03/01/2024
2023 წელი საკმაოდ დატვირთული გამოდგა, უამრავი ახალი გამოწვევებით და თავგადასავლებით სავსე და სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ Slow Pulse-ის და District-ის სახელი გაჟღერდა ევროპის სარეკლამო სივრცეში და აქტიური კონტაქტები დავამყარეთ ინდუსტრიაში წამყვან სააგენტოებთან და ფროდაქშენ კომპანიებთან⚡️⚡️⚡️
გვინდა გაგიზიაროთ წლის ჰაილაითები!✨
პირველ რიგში გვიხარია, რომ გავხდით shelter.film-ის პარტნიორები და ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს პორტფოლიოს შეემატა ისეთი ბრენდების სარეკლამო რგოლები, როგორიცაა Coca Cola / SAMSUNG / T-Mobile / Vodafone/ ORANGE / HEINZ / OLD SPICE / EE Gaming. (პროექტების უმეტესობა დღის სინათლეს 2024ში იხილავს))).
ვითანამშრომლეთ ისეთ სააგენტოებთან და ფროდაქშენ კომპანიებთან, როგორებიცაა RADIOACTIVE / IMMIGRANT STUDIO / SOMESUCH / Time based arts /...
შევხვდით წარმატებულ და პროფესიონალ რეჟისორებს, ოპერატორებს და მხატვრებს, რომლთან ერთადაც საინტერესო გამოცდილებები მივიღეთ და კიდევ უფრო გავიზარდეთ.
პარალელურად რამოდენიმე საინტერესო ქართული პროექტიც შევმატეთ პორტფოლიოს, რისთვისაც მადლობა Enkeny Films • ენკენი ფილმს და Metro Production.
ბედნიერები ვართ რომ შემოვიკრიბეთ ახალი მუხტით სავსე ადამიანები და რა თქმა უნდა, რომ არა ჩვენი უძვირფასესი არტ დეპარტამენტის გუნდი და კაშკაშა ვარსკვლავები ეს ყველაფერი არ მოხდებოდა!
უდიდესი მადლობა თქვენ ყველას!
ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს!
Daraselia Giorgi Iakobashvili Sulo Sturua ირაკლი იი Mad Tasha Nino Daraselia Large Dose David Karalashvili Nukri Nairashvili Jimi Rekhviashvili Ratiani Gaga Khachapuridze Nika Ghonghadze Mishka Kilasonia @ლუკა აზალაძე Katie Isakadze
მადლობა თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის shelter.film
ასევე განსაკუთრებული მადლობა KinoFactory Jimsher Berdzenishvili მუდამ გვერდში დგომისთვის!
2024 წელს ვიწყებთ ახალი ენერგიებით და უკვე აქტიური საინტერესო პროექტებით და მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის!✊
https://slowpulsegroup.com/advertisement