ქუჯი • KUJI

ქუჯი • KUJI გამოცხადებულია კონკურსი - "ერთი მეგრულენოვანი ლექსი" 🇬🇪
(1)

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი "ქუჯი" დაარსდა 2019 წელს.

დამფუძნებელ-ორგანიზატორები:
ილია ერქვანია,
ნანა კვაშილავა,
ბესიკ გვაზავა,
დალი ჯორბენაძე.

ჭყონდიდობა 2026მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელ...
24/09/2026

ჭყონდიდობა 2026

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის, წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე - „ჭყონდიდობა“ აღინიშნება.

2026 წლის ჭყონდიდობის დღესასწაულის პროგრამა:

09:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის და მოზაიკური ფრესკის გვირგვინით შემკობა;

10:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III;

13:00 საათი - სპორტულ–სანახაობრივი ღონისძიებები: ტანვარჯიში, ჭადრაკი, ტაიკვანდო, უშუ, კუდო, ჭიდაობა, ძიუდო, მძლეოსნობა, რაგბი-საჩვენებელი, (სასპორტო სკოლის ეზოში);

13:00 საათი - ჭყონდიდობისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით;

13:30 საათი - ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა;

14:00 საათი - მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი;

13:00 საათიდან - 16:00 საათამდე
- წმ. გიორგი ჭყონდიდელის ეპოქის წარმოსახვა, ხატვა ასფალტზე,
- სოფელ ხუნწში არსებული ქუქითის ციხის ამსახველი სურათების გამოფენა და მოკლე ექსკურსია პატარა არქეოლოგების მიერ,
- ნორჩი მხატვრების მიერ პეიზაჟების ხატვა, ბერიკები,
- მარტვილში მცხოვრები მხატვრების გამოფენა,
- ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა,
- მარტვილის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი სურათების გამოფენა,
- კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეების გამოფენები მუზეუმში,

17:00 საათი - კულინარიული მასტერკლასები;

17:00 საათი - მუნიციპალურ ანსამბლ „მარტვილის“ კონცერტი;

19:00 საათი - საფეხბურთო ფესტივალი (სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე);

20:00 საათი - გალა კონცერტი Goofy Land-ის მონაწილეობით.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall Of Martvili Municipality
.............
* 📷 მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი VII ს.

* 🏞 მხატვარი რეზო (ემელიანე) ადამია;
(ნახატი ჯამბულ ხუროძის კოლექციიდან).

"ფურცელზე, როგორც ეშაფოტზე..."პოეტი ნანა კვაშილავა რომ შესანიშნავ ლექსებს წერს, ახალი ამბავი არაა ჩემთვის და მისი კარგი ...
24/09/2026

"ფურცელზე, როგორც ეშაფოტზე..."

პოეტი ნანა კვაშილავა რომ შესანიშნავ ლექსებს წერს, ახალი ამბავი არაა ჩემთვის და მისი კარგი მკითხველებისთვის. ვეცნობი ნანას ახალ კრებულს, "სიჩუმის ექო," და ვრწმუნდები, რომ შესაძლოა, სიჩუმის ექოს გაცილებით დიდი ხმა ჰქონდეს, ვიდრე ბოლო ხმაზე ყვირილს. ნანას ლექსები ისეთივე სათუთი გრძნობების სამყაროა, როგორც "ხნულში თოთო მარცვალი." პოეტი იმგვარი მეტაფორული წყობით გვესაუბრება, რომ შესაძლოა, ყველამ ვერ ამოიკითხოს მისი ქვეტექსტები. მართალია, სხვა კონტექსტში, მაგრამ ავტორი პირველივე ლექსში ამბობს: "ვერ გაიგებ ამ კლაკნილებს, შვეულებს და წყვეტილებს..." როგორი ხედვა უნდა გქონდეს, რომ ასე მხატვრულად გამოთქვა: "ღამეს ხვეწს მთვარის შალაშინი..." პოეტის ხსოვნაში დალექილ დღეებს მდიდარი აქვთ "წარსულის არქივი." ამ არქივში ხან პირადი აქცენტები ამოტივტივდება, ხანაც საზოგადო სატკივარ-სათქმელი; ოღონდ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს: "ყველა გულს თავისი დარდი ჭირს,/თავისი მიუვა აქიმიც..."

ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის მონათესავე სულიერი შინაარსის მქონე არსებებისა და გარემოსკენ: "კვლავ იქ მაბრუნებს ბედის ქარი,/სადაც სიყვარულს მპირდებიან." ადამიანი როცა სრული სიყვარულითაა სავსე, თვისტომთან ერთად ყველანაირი სიძნელის გადალახვა შეუძლია, თავსაც გადაირჩენს და სხვასაც გადაარჩენს თანაგრძნობით: "ჩვენ, ალბათ, ერთად გამოვიზამთრებთ,/ერთად ავიტანთ ზამთრის სიმკაცრეს."

ხმაურიან წუთისოფელში პოეტები ხშირად არჩევენ განცალკევებას. ზოგს კი სათავისო ასპარეზი ნაპოვნი აქვს ყოფის მიეთ-მოეთის მიღმა. ნანა კვაშილავასაც აქვს საზოგადოებრივი ასპარეზი ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია "ქუჯის" სახით, მაგრამ აქაც მისი სვლები ისევე მოზომილია, როგორც სიტყვა მისსავე პოეზიაში. იგი, ალბათ, საკუთარ თავსაც ეუბნება და სხვებსაც: "არ გახდე სცენის არლეკინი." მრავალმხრივ დატვირთულ ისეთ ადამიანს, როგორიც ნანა კვაშილავაა, დროდადრო სკეფსისიც შეიპყრობს: "იქნება მოცარტი, იქნება სალიერი,/მაგრამ არავინ-ახლო და სულიერი..." ამქვეყნად არაფერი ხდება უმიზეზოდ-ღვთის განგებულება განაპირობებს ყველა მოვლენას; ამიტომაც სკეფსისიც იცვლება სიმშვიდის მოპოვების იმედით: "ვინ იცის, იქნება ეს ხდება სასიკეთოდ,/რომ მერე სიჩუმის მონაზვნად აღვიკვეცო/და სანამ, თითებო, სანთლებად დაიშლებით,/ეძებეთ სიმშვიდის ჩამწყდარი კლავიშები..."

პოეტი აწმყოდან წარსულში გადაინაცვლებს ზოგჯერ, იქ მიმოიხილავს საკუთარ განვლილ ცხოვრებას, ჩავლილ განცდებს, რომლებიც უკვე უკან მოტოვებულია, მაგრამ დროდადრო შეახსენებენ თავს; ნანა ამასაც მაღალმხატვრულად გამოთქვამს: "ამშვენებს შენი სახელი ძველი/ ჩემი ცხოვრების დახეულ რუკებს..."

წარმავალობის განცდა, მეტნაკლებად, ყველა ადამიანს აკრთობს და აფიქრებს, მაგრამ პოეტი(მითუფრო:პოეტი ქალი) სხვაზე მეტი სიმძაფრით აღიქვამს ამას: "ეცეკვე ტყის ხანძარს პეპელავ,/უკვდავი კადრისთვის იფრინე... ... ...შექმნილო ჟამთასვლის სახატედ,/ფოთოლო, ოქტომბრის პეპელავ!"

ლირიკულ გმირს ზოგჯერ უჩნდება სურვილი, გაერიდოს ამქვეყნიურ ყოველდღიურობას, გახდეს მიუწვდომელი და სულიერად შეერწყას სამყაროს: "მოვიცვამ ქარივით უხილავ კაბას და/ყველგან რომ ვიქნები, ვიქნები აღარსად..."

ნანა კვაშილავას ლექსებში გაკრთება ხოლმე აუხდენელი გრძნობებით მოყენებული ტკივილის განცდაც; აცდენილი სიყვარულისა თუ ურთიერთგაგების შეუძლებლობა ქმნის სტრიქონებს: "ვერ გაიხადე ნისლის სამოსი,/ვერ გადმოხვედი მთვარის სარკმლიდან,"- მიმართავს იგი გრძნობის ობიექტს; აქვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესაა ოცნების (ილუზიის) მდგომარეობაში დარჩენის ტკივილიც. ამავე დროს, ეს გრძნობა სულაც არაა ხელწამოსაკრავი, რადგან: "იმგვარ სიყვარულს რა სჭირს საშველი,/მარადისობა რომ ჰყავს მოქიშპედ..."

სხვათათვის სრულიად უმნიშვნელო ფიქრიც კი პოეტს -"ამოპეპლებულს მინდვრის ფარჩიდან -" შესაძლოა, მთელი ცხოვრება საგზლად გაჰყვეს. ამის დასტური ნანას ლექსებში მრავლადაა; თანაც, მადლიერება ახლავს მას: "ფიქრო, სტუმარო სულის სახლის,/მადლობა, აქ რომ ჩამისახლდი!"

ნანას ლექსებში ფილოსოფიური განსჯის ნაკლებობაც არაა. ყველაფერი, რასაც ავტორი მნიშვნელობას ანიჭებს ამქვეყნად, იცის რომ მარადიული არაა. კი ეტრფის "ამ მიწის სურნელს მადლიანს,/ამ ლურჯი ზეცის კაბადონს," მაგრამ ისიც უწყის, რომ: "მარადისობის ჭრილიდან/სხვაგვარი მოჩანს საწუთრო..." და რომ: "სიკვდილი კარია სიცოცხლის..." მას სჯერა, რომ: "ამ
სამყაროდან, ძველი სახლიდან,/გავალთ და კარგი იქნება გარეთ."

პოეტად ყოფნა სულაც არაა ადვილი; ჯერ ერთი, უნდა გეგულებოდეს "კალმის ერდოზე ანგელოზი," მეორეც, შენს აზრებს, განცდებს,მსოფლმხედველობას უნდა გადმოსცემდე "ფურცელზე, როგორც ეშაფოტზე..."

ნანა კვაშილავას ეს ყველაფერი კარგად მოეხსენება და ღირსეულია მისი ნატვრაც: "ჯერ ქვეყნად მაადამიანე,/მერე ვწერო და ვიპოეტო!"

🪄 ნანა ეხვაია
ნანა ეხვაია
ქ.ზუგდიდი, სექტემბერი, 2026 წელი.

გურამ ოდიშარია - 75
24/09/2026

გურამ ოდიშარია - 75

💥 ლიტერატურული ფესტივალი "ქუჯი" დაბადების დღეს ულოცავს მწერალ გურამ ოდიშარიას 🎂🍷

მირიანე (გურამ) ოდიშარია - პოეტი, მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ათზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. საქართველოს კულტურის მინისტრი 2012-2014 წლებში.

დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს ქ. სოხუმში. 1975 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ „რიწის" მთავარ რედაქტორად (1987-1994 წწ.), გამომცემლობა „მერანის" აფხაზეთის ფილიალის დირექტორად.

1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი.

2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2012-2014 წლებში — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2014 წელს, როგორც მინისტრმა, ბერლინში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს საქართველო გახდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის „საპატიო სტუმარი".

აფხაზეთში მიმდინარე ომის (1992-1993 წწ.) შემდეგ ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ომის დასრულებისას, მან გადაიარა საკენ-ჭუბერის უღელტეხილი, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. ის დღეები მან აღწერა თავის ცნობილ ნაწარმოებში „დევნილთა უღელტეხილი".

როგორც კონფლიქტოლოგი 60-ზე მეტი ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური, კავკასიური და საერთაშორისო კონფერენციებისა თუ შეხვდრების მონაწილეა.

გურამ ოდიშარიას პირველი ლექსები და ნახატები ჯერ კიდევ მისი სკოლაში სწავლისას იბეჭდებოდა. იგი 10 პოეტური წიგნის ავტორია. ცნობილია მისი რომანები: „შავი ზღვის ოკეანე“ (2000), „სოხუმში დაბრუნება“ (1995) და „პრეზიდენტის კატა“ (2007; აღნიშნული რომანი მსოფლიოს 15 ენაზე ითარგმნა), ასევე მისი პიესა „ზღვა, რომელიც შორია“, რომელიც დადგა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ და იტალიურ ენებზე.

აფხაზეთში წარმართული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, თბილისში ცხოვრებისას, მან მოთხრობების, პუბლიცისტური წერილების რამდენიმე კრებული და 5 რომანი გამოსცა.

გურამ ოდიშარიას ახალი რომანი „შენთან უშენოდ“ 2019 წელს გამოიცა.

მინიჭებული აქვს: საქართველოს სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, გამომცემლობა „ლომისის” პრემია, საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია,
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია.
ასევე, დაჯილდოებულია ჩეხოვის ოქროს მედლითა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრემიით „ოქროს ფრთა“. ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის მედალი გადაეცა 2016 წელს.

✨️***
შენ წვიმდი, წვიმდი და შენს ტოტებზე ისხდნენ ჩიტები და
მდინარებდნენ შენშენ წვიმდი, წვიმდი და შენს ტოტებზე ისხდნენ ჩიტები და
მდინარებდნენ შენი ტალღები, დიოდა ჩვენი საუბრების
ლურჯი ხანძარი დიუნების მწყურვალებაზე.
შენ წვიმდი, წვიმდი, შენ გვესტუმრე ზღვის ქაფიდან და მინდვრის ყელიდან, როგორც შრიალი ოაზისების.
უთავებელი იყო ჰაერი და ნაპირებზე იწვა ზაფხული, მზეობდა პალმა.
ზღვა თენდებოდა.
ვინ მოგვიძღვნა ზღვის უნებლიე სიმღერები?
სახენათელო, შენ იყავი ერთ-ერთი მოწმე იმ ზაფხულის და
იმ გათენების.

✨️* * *
ჯარისკაცების ხილვა ათასჯერ მობრუნებაა შენკენ, გოგონავ. ყავასთან ერთად მზერით ფრთხილად გსვამდი,
გოგონავ...
მოაშრიალებ უჟამობას, წურავ მზერას, შენი თითებით დამთბარ სივრცეში თავს ვერ იტყუებს სისხლი, გოგონავ...
შორს, კი, შორს ისევ − ლურჯი ქალაქის ცისფერი ტბები ანათებენ
სევდის გედებით. თქვენ იცოცხლეთ, ხსოვნის ტაძრებო.
ტბების სულნათ სინათლეებად.
თქვენ იფხიზლეთ, ხსოვნის ტაძრებო, ჩაძირული სიმღერებით.
ამოისუნთქა მოგონებამ სინათლე ზღვების, ამომშრალია
სიცარიელე.
და თოლიების მაქმანები იჭერენ ივნისს.
ხოლო იქ, ქართა შეხვედრებთან, ჯერაც მღერის ორი ნიჟარა −
დაფერფლილიც და უჩინარიც.

✨️* * *
შენი სიცილის შადრევნებმა დაამსხვრიეს ცის უხილავი ბურთულები და იღვრებოდნენ და იღვრებოდნენ ლურჯი
დღეები და შრიალებდნენ ლურჯი პალმები და იღვიძებდა ზღვისფერი ქვიშა.
სად იყო ცა, ან სად იყო ქვიშა,
ან საით უნდა გაგვეხედა, რომ დაგვენახა მზე ყველგანმყოფი.
შენი სიცილის შადრევნებმა დაამსხვრიეს სხეული ჩემი და აი,
უკვე ბალახში ბრწყინავს, და აი, უკვე ზღვის ფსკერზე
წვება, დასდევს თოლია და ათამაშებს პატარა ბიჭი ჩემი
სხეულის ლურჯ ნამსხვრევებს.
შენი სიცილი აგრძელებდა ქვიშას და ზაფხულს და უსასრულოდ
მაღალი პალმა უსასრულოდ მაღალი ცისკენ მილივლივებდა
მდინარესავით.
და სილურჯეში იცრიცებოდა დრო და ქრებოდა.
არ არსებობდა დრო, იმიტომ, რომ არსებობდნენ შენი თვალები.

✨️* * *
და დაფრინავდნენ შენი ღიმილის ფრინველები და წკრიალებდა ზღვის ზედაპირზე სასახლე წვიმის. იქ მსახურობდნენ დელფინები და ულურჯესი თოლიები.
ბავშვს ვკითხეთ თუ რა ფერი ჰქონდა მზეს. მან გვიპასუხა:
ლურჯი.
და ულურჯესი თოლიები და ულურჯესი დელფინები მსახურობდნენ წვიმის სასახლეს და ულურჯესი იდგა გნიასი
სინათლის ტევრში.
და ულურჯესი თოლიები ქსოვდნენ და ქსოვდნენ ზღვის ძაფებისგან შენი მზერის გზას.
იქ ირწეოდა ზღვა
და აფრებიც.
და თოლიებიც.
და ფრინველივით ფრთებდაწურული ჩქარობდა მზერა…
შემდეგ დნებოდა ზღვის ბაგეებზე შენი სხეული,
ფრთხილად დნებოდა ზღვის ბაგეებზე შენი სხეული.
და შენ იყავი ზღვა.
ლურჯი დრო არარსებული დროა.
განა კვდებიან ჩვენი თვალები, მხოლოდ კაცთა ვიცით სიკვდილი.


✨️* * *
არა, ეს თვალები კი არ არის −
ჭრილობებია
ზღვის მარილით განბანილი.
არა, ეს მზერა კი არ არის −
ვედრებაა
უენო და დაჩოქილი.
არა, ეს დუმილი კი არ არის
ქვითინია
სიჩუმესთან, როგორ დედასთან.
არა, ეს სიტყვები კი არ არის −
ბაგეა შენი −
დაღლილი ჩიტი.

✨️* * *
შორს, შორს წავიდა ჩემი მეგობარი,
სიჩუმის ეჟვანი შეიბა ყელზე… და დღესაც მიხმობს.
როგორ უნდა გასცეს ბაგემ ეს ამბავი,
როგორ უნდა წეროს ხელმა ამაზე,
როდესაც ჩემი ბავშვის სიცილით იწყება
ჩემი ყოველი დილა.

✨️* * *
უფალო, გამაყოლე ეს ქარი
უფალო, გამაყოლე ეს ქარი,
ზღვის ქარი, სველი ქარი, უფალო, ზღვის,
და ეს დღეც, ეს მწვანე დღეც
გამაყოლე,
და სარკმელში მომწყვდეული
ზღვის კუთხეც შორი _
ლურჯი, ლურჯზე ლურჯი,
ანგელოზის თვალივით კამკამა.
სულ ვუცქირო მინდა მათ, ვუცქირო
და ვესაუბრო
ისე, ვით მათთან ვსაუბრობდი,
რომლებსაც მთელი ჩემი სიცოცხლე
ვიგროვებდი გულში ნელ-ნელა…
ნუ დაიზარებ, უფალო, გამაყოლე
ზღვის ქარი, სველი ქარი, უფალო, ზღვის.

✨️* * *
ღამის ორი საათი.
სოხუმი.
შუაღამე. წვიმა.
მთვლემარე გემი.
ტუჩებზე მარილის გემო _
ამბორი ზღვის.
უკაკუნებენ შენი ფეხსაცმლები
სულშეწუხებულ ქვაფენილს.
არვინ გადმოგძახებს
მეორე ქუჩიდან მენავესავით:
„როგორა ხარ?“ ან
„როგორ მიდის შენი საქმეები?“
უკაცრიელი სანაპირო.
ზღვის დუმილი ბრძნული.
სიცივე. პალმების ქარი.
მიყვარხარ.
ადგილშეცვლილი სახლები.
უპატრონო ძაღლი ცრემლივით
მოედინება ქუჩის ღაწვებზე
დაბრმავებული ლამპიონები. ფანჯრები.
მიყვარხარ.
ნეტავ მალე გამოჩნდებოდეს
მშობლიური სახლი. ნეტავ.
გამოიქცევა ბალახი ლეკვივით.
აგილოკავს ფეხსაცმელს.
და თუ მონატრებამ მუხლები მოგკვეთა,
ხელისგულებსაც აგილოკავს იგი.
სახესაც.

✨️* * *
არა, ეს თვალები კი არ არის −
ჭრილობებია
ზღვის მარილით განბანილი.
არა, ეს მზერა კი არ არის −
ვედრებაა
უენო და დაჩოქილი.
არა, ეს დუმილი კი არ არის −
ქვითინია
სიჩუმესთან, როგორ დედასთან.
არა, ეს სიტყვები კი არ არის −
ბაგეა შენი −
დაღლილი ჩიტი.

24/09/2026

🎙 ავთანდილ ნიკოლეიშვილი კონკურს - ფესტივალ "ქუჯის" და ილია ერქვანიას პოეზიის შესახებ.

🕕 ქ.ქუთაისი, 22 სექტემბერი, 2026 წელი.

23/09/2026

🎙ილია ერქვანია კითხულობს საკუთარ ლექსს - "ერთგულ მეგობარს - ძაღლს".

🕕 ქ.ქუთაისი, 22 სექტემბერი, 2026 წელი.

23/09/2026

🎙 პოეტი ნანა კვაშილავა ილია ერქვანიას პოეზიის შესახებ.

🕖 ქ.ქუთაისი, 22 სექტემბერი, 2026 წელი.

23/09/2026

📌ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის, მე-8 საქალაქო ფილიალში, პოეტ ილია ერქვანიას წიგნების ,, დროაყრილნი” და ,, არყოფნის ზედაპირზე’’ წარდგინება გაიმართა.

ილია ერქვანია ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულის და დოკუმენტური პროზისა ,,ქართველები აქტაუში’’

📌2019 წელს დაარსა ლიტერატურული ფესტივალი ,, ქუჯი”, რომელიც მხატვრული სიტყვისა და პოეზიის პოპულარიზაციას ემსახურება.

22/09/2026

🎙სტუდია "რჩეულის" მოსწავლე ანა ხეცურია კითხულობს ილია ერქვანიას ლექსს - "ქუჯის ქვეყანა".

🕕 ქ.ქუთაისი, 22 სექტემბერი, 2026 წელი.

22/09/2026

გასაოცარი სიყვარულის ისტორია

🎙"მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც ადრე. მე მას ვესაუბრები..." - ნანული გუგუნავა მეუღლის, ნოდარ დუმბაძის შესახებ.

Address

თავისუფლების ქ. N2
Tbilisi
1051

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუჯი • KUJI posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category