24/09/2026
17 ოქტომბერს ბუდაპეშტში ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ შესრულდება. კონცერტი Müpa Budapest-ის დარბაზში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ რეკვიემს ორკესტრთან, გუნდთან, ქალთა კვარტეტთან და სოლისტ ბიჭუნასთან ერთად შეასრულებს მამაკაც სოლისტთა სექსტეტი, რომელიც ანსამბლ „რუსთავის“ მოქმედი და ყოფილი წევრებისგან არის დაკომპლექტებული:
მიხეილ ჯავახიშვილი, გიორგი კანანაძე, გედევან ჯინჭარაძე, მერაბ სამყურაშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი და ლუკა წიკლაური.
დირიჟორი — ვახტანგ კახიძე.
Müpa Budapest Budapesti Akadémiai Kórustársaság Djansug Kakhidze Tbilisi Center for Music and Culture