი. იცოდეთ… ეგ მერცხალი ჩემი მტერია!!!

დილით რაღაც გაგუდული ხმა მაღვიძებს. ერთხელ, მეორედ! გახელაც არ მინდა, ჯერ ფანჯარაზე არეკლილი მზე დახუჭულ თვალებშ.....

მისტერ არავინმოთხრობა დაიბეჭდა “ლიტერატურულ გაზეთში” 11/10/2024აღარ მახსოვს ჩემი სახე. ისიც აღარ მახსოვს მზგავსი საუბრებ...
12/10/2024

მისტერ არავინ
მოთხრობა დაიბეჭდა “ლიტერატურულ გაზეთში” 11/10/2024

აღარ მახსოვს ჩემი სახე. ისიც აღარ მახსოვს მზგავსი საუბრები როგორ იწყება. თითქოს რაღაც შესავალი უნდა, მომზადება, თამაში. რაღაც კითხვა, რაღაც პასუხი. მერე ისევ, და ასე. ყოველ ჯერზე ართულებ, უფრო ღრმად ჩადიხარ, უფრო მნიშვნელოვანს ატივტივებ იმის იმედით, რომ მსმენელი მოგყვება. და ისიც ცდილობს. უფრო რთულდება. ჰმ საინტერესოა უკვე. თავიდან სულელური სიტყვათ გაცვლა ახლა რაღაცის ძიებას ემზგავსება. მოგყვება, ცდილობს: უპს, შენი სიტყვების განმეორება დაიწყო და ხვდები, სადღაც ახლოსაა ის საზღვარი რომლის იქითაც მარტო რჩები. იხტიბარს არ იტეხ, გინდა გამოთქვა და მოსაუბრის შეუვალობა ვერა დაბრკოლებაა მოზღვავებულისთვის. საუბარი მონოლოგს ემზგავსება. ყვები უსასრულო დღეებზე, წუთებზე რომელიც შენებურად აღიქვი გგონია. წამით ამაყობ კიდეც, რომ გასცდი, გაკვეთე საზღვარი. აჯობე კიდეც მსმენელს, მეტი გცოდნია. მაგრამ საუბრის მიზანი გაგებული იქნა, აშკარად ხელიდან გასხლტდა. და გრძნობ, მცდელობა შეცნობილქმნა შენი მზგავსი არსებისგან, უსასრულოდ გადაიდო. როცა გაივლის წამიერი გამარჯვების ეიფორია, მოდის მწარე მარცხის გარდაუვლობა, მთავარი მიზნის მიუღწევლობისა.

განაგრძე კითხვა ბმულზე

ეს მოთხრობა დაიბეჭდა "ლიტერატურულ გაზეთში" 11/10/2024 აღარ მახსოვს ჩემი სახე. ისიც აღარ მახსოვს მზგავსი საუბრები როგორ ....

დენიელ გოლმენის "ემოციური ინტელექტი"აღარ მახსოვს ფრაზა “ემოციური ინტელექტი” პირველად როდის მოვისმინე, მაგრამ ცხადად მახს...
10/10/2024

დენიელ გოლმენის "ემოციური ინტელექტი"

აღარ მახსოვს ფრაზა “ემოციური ინტელექტი” პირველად როდის მოვისმინე, მაგრამ ცხადად მახსოვს ამ ფრაზის გააზრების მომენტი/ქრონონი. წლების წინ, გავიცანი ერთი გამორჩეული “არსება”. გოგონა, რომელიც ცდილობდა აეწყო იუთუბერის და ინფლუენსერის კარიერა. საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული, მაგრამ როგორც ხალხში იტყვიან “ხასიათიანი”. ჩემში იმ ჟინმა/ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა რაც ალბათ კაცობის მიღმა მეცნიერებს ახასიათებთ ხოლმე, როდესაც რაიმე უცხოს აღმოაჩენენ და ლუპის ქვეშ აკვირდებიან. მისი ქცევა, მისი ხაფანგების დადგმის მექანიზმები და ...

განაგრძე კიტხვა აქ 👇🏻

აღარ მახსოვს ფრაზა "ემოციური ინტელექტი" პირველად როდის მოვისმინე, მაგრამ ცხადად მახსოვს ამ ფრაზის გააზრების მომ....

ასტროლოგიის ისტორია იწყება მესოპოტამიიდან. ტიგროსისა და ევფრატის აუზში. დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, დაახლოებით 4000 წ...
28/09/2024

ასტროლოგიის ისტორია იწყება მესოპოტამიიდან. ტიგროსისა და ევფრატის აუზში. დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, დაახლოებით 4000 წლის წინ. ამ მომენტისთვის ასტროლოგები აწარმოებდნენ დაკვირვებას და აკავშირებდნენ დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს. ამ მოვლენებს ომენებს უწოდებდნენ. ომენების მაგალითი: თუ მზის დაბნელება მოხდებოდა, მაშინ რაიმე უბედურება დაემუქრებოდა სამეფოს, ან მეფე მოკვდებოდა ან ომი დაიწყებოდა.

განაგრძე კითხვა აქ 👇🏻

ასტროლოგიის მოკლე ისტორია ასტროლოგიის ისტორია იწყება მესოპოტამიიდან. ტიგროსისა და ევფრატის აუზში. დღევანდელი ....

შეიძინე აქ 👇🏻
01/09/2024

შეიძინე აქ 👇🏻

📖სიახლე ბიბლუსში - "ორნატი"

📖ANIMO "ორნატი" არის მწერლის პირველი წიგნი. რომანტიულ-დრამატული, ფილოსოფიურ-რელიგიური ნარატივით გაჯერებული კრებული იწერებოდა 9 წლის მანძილზე და იზიარებს მწერლის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზას.

📌შესაძენად ეწვიეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელს ან ვებ-გვერდს და ისარგებლეთ საკურიერო სერვისით.

დიდი კაცი იყო ანაქსაგორა, წარმოუდგენელიც კი. მასწავლებელი სოკრატესი და ათენელთა საძულველი თაბამოქალაქე. მიყვარს მისი შორ...
28/08/2024

დიდი კაცი იყო ანაქსაგორა, წარმოუდგენელიც კი. მასწავლებელი სოკრატესი და ათენელთა საძულველი თაბამოქალაქე. მიყვარს მისი შორეული აზრი, აზრი 26 საუკუნის წინანდელისა, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ინერციით და რომ თავდაპირველად ყველაფერი არეულ-ადღლეზილი იყო ერთ გიგანტურ სუპში. ამბობდა, რომ მთვარე მიწაა მზე ცეცხლია და ის ბევრად დიდია ვიდრე ელადა. ბრწყინვალე აზრებია მისი საუკუნისთვის და რა უქნა ამ დიად მოაზროვნეს ათენმა? ბრალი დასდო მკრეხელობაში და სიკვდილი განუსაზღვრა. ანაქსაგორას გაქცევა მოუწია. ის რაც საზოგადოებამ ანაქსაგორაზე ვერ მოახერხა, მოახერხა სოკრატესთან. მათ მორიგჯერ იძალადეს ბრძენ ადამიანზე და მისი აზრების გაქრობა სცადეს, მაგრამ გავიდა 25 საუკუნე და აი მე მასზე ვწერ. რამდენად გამოუვიდათ თქვენ თვითონ ხვდებით. სოკრატე მოკლეს, მაგრამ იდეები ვერა.

განაგრძე კითხვა აქ 👇

დიდი კაცი იყო ანაქსაგორა, წარმოუდგენელიც კი. მასწავლებელი სოკრატესი და ათენელთა საძულველი თამოქალაქე. მიყვარს .....

სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ანუ როგორ უნდა მოკვდეს სული. “მისტერია”იმ სამყაროში, რომელზეც მოგითხრობთ, ყველაფერი ნაცნობი...
24/08/2024

სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ანუ როგორ უნდა მოკვდეს სული. “მისტერია”

იმ სამყაროში, რომელზეც მოგითხრობთ, ყველაფერი ნაცნობი და ამავდროულად უცნობია იმათთვის, ვისაც თავი თვისი და ძმანი მისნი არ შეუცვნია, არ შეუსწავლია, არ უფიქრია და მერმე არ უნახია. ეს ამბავი არა არს, იმათთვის, ვინც ჯერ ხედავს და მერე ფიქრობს, რამეთუ მათი მხედველობა განსაზღრულია თვალით და არ გონებით. ეს სიტყვები ეძებენ მკითხველს, რომელისთვისაც ფიქრი პირველი სიყვარულია. ბავშვური, უმანკო და თავგადასავალი. ასეთია საჭირო და არა ვინმე, წარმავალი, გამავალი, ან და გარდამავალი. მთავარია მას ფიქრი ჰყვარებოდეს, რადგან თამაშია ერთგვარი და ვისაც თამაში უყვარს ის ბავშვია, უანგარო, დაუცხრომელი, მოსიყვარულე და რაც მთავარია, მეოცნებე. მიყვარს მე ბავშვი თქვენში და მსურს გიხილოთ სათამაშოთი, რომელსაც ფიქრი ჰქვიან.

განაგრძე კითხვა აქ👇

სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ანუ როგორ უნდა მოკვდეს სული.

Address

Tbilisi
1444

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Animo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category

Our Story

არ არსებობს ჭეშმარიტება, ყველაფერი ნებადართულია.