12/03/2026
“ხელოვნური მარტოობა”
Sergi feat. Synth Etique - "Artificial Love"
სერგი გვარჯალაძის ახალი პროექტი 90-იანი წლების საკულტო კომპოზიციის, Artificial Love-ის ხელახალი გააზრებაა, რაც მას თანამედროვე ციფრულ და ფუტურისტულ კონტექსტს სძენს.
პროექტი "Faketivism"-ის მანიფესტს ეფუძნება, რომელსაც მუსიკოსი თავის ციფრულ ორეულთან Synth Etique-თან ერთად ქმნის.
სერგი გვარჯალაძის მუსიკალური გზა (ჯგუფები: „სახლი“, Genetic Code, Georgian Dance Empire, Bibi da Sergi) მუდმივი ექსპერიმენტების ისტორიაა. "Faketivism"-იც სწორედ ამ ხაზს აგრძელებს და ხელოვნურსა და ნამდვილს შორის არსებულ ზღვარს შლის.
კლიპის გმირის ვიზუალურ პროტოტიპად სერგიმ მისი მეუღლის და ჟურნალისტის ანა აბაკელიას სახე გამოიყენა რაც უფრო ხაზს უსვამს ხელოვნურსა და ნამდვილს შორის კავშირს, რაც "Faketivism"-ის ფილოსოფიას კიდევ უფრო პირადულსა და მრავალშრიანს ხდის.
ვიდეო ფუტურისტული კლიშეებითა და ირონიული ხედვით გვიჩვენებს ჩვენი მომავლის შესაძლო სცენარებს.
ავტორის განმარტებით, "Faketivism" პანკ-ენერგიისა და სტენსილ-გრაფიტის პრინციპების ნაზავია, სადაც ძველი კონტექსტის შეცვლა ახალ კონცეფციას ქმნის.
პროექტის მიზანია ტექნოლოგიების დახმარებით ემოციური კავშირების ძიება და „ხელოვნური მარტოობის“ შევსება.
komuna.ge - სადაც კლიპი გამოქვეყნდა, მულტიჟანრული Youtube ვიდეო ეკოსისტემა, რომლის ნაწილია "სუბტროპიკაც" – 70-იანების არარსებული ბენდის ისტორია – მიზნად ისახავს გართობას, ემოციების გამოწვევას, ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და ახალი კავშირების შექმნას, სადაც ტექნოლოგია მარტოობის შემავსებლის როლსაც შეასრულებს.
Sergi feat. Synth Etique - "Artificial Love" Leno Records-მა გამოსცა და ხელმისაწვდომია ყველა სტრიმინგ სერვისზე. https://distrokid.com/hyperfollow/sergigvarjaladze/artificial-love-feat-synth-etique