11/09/2024
გადაჭედილი კუს ტბა - ფანტასტიური ატმოსფერო და არტისტი რომელსაც ქართველი მსმენელი, ყოველთვის განსაკუთრებულად ელის - Boris Brejcha საქართველოს ნაკრების მაისურით 🔥 🇬🇪 ამ საღამომ მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა!
თამამად შეგივიძლია ვთქვათ, რომ კიდევ ერთი გამორჩეული, განსხვავებული და წარმოუდგენლად გიჟური საღამო ჩავატარეთ. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ საოცარი საღამოს შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
მადლობა Mono Hall-ის და Monument-ის გუნდის ყველა წევრს, აღნიშნული საღამოს უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის. მადლობა განათებისა და გახმოვანების კომპანიებს: SoundCity და MS Light, კუს ტბაზე აქამდე ყველაზე მაგარი ხმის და განათების დაყენებისთვის. მადლობა სანდრო ქორიძეს, სცენის ასეთი განსხვავებული ვიზუალის შექმნისთვის, რომელზეც დღემდე ყველა ლაპარაკობს. მადლობა თბილისის მერიას და SpaceHall კუს ტბას.
მადლობა ჩვენს მეგობარ, გერმანელ არტისტებს: Moritz Hofbauer და Frieder & Jakob-ს, განსაკუთრებული მუხტის შექმნისთვის და რათქმაუნდა მადლობა ჩვენს ქართველ არტისტს Ucha-ს, აღნიშნული საღამოს გახსნისა და დაუვიწყარი დილის დახურვისთვის.
რათქმაუნდა ჩვენი დიიიიდი სიყვარული Boris Brejcha-ს. 5 საათი რომ არ გაჩერებულა სცენაზე და მოგვაჯადოვა ყველა, თავისი ენერგიული პერფორმანსითა და უმაგრესი მუსიკით.
და უუუუუდიდესი მადლობა თქვენ მსმენელს, თქვენს გარეშე ეს საღამო ვერ იქნებოდა ასეთი გრანდიოზული და დასამახსოვრებელი. უღრმესი მადლობა რომ მოხვედით და ჩვენთან ერთად გაიზიარეთ ეს დაუვიწყარი მომენტები!
©️ ამ ფანტასტიური კადრებისთვის - დიდი მადლობა - WHAT ABOUT GEORGIA-ს.
მალე ისევ შევხვდებით, კიდევ უფრო მასშტაბური და გიჟური პროექტებით!