"ლოკომოტივ პრომოუშენი" ახალგაზრდა მელომანებისგან დაკომპლექტებული საპრომოუტერო კომპანიაა, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოში როკ-კულტურის აღორძინებაა. მსოფლიოში სახელგანთქმული როკ-ვარსკვლავების კონცერტების, ადგილობრივი და გრანდიოზული საერთაშორისო მასშტაბის როკ-ფესტივალების ორგანიზება და ქართული როკ-ჯგუფების პოპულარიზაცია კომპანიის მთავარ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს.
2011 წელს კომპანიამ საქართველოში სპეციალური მოწვევით ჩამოიყვანა მსოფლიოს როკ-სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მენეჯერი, ფესტივალ Glastonbury-ის, Download-ისა და Ozzfest-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი სტივ უელტმანი. სწორედ უელტმანთან თანამშრომლობით აპირებს "ლოკომოტივ პრომოუშენი" 2012 წელს საქართველოში გრანდიოზული როკ-ფესტივალის ორგანიზებასა და საქართველოს დასმას მსოფლიოს როკ-რუქაზე.
კომპანიის აქამდე განხორციელებული პროექტები:
2010 წელი:
---------------
Uriah Heep
Caucasus Plays DEEP PURPLE
Horse The Band
2011 წელი:
---------------
Horse The Bans
Saturnus
სტივ უელტმანის ვიზიტი
Ken Hensley
http://www.locoprom.ge
[email protected]