CinExpress

Directions Website Contact the establishment

CinExpress CinExpress (Cinematic Expression) — დამოუკიდებელი, არაკომერციული კინემატოგრაფიული პლატფორმა

"ამ ფილმებისგან განსხვავებით სულ სხვა სურათი გვაქვს 80-იანი წლების დასაწყისში გამოსულ ფილმებში. თუ აქამდე აუცილებელი იყო...
14/10/2026

"ამ ფილმებისგან განსხვავებით სულ სხვა სურათი გვაქვს 80-იანი წლების დასაწყისში გამოსულ ფილმებში. თუ აქამდე აუცილებელი იყო, ფილმებში ეჩვენებინათ, რომ საბჭოთა კავშირი სოფლიდან იწყებოდა და გამართული კოლმეურნეობა წარმოადგენდა მის საწინდარს, აქ უკვე ეს სისტემა ირღვევა, რადგან ახალგაზრდა კინორეჟისორები არ აპირებენ, დაფარონ ის ბზარი, რომელიც საბჭოთა კავშირს შეპარვია. მათ ფილმებში უკვე გვხვდებიან მრავალგანზომილებიანი, დინამიკური პროტაგონისტები, რომლებიც მრავალი კუთხით ვითარდებიან და მათი პროფესიაც იმთავითვე განსხვავებულია აქამდე პოპულარული პროფესიებისგან, სახელდობრ, ტატო კოტეტიშვილის ფილმ ანემიის პერსონაჟი, ნიკა, გეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს, ალექსანდრე რეხვიაშვილის ალექსი კი ბოტანიკოსია. ორივე შეუმდგარია თავის პროფესიაში."

ავტორი: გოგა გუგავა პერსონაჟები იცვლიან პროფესიას 1950-60-იანი წლების საბჭოთა პროპაგანდა კინოზეც აისახა. ამ პერიოდი....

„ძალიან მაწუხებს, როცა ვხედავ, რომ კარგ რეჟისორებს ყველანაირ შეზღუდვასთან უწევთ შეგუება. დღეს შეზღუდვები ყველგანაა.მე მო...
10/10/2026

„ძალიან მაწუხებს, როცა ვხედავ, რომ კარგ რეჟისორებს ყველანაირ შეზღუდვასთან უწევთ შეგუება. დღეს შეზღუდვები ყველგანაა.

მე მოვახერხე ფილმის გადაღება იქ, სადაც მინდოდა, და ჰიულოსთვის იმ სახლის აშენება, რომლის აშენებაც მინდოდა. საბოლოოდ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია: რეჟისორმა მხოლოდ ფილმი კი არ უნდა გადაიღოს, არამედ სწორედ ის ფილმი, რომლის გადაღებაც თვითონ უნდა“

— ჟაკ ტატი

"თუ ჩემი სხვა ფილმი, იყო შაშვი მგალობელი, გინახავთ, იქ შემთხვევითობისადმი მორჩილების სიამოვნებას შეხვდებით. ეს ჰგავს იმ ...
02/10/2026

"თუ ჩემი სხვა ფილმი, იყო შაშვი მგალობელი, გინახავთ, იქ შემთხვევითობისადმი მორჩილების სიამოვნებას შეხვდებით. ეს ჰგავს იმ სიამოვნებას, რომელსაც განიცდი სკოლაში, როცა კლასში არც ერთ მოსწავლეს არ აქვს მომზადებული დავალება და მასწავლებელი, მერხების რიგებს შორის ჩუმად რომ გადაადგილდება, უცებ ვიღაცის სახელს წარმოთქვამს. ეს ყველაფერი აგურის დაცემას ჰგავს. შაშვში ყველაფერი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული: ქოთნები ეცემა, სახლების სახურავებიდან აგურები ცვივა, სცენაზე არის ორმოები, რომლებშიც პერსონაჟი შეიძლება ჩავარდეს და ბოლოს მანქანა ეჯახება. ასე იყო და ისევ ასე იქნება. არაფერია ახალი – ეს საეკლესიო იდეაა. ამის განხორციელებას თავისი სიამოვნება ახლავს: თითქოს ფილმის ზედაპირზე მოქმედი დემიურგი ხარ, რომელიც სამყაროს აწყობს და წმენდს."

თარგმნა ნინი შველიძემ „მხიარული მეცნიერება“ (La Gaya Ciencia) ალენ ბერგალასა და სერჟ ტუბიანას ინტერვიუა ოთარ იოსელიანთან...

ნიუ-იორკის წლევანდელ კინოფესტივალზე კარლოს რეიგადასის ფილმის – Heil Jupiter!  პრემიერა გაიმართა
30/09/2026

ნიუ-იორკის წლევანდელ კინოფესტივალზე კარლოს რეიგადასის ფილმის – Heil Jupiter! პრემიერა გაიმართა

At the 64th New York Film Festival, Carlos Reygadas discusses Heil ...

"ცხოვრება ზედმეტად სევდიანი გახდება, თუ ვიტყვით, რომ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, რომ საბოლოოდ ყველაფერი ენერგიის გაფანტ...
29/09/2026

"ცხოვრება ზედმეტად სევდიანი გახდება, თუ ვიტყვით, რომ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, რომ საბოლოოდ ყველაფერი ენერგიის გაფანტვით დასრულდება და სამყარო განადგურდება.

ეს ხომ ისედაც იმდენად ცხადი და გარდაუვალია, რომ სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, ამ ყველაფერს სასაცილო მხრიდან შევხედოთ; სხვაგვარად თავი უნდა მოიკლა. მაგრამ რადგან ადამიანის ბუნება არც თვითმკვლელობისკენ არის მიდრეკილი და არც იმისკენ, რომ ყველაფერზე უსასრულოდ იფიქროს...

შეიძლება, დედამიწაზე მაინც ოპტიმისტურად იცხოვრო — ყველა მოვლენაში იპოვო სასაცილო მხარე და თავადაც აღფრთოვანდე იმით, რომ ქვა არ ხარ, რომ შეგიძლია, უბედურებაზე რეაგირება.

ეს მაგიდა, რომლის გარშემოც ვსხედვართ, რაც არ უნდა მოხდეს ამ ოთახში — ტრაგიკული თუ სასაცილო — შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვერაფერს გააკეთებს. ჩვენ ამ მაგიდისგან განვსხვავდებით და მხოლოდ ეს ფაქტიც კი სიხარულის მომგვრელია.

მოვლენების ასე დანახვა მხოლოდ ქართველებისთვის არ არის დამახასიათებელი; როგორც ვიცით, ეს სოკრატესაც ესმოდა, რომელიც ორი ათასი წლის წინ ათენში ცხოვრობდა...

ასე რომ, ერთადერთი სიამოვნება, რომელიც ამქვეყნად ცხოვრებისას გვრჩება, არის სამყაროზე დაკვირვება, იმის ყურება, როგორ ვმოძრაობთ ამ სამყაროში და როგორ ეხება და აღვიძებს ჩვენს აზროვნებას ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები"

— ოთარ იოსელიანი

კახა კინწურაშვილის დედა უკვე ერთი წელია ლეიკემიას ებრძვის.  მის დასახმარებლად აუცილებელია მედიკამენტის შეძენა, რომლის ღი...
29/09/2026

კახა კინწურაშვილის დედა უკვე ერთი წელია ლეიკემიას ებრძვის. მის დასახმარებლად აუცილებელია მედიკამენტის შეძენა, რომლის ღირებულებაც 24 000 დოლარია.

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი:
თიბისი ბანკი:
მიმღები: კახაბერ კინწურაშვილი

Updata: თანხა შეგროვდა

პროფკავშირული მოძრაობის უმთავრესი საყრდენი სოლიდარობაა - პრინციპი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის წევრი, მსახიობი კახა კინწურაშვილი მუდმივად პრაქტიკულად ამტკიცებდა და ამტკიცებს.

წლების წინ, გამოსახლების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო ტალღაში, კახა იყო პირველთა შორის, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი დაზარალებულებს. იგივე პოზიცია ვიხილეთ ჭიათურელ მაღაროელთა გაფიცვისა და სხვა მრავალი მუშათა წინააღმდეგობის დროს.

ბუნებრივია, არც ის გაგვკვირვებია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, „სოლიდარობის ბაზრობის“ ფარგლებში, კახამ მნიშვნელოვანი შემოწირულობა გააკეთა.

სოლიდარობა არ არის უბრალოს სიტყვა, ეს არის პრაქტიკა, ორმხრივი მოძრაობის გზა.

შესაბამისად, ჩვენი ჯერია - კახას დედა უკვე ერთი წელია ლეიკემიას ებრძვის. ამ დრომდე მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვება საჯარო დახმარების გარეშე ხერხდებოდა, თუმცა ახლა აუცილებელია მედიკამენტის შეძენა, რომლის ღირებულებაც 24 000 დოლარია.

ნებისმიერი ოდენობის შენატანი მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ამ ინფორმაციის გაზიარება.

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი:
თიბისი ბანკი:
მიმღები: კახაბერ კინწურაშვილი

წინასწარ გიხდით მადლობას!

სერჟ დანეისა და სერჟ ტუბიანას ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან კაიე დუ სინემასთვის. ინტერვიუ პირველად ჟურნალის 1979 წლის ნოემბრ...
25/09/2026

სერჟ დანეისა და სერჟ ტუბიანას ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან კაიე დუ სინემასთვის. ინტერვიუ პირველად ჟურნალის 1979 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

"ქართველმა რეჟისორებმა ზედმეტად გამოიყენეს საკუთარი ქვეყნის ეგზოტიკურობა. მათ ფილმებში იყო სიმღერა, ზრდილობა, მხიარულება, უდარდელობა; ისინი ძირითადად ფორმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ვერ ხედავდნენ ქართული სულისა და ხასიათის არსს. ამ რეჟისორებს მართლაც დიდი ნიჭი ჰქონდათ, მაგრამ ისინი არასოდეს შეხებიან სერიოზულ პრობლემებს. მხოლოდ გიორგი შენგელაია და მისი ძმა ელდარი, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ჩხეიძე და ლანა ღოღობერიძე წავიდნენ სხვა გზით – სია ფაქტობრივად ამით მთავრდება. თუმცა სწორედ ისინი იქცნენ მაგალითებად ახალი თაობის რეჟისორებისთვის.

ამიტომ იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის მნიშვნელოვანი, პასტორალს კინოეკრანებზე გამოსვლის საშუალება მისცემოდა. ეს იყო ფილმი, რომელიც კულტურული ინსტიტუტების ფარგლებში გადავიღე, მაგრამ შევეცადე, მასში ყოველდღიური ცხოვრების გარკვეულ მორალურ საკითხებს შევხებოდი."

თარგმნა ნინი შველიძემ.ფოტო მთავარზე: ედუარდ მაკკერი. სერჟ დანეისა და სერჟ ტუბიანას ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან კა....

40 წელი დევიდ ლინჩის „ლურჯი ხავერდის" პრემიერიდან.„მწვანე გაზონები და ჩრდილები, წითელი ტუჩები და ლურჯი ხავერდი – ეს დეტა...
21/09/2026

40 წელი დევიდ ლინჩის „ლურჯი ხავერდის" პრემიერიდან.

„მწვანე გაზონები და ჩრდილები, წითელი ტუჩები და ლურჯი ხავერდი – ეს დეტალები თავიდანვე თავში მიტრიალებდა. შემდეგ კი ბობი ვინტონის სიმღერა Blue Velvet გამახსენდა.

ზოგჯერ რაღაცას წლების განმავლობაში ისმენ და ვერაფერს გრძნობ. შემდეგ კი ერთ დღესაც ეს რაღაც სხვას უკავშირდება და ჯადოქრობაც ხდება.“

ამ წუთებში, ზანდუკელის 2 ნომერში, ბალახაძეების 7-სულიანი ოჯახის მხარდასაჭერად სოლიდარობის ბაზრობა მიმდინარეობს.შეგახსენე...
19/09/2026

ამ წუთებში, ზანდუკელის 2 ნომერში, ბალახაძეების 7-სულიანი ოჯახის მხარდასაჭერად სოლიდარობის ბაზრობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 19 და 20 სექტემბერს, კაფე „მუხუდოში”, გამოსახლების წინააღმდეგ საქველმოქმედო ბაზრობა და კონცერტია დაგეგმილი.
შემოწირული თანხა გამოსახლების პირას მყოფი ოჯახებისთვის უკანასკნელი საცხოვრისის შენარჩუნებას მოხმარდება.

"ვინ არის ეს ბიჭი? ვინ არის ის, ვინც ჩვენ მაშინვე შეგვიყვარდა — ასეთი დაუდევარიც და კონცენტრირებულიც, ქარაფშუტაც და ერთგ...
17/09/2026

"ვინ არის ეს ბიჭი? ვინ არის ის, ვინც ჩვენ მაშინვე შეგვიყვარდა — ასეთი დაუდევარიც და კონცენტრირებულიც, ქარაფშუტაც და ერთგულიც, ყველგან და ყოველთვის დამგვიანებელიც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფრის მომსწრეც; ვერცხლისწყალივით მოძრავიც და დაღლილობისგან ფეხზე ძლივს მდგომიც; მხიარულიც და წარმოუდგენლად სევდიანიც; ყველასგან გაკიცხულიც და მაინც ყველასთვის საყვარელიც? რატომ შეგვიყვარდა ის ჩვენც? ისე ძლიერ, რომ როდესაც ფილმის ბოლოს მას, ტრამვაის თუ ტროლეიბუსის ბორბლებქვეშ მოყოლილს, სასწრაფო დახმარების მანქანაში აწვენენ და აღარ იცი, ცოცხალია თუ მკვდარი, თან ამას ვეღარც გაიგებ, ისე ღელავ, თითქოს ეს შენი უახლოესი მეგობრის თავს მომხდარიყოს."

ავტორი: ვიქტორ ნეკრასოვი. კრებული ეკრანი, კინოწლის მიმოხილვა 1971-1972, გვ. 23-27.მთარგმნელი: ნინი შველიძე არის ფილმები, რომ...

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CinExpress posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to CinExpress:

Shortcuts

Share

Category