26/07/2026
დღეს ლონდონის კოლიზეუმის სცენაზე შევასრულეთ ბოლო (მეთორმეტე) “გედების ტბა” და ჩვენი გასტროლიც დასრულდა🦢✨
უღრმესი მადლობა ლონდონელ მაყურებელს თითოეული ტაშისა და მხურვალე ოვაციისთვის. მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ორკესტრს Royal Ballet Sinfonia-ს და მაესტრო ლევან ჯაგაევს, შემოქმედებით და ტექნიკურ გუნდს და თითოეულ ადამიანს, ვინც გასტროლში მონაწილეობა მიიღო.
მადლობა ჩვენს წამყვან სოლისტებს: ნინო სამადაშვილს, მარიამ ლომჯარიას, ანასტასია მილიაჩენკოს, იუნსან პარკს, დალერ ზაპაროვს, ფილიპო მონტანარის, ლორენცო ლოდის, ოლეგ ლიგაის, მარსელო სოარესს და ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ქლოე მისელდინს - ამერიკის საბალეტო თეატრის წამყვან ბალერინას - რომელმაც გასტროლის ფარგლებში ორი დაუვიწყარი სპექტაკლი შეასრულა ჩვენთან ერთად.
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი საზაფხულო არდადეგებს იწყებს, სექტემბერში კი განახლებული ენერგიით ვბრუნდებით, რათა აღვნიშნოთ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დაარსების ისტორიული 175 წლისთავი.
———
Today, we gave our final (12th) performance of Swan Lake on the stage of the London Coliseum, bringing our tour to a close🦢✨
Our heartfelt thanks to the wonderful London audience for every round of applause and every standing ovation. We are deeply grateful to the Royal Ballet Sinfonia and Maestro Levan Jagaev, as well as our creative and technical teams and everyone who contributed to making this tour possible.
Special thanks to our principal dancers: Nino Samadashvili, Mariam Lomjaria, Anastasiia Miliachenko, Yunsun Park, Daler Zaparov, Filippo Montanari, Lorenzo Lodi, Oleg Ligai, Marcelo Soares, and to our special guest, Chloe Misseldine, Principal Dancer with American Ballet Theatre, who joined us for two unforgettable performances during this tour.
The State Ballet of Georgia now begins its summer break. We look forward to returning in September with renewed energy as we celebrate the historic 175th anniversary season of the Tbilisi Opera and Ballet State Theatre.