20/03/2019
მუსიკალური კომპოზიციის სახელოსნო
მუსიკალური კომპოზიციის სახელოსნო გთავაზობთ ერთ წლიან (ორ სემესტრიან) სასწავლო კურსს
კურსი იყოფა ორ მოდულად
პირველი მოდული – სასიმღერო კომპოზიციის კურსი
კურსზე შეისწავლება სხვადასხვა მიმართულების პოპულარული სასიმღერო ჟანრები
სასწავლო პროცესი შედგება რამდენიმე საბაზისო დისციპლინისგან:
1. ჰარმონია
2. სასიმღერო ფორმები
3. რიტმიკა
4. არანჟირების საფუძვლები
5. ჟანრების ისტორია
6. აუდიო მაგალითების განხილვა
7. კურსის ბოლო ორი თვე დაეთმობა უშუალოდ სტუდენტის კონკრეტულ საავტორო სიმღერაზე მუშაობას, რაც დასრულდება შემაჯამებელი კონცერტით რომლითაც დაიხურება კურსი.
მეორე მოდული – თანამედროვე აკადემიური კომპოზიციის საფუძვლები
კურსზე შიესწავლება თანამედროვე აკადემიური კომპოზიციის წერის პრინციპები
სასწავლო პროცესი შედგება რამდენიმე საბაზისო დისციპლინისგან:
1. ევროპული მუსიკის განვითარების ეტაპების ზოგადი მიმოხილვა (მოსასმენი, ვიზუალური და სანოტო მასალის გამოყენებით)
2. ნაწარმოებში ფორმა-ქმნადობის პრონციპები
3. საკომპოზიტორო ხელობის გამომუშავების და განვითარების უნარები
4. ინსტრუმენტმცოდნეობის საფუძვლები
5. პარტიტურასთან ურთიერთობის უნარჩვევების გამომუშავება
6. გაორკესტრების ხელოვნების საფუძვლები
7. დამატებითი ჩანართი – ვიზუალთან მუშაობის მუსიკალური პრინციპები (ცოცხალი ეტიუდები მსახიობების მონაწილეობით, კადრის მუსიკალური არქიტექტურა და ფოტოგრაფია და მუსიკა)
კურსი აგებულია ძირითადად პრაქტიკულ სამუშაოებზე რაც გულისხმობს მუშაობას როგორც მენტორთან სახელოსნოში ასევე ინდივიდუალურ დავალებებს სახლში შესასრულებლად.
თითოეულ მოდულს კვირაში დაეთმობა 4 აკადემიური საათი (კვირაში 2 დღე 2-2 საათი)
სახელოსნო მუშაობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის ბაზაზე რაც ჩვენს სტუდენტებს მისცემს პერიოდულად ორკესტრთან ურთიერთობის საშუალებას (დაესწრებიან ორკესტრის რეპეტიციებს, შესაძლებლობა ექნებათ პარტიტურით ცოცხლად გაეცნონ ნაწარმოებს)
მოთხოვნები
პირველ მოდულში სასწავლებლად მოითხოვება ნოტების ელემენტარული ცნობა!
მეორე მოდულში სასურველია მსურველს ქონდეს სანოტო მასალასთან მუშაობის ელემენტარული გამოცდილება (სანოტო ხაზზე ნოტების ცნობა)
ორივე მოდულში მნიშვნელოვანია მსურველი ფლობდეს რომელიმე მუსიკალურ საკრავს (სასურველია ფორტეპიანო ან გიტარა)
აუცილებელია მსურველს ქონდეს მინიმუმ საშუალო სპეციფიკაციის ლეპტოპი
პროცესორი i5
ram 6 gb
usb sound interface