Tbilisi Writers' House Residency

Tbilisi Writers' House Residency Writers’ House of Tbilisi has recently opened the Writers’ Residency – 5 spacious rooms with lobby and a fully equipped kitchen/ dining space.

Writers' Residency is a 5 room residency at Writers' House Tbilisi. For Writers, translators, artists to visit and work

04/09/2024
30/08/2024

31 აგვისტოს თბილისის მწერალთა სახლის რეზიდენციას ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი ნიკოლას კერცენბაუმი (Nicolas Kerszenbaum) ეწვევა. სარეზიდენციო პერიოდში იგი შეისწავლის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რეფლექსიებს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისგან, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები დევნილებისგან. ავტორის მიზანია, შეაგროვოს ზეპირი ისტორიები, მოისმინოს თვითმხილველების გამოცდილება და პარიზის თეატრის სცენაზე გადაიტანოს ხელშესახები, ცოცხალი ნარატივებით მოყოლილი ისტორია. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდება ქართული ლიტერატურული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. დაგეგმილია სამუშაო შეხვედრების სერია ქართველ მწერლებთან, სცენარისტებთან და დრამატურგებთან, რომელიც მომავალში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს. აგრეთვე, მწერალთა სახლი უზრუნველყოფს სპეციალური შემოქმედებითი საღამოს გამართვას, რომლის ფარგლებში, თანამედროვე ევროპული ლიტერატურით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება უფრო უკეთ გაიცნოს სტუმარი, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი წამყვანი დრამატურგი.

ნიკოლას კერცენბაუმის ვიზიტი თბილისში კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება როგორც პროფესიონალი ლიტერატორებისა და ავტორებისთვის, ასევე თანამედროვე ლიტერატურით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, მოისმინოს ფრანგი რეჟისორისა და სცენარისტისგან, როგორია თანამედროვე ევროპული დრამატურგიისა და თეატრალური ხელოვნების ამოცანები, მათი გადაწყვეტის ხერხები და სპეციფიკა; რა არის საერთო და რა განსხვავება პიესისა თუ სცენარის წერისას ქართველ და ფრანგ ავტორებს შორის; განიცდის თუ არა ზოგადად დეკადანსს თანამედროვე ლიტერატურა და თეატრალური ხელოვნება, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.


ბიოგრაფიული ცნობები:

ნიკოლას კერცენბაუმი არის დამაარსებელი თეატრალური ჯგუფისა franchement, tu (2005),რომლის ფარგლებში იგი უკვე 20-მდე ნაშრომის ავტორია.

მისი ბოლო თანამშრომლობა დაკავშირებულია ჰონკონგის „ფრანგული მაისის“ ფესტივალთან, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იყო პიესა „იღბალი“ Good Fortune (2023), რომელიც ეხება ჩინელ ბედის მკითხავებს; გაუკეთა რა ადაპტაცია კონრადის „წყვდიადის გულს“ და გადაიტანა მოქმედება „ღამის ტყვეში“, მისმა ოთხმოქმედებიანმა დადგმამ „კაირო“ (Kairo) მიიღო ფრანგული შემოქმედებითი ასოციაციის Villa Médicis Hors les Murs ჯილდო.

ტაილანდურ თეატრალურ კომპანია B-floor-თან თანამშრომლობით შექმნილმა „ტაილანდურმა სარკემ“ (A Thai Mirror) მიიღო წლის საუკეთესო ტაილანდური წარმოდგენის ჯილდო, ხოლო მისი „პერსეფონე“ (Persephone, 2022) ძირითადად წარმოდგენილია დახურული ჩვენებების ფარგლებში. მის სხვა ნაწარმოებებს შორისაა პიესა „მშვენიერი გრძნეული“ (A Beautiful Stranger), რომელიც La Poudrerie – le Théâtre des Habitants-თვის დაიდგა, შთაგონებული მედეას მითით.

სხვა მის ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა: „ორი მოჩვენებათა ქალაქი“ (Two Ghost Cities, 2018), „ახალი გმირი“ (A New Hero, 2014) „პინგ-პონგი“ (2017), რომელიც უკვე 300-ზე მეტჯერ დაიდგა სხვადასხვა სცენაზე.
ნიკოლასი არის თეატრალური ხელოვნების პედაგოგი სორბონის უნივერსიტეტში.

On August 31, the French director and screenwriter Nicolas Kerszenbaum will visit the residence of the Tbilisi Writers' House. During his residency, he will study the reflections of Georgian-Abkhazian relations from representatives of different generations, including IDPs living in the regions of Georgia. The author's goal is to collect oral histories, listen to the experiences of eyewitnesses, and bring to the stage of a Parisian theater a history told through tangible, living narratives. Within the framework of the visit, he will meet with representatives of Georgian literary and academic circles. A series of workshops with Georgian writers, screenwriters and dramatists is planned, which will promote cooperation between the two countries in the future. Also, the Writers' House provides a special creative evening, within the framework of which any person interested in modern European literature will have the opportunity to get to know the guest better as one of the leading playwrights of our time.

Nicolas Kertsenbaum's visit to Tbilisi will be another interesting and important opportunity for both professional writers and authors, as well as for anyone interested in modern literature, to hear from the French director and screenwriter, what are the tasks of modern European dramaturgy and theater art, their solution methods and specifics; What is common and what is the difference between Georgian and French authors when writing a play or script; Whether modern literature and theatrical art are experiencing a general decadence, and other important issues.

Biographical information:

Nicholas Kerzenbaum is the founder of the theater group franchemment, tu (2005), within which he is the author of about 20 works.

His latest collaborations are related to the Hong Kong "French May" festival, which included the play "Good Fortune" (2023), about Chinese fortune-tellers; Adapting Conrad's "The Heart of the Dead" and moving the action to "Captive of the Night", his four-act play "Cairo" won the Villa Médicis Hors les Murs award from the French creative association.

A Thai Mirror, created in collaboration with Thai theater company B-floor, received the award for the best Thai play of the year, and his Persephone (2022) is mainly presented in closed screenings. Among his other works is A Beautiful Stranger, a play for La Poudrerie – le Théâtre des Habitants, inspired by the myth of Medea.

Among his other famous works are: "Two Ghost Cities" (2018), "A New Hero" (2014) "Ping-Pong" (2017), which has already been staged more than 300 times.

Nicolas is a theater arts teacher at Sorbonne University.

მწერალთა სახლის რეზიდენციას ჩეხი ავტორი, იარომირ ტიპლტი სტუმრობს. ავტორი სარეზიდენციო პროგრამის  ფარგლებში  გიორგი ლობჟა...
04/05/2024

მწერალთა სახლის რეზიდენციას ჩეხი ავტორი, იარომირ ტიპლტი სტუმრობს. ავტორი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში გიორგი ლობჟანიძის პოეზიას თარგმნის.

იარომირ ტიპლტიმ გასაუბრებისას აზრი რამდენიმე საკითხზე გაგვიზიარა:
იგი იმ ავტორთა რიცხვშია, რომელთაც წერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყეს. მისი შთაგონების ერთ-ერთი მძლავრი წყარო კი მშობლიური გარემო − ბოჰემიის მთიანეთი იყო, სპირიტუალიზმით და მითოლოგიით გამორჩეული მხარე.
შეკითხვაზე, რჩება თუ არა დღემდე ეს მოტივები მისი შემოქმედების უცვლელ ელემენტად, პასუხობს, რომ ეს ისაა, რასაც მუდამ თან ატარებს და, შესაბამისად, დღესაც, სპირიტუალიზმი მისი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად რჩება.

იარომირ ტიპლტი გარდა მწერლობისა, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. მას აქვს დოქტორის ხარისხი და კითხულობს ლექციებს ლიტერატურაზე, თუმცა თვლის, რომ პედაგოგი ნაკლებად არის და ეს საქმიანობა უფრო მისი შემოქმედებითი პროცესის გაგრძელებაა, რადგან აკვირდება სტუდენტებს, მათ ინტერესებს. ინტერესები კი მართლაც განსხვავებულია − თუ მისი თაობა უფრო დამოუკიდებლობის იდეისა და სხვადასხვა არამატერიალური პოსტულატების შეცნობას ცდილობდა, ახალ თაობაში უფრო საზოგადოებრივი, სოციალური და პოლიტიკური საკითხებისადმი ინტერესი იგრძნობა. „მათ სურთ შეცვალონ სამყარო“ − ამბობს ავტორი.

• შეკითხვაზე, ზოგადად, როგორია თანამედროვე ჩეხური ლიტერატურა და რით გამოირჩევიან ახალგაზრდა ჩეხი მწერლები, აღნიშნავს, რომ „კოვიდ“- პანდემიის შემდეგ, თანამედროვე ჩეხ მწერლებში გაიზარდა ინტერესი პოეზიისადმი. აგრეთვე მათ, როგორც ახალგაზრდობის დიდ ნაწილს, იტაცებს აღმოსავლური სპირიტუალიზმი.
რაც შეეხება ჩეხ მკითხველსა და მათ ინტერესებს, მიაჩნია, რომ, სამწუხაროდ, დროსთან ერთად, მასობრივად, ხალხი უფრო და უფრო პრაგმატულ საზოგადოებად ყალიბდება, ღრმად გამჯდარი მომხმარებლური დამოკიდებულებით. იქაც, სადაც ადგილი რჩება შემოქმედებისა და სულიერებისადმი, მეტწილად, უფრო მათ ალტერნატიულ გზებს და ჩამნაცვლებლებს ეძებენ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ დღეს ჩეხი მწერლების უმრავლესობა ლიტერატურულთან ერთად, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობითაა დაკავებული, რადგან ფაქტობრივად, შეუძლებელია, გქონდეს ფუფუნება, მხოლოდ მწერლობით დაკავდე.

იარომირ ტიპლტის შემოქმედებითი საღამო მწერალთა სახლში
20 მაისს 19:00 -ზე გაიმართება.

მწერალთა სახლში ირლანდიელი პოეტისა და შემოქმედის, პეტერ ბრაზილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.სტუმრები გაეცნობიან პეტ...
20/03/2024

მწერალთა სახლში ირლანდიელი პოეტისა და შემოქმედის, პეტერ ბრაზილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

სტუმრები გაეცნობიან პეტერ ბრაზილის ნამუშევრებს და
შესაძლებლობა ექნებათ შეკითხვები დაუსვან ავტორს.

24 მარტი 16:00 სთ
მწერალთა სახლი, მაჩაბლის 13

მწერალთა სახლის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამებს ირლანდიელი პოეტი და შემოქმედი პეტერ ბრაზილი სტუმრობს, რომელიც მწერა...
19/03/2024

მწერალთა სახლის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამებს ირლანდიელი პოეტი და შემოქმედი პეტერ ბრაზილი სტუმრობს, რომელიც მწერალთა სახლში ათი დღის განმავლობაში დარჩება, შეისწავლის ქართულ ფოლკლორს, ტრადიციებსა და
ისტორიას და დააკვირდება ირლანდიურ კულტურასთან
მსგავსებებს.

პეტერ ბრაზილი 2018 წლიდან პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. იგი
არის შემოქმედებით ჯგუფ LA TOUNDRA-ს წევრი. მისი ინტერესის
სფეროებს წარმოადგენს პოეზია, პროზა, ხატვა და რეჟისურა. პეტერი
არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი და თანაავტორი, მათ
შორის: O Dublin , O Kolkata, In the Night, Morning in the Evening და სხვა.
მისი ვიზიტი Irish Arts and Council-ის გრანტის ფარგლებში
ხორციელდება.

24 მარტს 16:00 საათზე მწერალთა სახლში ირლანდიელი პოეტისა და
შემოქმედის, პეტერ ბრაზილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
სტუმრები გაეცნობიან პეტერ ბრაზილის ნამუშევრებს და
შესაძლებლობა ექნებათ შეკითხვები დაუსვან ავტორს.

მწერალთა სახლის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამებს წელსპირველი ავტორი სტუმრობს. ირლანდიელი პოეტი და შემოქმედიპეტერ ბრა...
19/03/2024

მწერალთა სახლის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამებს წელს
პირველი ავტორი სტუმრობს. ირლანდიელი პოეტი და შემოქმედი
პეტერ ბრაზილი მწერალთა სახლში ათი დღის განმავლობაში
დარჩება, შეისწავლის ქართულ ფოლკლორს, ტრადიციებსა და
ისტორიას, და დააკვირდება ირლანდიურ კულტურასთან
მსგავსებებს.

პეტერ ბრაზილი 2018 წლიდან პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. იგი
არის შემოქმედებით ჯგუფ LA TOUNDRA-ს წევრი. მისი ინტერესის
სფეროებს წარმოადგენს პოეზია, პროზა, ხატვა და რეჟისურა. პეტერი
არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი და თანაავტორი, მათ
შორის: O Dublin , O Kolkata, In the Night, Morning in the Evening და სხვა.
მისი ვიზიტი Irish Arts and Council-ის გრანტის ფარგლებში
ხორციელდება.

24 მარტს 16:00 საათზე მწერალთა სახლში ირლანდიელი პოეტისა და
შემოქმედის, პეტერ ბრაზილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
სტუმრები გაეცნობიან პეტერ ბრაზილის ნამუშევრებს და
შესაძლებლობა ექნებათ შეკითხვები დაუსვან ავტორს.

სარეზიდენციო პროგრამების ფარგლებში მწერალთა სახლის რეზიდენციას ამჯერად გელა ჩქვანავა სტუმრობს. იგი ახალ რომანზე მუშაობს,...
11/12/2023

სარეზიდენციო პროგრამების ფარგლებში მწერალთა სახლის რეზიდენციას ამჯერად გელა ჩქვანავა სტუმრობს. იგი ახალ რომანზე მუშაობს, რომელიც ალეგორიული ხასიათისაა. ნაწარმოების ფაბულა გულივერის მოგზაურობაზეა დაფუძნებული და იმ ილუზორულ ქალაქსა და ქვეყანაზე მოგვითხრობს, სადაც ადამიანები საკუთარ წილ პასუხისმგებლობასაც ერთ კონკრეტულ პიროვნებას, ხშირად პოლიტიკურ ლიდერს, გადასცემენ იმ იმედით, რომ ის იზრუნებს მათ ნაცვლად.

მწერალი აღნიშნავს, რომ ეს ნაწარმოები ერთგვარი გაგრძელებაა მისი ახალი სტილის, რომელიც ალეგორიული ხასიათის ნაწარმოებების ხაზს გულისხმობს. მანამდე ამ სტილში გამოქვეყნებული აქვს მოთხრობა „ასე“.

მწერლისთვის ეს პირველი სარეზიდენციო პროგრამაა და ფიქრობს, რომ ამ რომანზე მუშაობისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი სწორედ მწერალთა სახლის რეზიდენციაში ყოფნის დრო აღმოჩნდება.

ბრიტანელი მწერალი, ნაომი ვუდი მწერალთა სახლისა და საქართველოში ვიზიტის შესახებ 👇
06/11/2023

ბრიტანელი მწერალი, ნაომი ვუდი მწერალთა სახლისა და საქართველოში ვიზიტის შესახებ 👇

ბრიტანელი მწერალი, ნაომი ვუდი მწერალთა სახლისა და საქართველოში ვიზიტის შესახებ 👇

„თბილისში მშვენიერი დრო გავატარეთ. როცა გავიგე, რომ ლიტერატურული პრიზი მოვიგე, მაშინვე დიდი ინტერესი გამოვხატე. მე არასოდეს ვყოფილვარ მსოფლიოს ამ ნაწილში და ძალიან გამიხარდა, რომ სწორედ ახლა მომეცა ეს შანსი. ქალაქი ძალიან სტუმართმოყვარე იყო, კერძები გემრიელი და თავად მწერალთა სახლი - ლამაზი და მიმზიდველი. შაბათ-კვირას მთებში უნდა წავსულიყავით (ჩვენი შვილები ინგლისში დავტოვეთ. გვინდოდა ლაშქრობა მოგვეწყო ისე, რომ მათი წუწუნისთვის არ მოგვესმინა). მოგონება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება არის წერა დილაობით, მზე, ჩემს წინ კი - ყაზბეგის მთა.

ხანდახან ვიღებთ ხოლმე ასეთ საჩუქრებს, თუმცა ძალიან იშვიათად. ჩემი შთაბეჭდილებების გადმოსაცემად კი სასტუმროს ფანქრით ჩემი ბლოკნოტის თერთმეტი გვერდი შევავსე. თავს ასი წლის წინანდელი მწერალივით ვგრძნობდი.

თბილისში რომ დავბრუნდით, გოგირდის აბანოებში სტუმრობამ ისტორიის დასასრული მთლიანად შეცვალა. რესტორანშივე შევუდექი ხელნაწერების დაბეჭდვას.

ეს იყო ჩვენი მოგზაურობის შესანიშნავი დასასრული. გმადლობთ."


British writer, Naomi Wood writes about Writers' House and her visit to Georgia 👇

“We had a wonderful time in Tbilisi. When I heard I had won the Desperate Literature Prize for the Writers’ House, I was immediately intrigued. I’d never been to this part of the world and I’m so glad I now have had that chance. The city itself was so welcoming, the food delicious, and the Writers House itself beautiful and inviting. We got to go away for the weekend into the mountains (we’d left our kids behind in England and wanted to do some hiking without them groaning at us.) A memory I will never forget is sitting down to write a story in the morning sunshine, with Mount Qazbegi in front of me, set in Tbilisi and the mountains. Sometimes you get these gifts, albeit very rarely, and I wrote the whole thing on eleven pages of my notebook, using the hotel’s pencil, feeling like a writer from a hundred years back. When we got back to Tbilisi, a visit to the sulphur baths changed the story’s end completely, and I typed up the whole thing looking at the courtyard restaurant; people eating, drinking, enjoying themselves. It was the perfect end to our stay. Thank you”

Tbilisi Writers' House Residency

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) პროექტის - “ქალები მოძრაობაში“ (Women on Move) ფ...
18/10/2023

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) პროექტის - “ქალები მოძრაობაში“ (Women on Move) ფარგლებში, 14 ოქტომბერს მწერალთა სახლს ქართველი, ფრანგი, თურქი, უკრაინელი, ისლანდიელი, მაკედონიელი, პოლონელი, ბულგარელი, კანადელი და ირლანდიელი მკვლევრები სტუმრობდნენ.

სტუმრები გაეცნენ მწერალთა სახლის ისტორიას, დაათვალიერეს ის უნიკალური მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც აქ ინახება და აგრეთვე, მიიღეს ინფორმაცია მარჯორი და ოლივერ უორდროპების ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის გაწეული ღვაწლის შესახებ.

მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia

For English Scroll Down 👇 ნატალია ტროჰიმი - უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და გამომცემელი, დღეიდან მწე...
13/10/2023

For English Scroll Down 👇

ნატალია ტროჰიმი - უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და გამომცემელი, დღეიდან მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და ლიტერატურულ პროექტებზე იმუშავებს.

ქართული ლიტერატურული საზოგადოება კარგად იცნობს უკრაინელ მწერალს, მთარგმნელს, ლიტერატურათმცოდნესა და გამომცემელს, ნატალია ტროჰიმს, რომელიც უკრაინაში, წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა პოეზიის ფესტივალებს, თარგმნიდა ქართულიდან უკრაინულ ენაზე და ასე ცდილობდა უკრაინულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მწერალთა სახლის მხარდაჭერით, ნატალია ტროჰიმმა უკრაინულ ენაზე თარგმნა ნატო ინგოროყვას წიგნი ,,მცოცავი ოკუპაცია".

2023 წელს ნატალია ტროჰიმმა და გაგა ნახუცრიშვილმა დააარსეს გამომცემლობა „კუნძული“ - უკრაინული და ქართული ლიტერატურის შეხვედრის ადგილი. „კუნძულმა“ უკვე გამოსცა ეთერ თათარაიძის პოეტური კრებული, „ლექსი ჯერ არ წარმოთქმული“, რომელიც ნატალია ტროჰიმმა თარგმნა. ახლა კი ლესია უკრაინკას, მიკოლა ხვილოვის, ვასილ სტუსისა და კოტლიარევსკის თარგმნასა და გამოცემაზე მუშაობენ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან, ნატალია საქართველოშია, როგორც ლტოლვილი. მასზე ზრუნავდა პაკო სვიმონიშვილის დედა, ნინო რამიშვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ეს მისია თავის თავზე აიღო მწერალთა სახლმა. დღეიდან ნატალია ტროჰიმი იცხოვრებს მწერალთა სახლის რეზიდენციაში და იმუშავებს ლიტერატურულ პროექტებზე.

Natalya Trohim, a Ukrainian writer, translator, literary scholar, and publisher, will reside and work on literary projects at Writers' House Residency.

Natalya Trohim, a Ukrainian writer, translator, literary critic, and publisher, has been organizing poetry festivals in Ukraine for years, translating from Georgian into Ukrainian and thereby attempting to enhance Ukrainian-Georgian cultural relations.
Natalya Trohim translated Nato Ingorokva's work "Creeping Occupation" into Ukrainian in 2022, after the outbreak of the Ukrainian war, with the help of Writers’ House.

Natalia Trohim and Gaga Nakhutsrishvili launched the publishing house "Kundzuli" in 2023, bringing together Ukrainian and Georgian literature. "Kundzuli" has already released Eter Tataraidze's poetry collection "A Poem Not Yet Spoken," which Natalya Trohim translated. They are currently translating and publishing the works of Lesia Ukrainka, Mykola Khvilov, Vasil Stus, and Kotliarevski.

Natalia has been a refugee in Georgia since the beginning of the war in Ukraine. Nino Ramishvili, Pako Svimonishvili's mother, looked after her.

Natalya Trohim will begin living at Writer’s House Residency today and will focus on literary projects.

მწერალთა სახლის რეზიდენციისა და ა-კორუნიას (გალისია, ესპანეთი) მწერალთა რეზიდენციის (Residencia Literaria 1863) გაცვლითი...
01/09/2023

მწერალთა სახლის რეზიდენციისა და ა-კორუნიას (გალისია, ესპანეთი) მწერალთა რეზიდენციის (Residencia Literaria 1863) გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის ოქტომბერში გალისიაში გაემგზავრება მწერალი ირაკლი შამათავა. ა-კორუნიას მწერალთა რეზიდენციაში ის ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებს და იმუშავებს მომავალ წიგნზე, რომელიც ავტობიოგრაფიულია. წიგნი ჰყვება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებზე, მიტოვებულ ქალაქებზე, გაუკაცრიელებულ სოფლებსა და ომში დარჩენილი თაობების ხმებზე, იმ ადამიანების ხმებზე, რომლებიც ტერიტორიებთან ერთად, მშობლიურ ენასაც კარგავენ.

ირაკლი შამათავა დაიბადა 1987 წლის 14 ნოემბერს, გალში, აფხაზეთში; არის სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. შამათავას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: 2012-2013 წლებში იყო დავით აღმაშენებლის და გურამ რჩეულიშვილის პრემიის ლაურეატი; 2016 წელს მიენიჭა პრემია ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2019 წელს მიიღო გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია, 2020 წელს პრემია „მანდარინები“ ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის; ის არის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი (2022 წელი).

მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ირაკლი შამათავა ა-კორუნიას მწერალთა რეზიდენციაში გაემგზავრ...

Calling all photography enthusiasts and adventurers! Discover an extraordinary opportunity to embrace your passion for p...
21/07/2023

Calling all photography enthusiasts and adventurers! Discover an extraordinary opportunity to embrace your passion for photography and embark on an unforgettable journey to explore the breathtaking wonders of our beautiful country 👇

Address

13, Machabeli Street
Tbilisi
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Writers' House Residency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Tbilisi Writers' House Residency:

Share