Anbanela • ანბანელა

Anbanela • ანბანელა ორიგინალური ნაკეთობების მრავალფეროვანი სამყარო 💜

"ეპოქსიდის მოგონებები" და კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ნაკეთობა ბუნებრივი ვარდის ფურცლებითა და ოქროსფერი დეტალებით ❤️ ნაზი,...
04/05/2026

"ეპოქსიდის მოგონებები" და კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ნაკეთობა ბუნებრივი ვარდის ფურცლებითა და ოქროსფერი დეტალებით ❤️

ნაზი, ხასხასა, ლამაზი... ❤️

#ანბანელა #გულიდანგულში #ხელნაკეთი #საჩუქარი #დეკორაცია #ეპოქსიდი

ამ პაწია სამკაულების სათავსოს "ბალერინა" შევარქვი, ბალერინის კაბას მაგონებს და იმიტომ ☺️❤️თქვენ რომელი ფერი მოგწონთ? ☺️❤...
01/05/2026

ამ პაწია სამკაულების სათავსოს "ბალერინა" შევარქვი, ბალერინის კაბას მაგონებს და იმიტომ ☺️❤️

თქვენ რომელი ფერი მოგწონთ? ☺️❤️

მასალა: თაბაშირი

#ანბანელა #გულიდანგულში #ხელნაკეთი #საჩუქარი #თაბაშირი #დეკორაცია

"ეპოქსიდის მოგონებები" - ამ ფორმატში მინდა წარმოგიდგინოთ წინა წლებში შექმნილი ეპოქსიდის ნაკეთობები 🥰ერთი მერცხლის ჭიკჭიკ...
30/04/2026

"ეპოქსიდის მოგონებები" - ამ ფორმატში მინდა წარმოგიდგინოთ წინა წლებში შექმნილი ეპოქსიდის ნაკეთობები 🥰

ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, მაგრამ იქნებ გაზაფხულის ყვავილებით მოვიყვანოთ მზიანი ამინდები 😁💛🌻

როგორი ნაზია და ლამაზი, თითქოს მიწიდან ამოსული მზეაო, ნათელი და კაშკაშა, სახელიც როგორი საყვარელი ჰქონია - "მინდვრის ბაია" 🌼

მახსოვს, სოფელში დავკრიფე და სათითაოდ გამოვაშრე... დარწმუნებული ვარ, ეს ყვავილი ბევრ თქვენგანს გაახსენებს სოფლად გატარებულ ბედნიერ დღეებს... 🥰💛🌻

ყვავილები ძალიან მიყვარს, მაგრამ ყვითელი ყვავილები განსაკუთრებით, ალბათ იმიტომ, რომ სითბოსა და სინათლის ემოციას აღძრავს ჩემში... 💛

სიამოვნებით მოვისმენ, თქვენ რა ემოცია გაგახსენათ გულსაკიდად ქცეულმა ამ ციცქნა ყვავილმა? 🌼

#ანბანელა #გულიდანგულში #ხელნაკეთი #საჩუქარი #ეპოქსიდი

შესაძლოა, ხელოვნების ნიმუში არაა, მაგრამ გულით დახატული და ვარდის ფურცლებით გაწყობილია და ჩემს ემოციას გამოხატავს, ამიტო...
29/04/2026

შესაძლოა, ხელოვნების ნიმუში არაა, მაგრამ გულით დახატული და ვარდის ფურცლებით გაწყობილია და ჩემს ემოციას გამოხატავს, ამიტომ ძალიან მომწონს 🥰

ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა განტვირთვად იქცა ხატვა ჩემთვის, მერე რა, რომ 2 ღამე უძილარი დავრჩი, ღირდა 🥰❤️

#ანბანელა #გულიდანგულში #დეკორაცია #ხელნაკეთი

იმდენად მომწონს, მინდა ახლავე გაგიზიაროთ ჩემი წუხანდელი შთაგონების შედეგი! ☺️❤️ როგორც წესი,  ჩემი ნამუშევრები საკმაოდ გ...
17/04/2026

იმდენად მომწონს, მინდა ახლავე გაგიზიაროთ ჩემი წუხანდელი შთაგონების შედეგი! ☺️❤️ როგორც წესი, ჩემი ნამუშევრები საკმაოდ გვიან აღწევენ ხოლმე თქვენამდე პოსტის სახით 😁☺️🙈

დეკორი ერთია, თუმცა ორივე მიმართულებით ლამაზია და მემგონი, მეორე საპირისპირო მიმართულებით რომ მივუჩინო გვერდით, უფრო დახვეწილი კომბინაცია გამოვა ☺️❤️

ველი თქვენს შეფასებებს ❤️

#ანბანელა #გულიდანგულში #ხელნაკეთი #საჩუქარი #დეკორაცია #განსხვავებული

ქრისტე აღსდგა, საყვარელო ადამიანებო!❤️ შეგეწიოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი, სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოთ ღ...
12/04/2026

ქრისტე აღსდგა, საყვარელო ადამიანებო!❤️

შეგეწიოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი, სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოთ ღმერთმა! ❤️

30/03/2026

დღევანდელ დღეს, როცა ღმერთის წყალობით, შემიძლია ვთქვა, რომ მშვიდობით მოვიტოვე უკან მკურნალობის ყველა ეტაპი, მინდა გაგიზიაროთ ჩემი და ჩემი მეგობრების სამოტავაციო ვიდეო და ასე გავამხნევო ყველა ის ონკოპაციენტი, რომელიც ეხლა იწყებს ბრძოლას სიცოცხლისთვის! 💜🫶🏻

მაშ, ასე მე და ჩემი ყოჩაღი მეგობრები:

🎈მაკა - რომელსაც 3 თვის ორსულს აღმოჩნდა სიმსივნე, ჩაიტარა ყველა ტიპის მკურნალობა, მათ შორის ქიმიოთერაპია და დღეს ბედნიერი დედიკოა! ❤️

🎈ქეთო - რომელიც მართლა ძალიან მაგარი გოგოა, 6 წლის წინ დაამარცხა მე-3 სტადია და დღეს ისევ საოცარი ხალისიანი განწყობით ებრძვის აგრესიული ფორმის სიმსივნეს, რომელსაც მალე მოუღებს ბოლოს! ❤️

🎈 ქალბატონი ლეილა - რომელმაც 1 სტადიის სიმსივნეს აჯობა! ❤️

🎈ნათია - რომელიც პირადად ჩემთვის აღმოჩნდა უდიდესი მაგალითი, როგორ შეიძლებოდა ყოჩაღად შევხვედროდი ყველაფერს! ❤️

🎈თეონა - რომელმაც მე-2 სტადიის სიმსივნე მოიტოვა უკან! ❤️

🎈ხათუნა - რომელმაც ასევე მე-2 სტადიის სიმსივნეს აჯობა თავისი ლაღი განწყოით! ❤️

🎈 ქალბატონი მარინა - რომელიც 2019 წლიდან ამ ბრძოლაშია, მშვენივრად გრძნობს თავს და თავისი სილაღით მეც გვერდით მიდგას მუდამ! ❤️

🎈 ქალბატონი ლელა - ჩემთვის უცნობი სასიამოვნო ქალბატონი, რომელმაც მე-2 სტადიის სიმსივნე მოიტოვა უკან! ❤️

ჩემი გულწრფელი მადლობა თითოეულს, რომ ამყევით ამ წამოწყებაში! ❤️

ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენი მაგალითით შევძლოთ იმ ადამიანების გამხნევება, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება! 💜

ჯანმრთელობა და წყალობა მოგვმადლოს ღმერთმა თითოეულ ონკოპაციენტს! 💜

მიყვარხართ და მიგულეთ თქვენს გვერდით! 💜

სიყვარულით, თქვენი ნატალია 🫶🏻

#ანბანელა #ონკოპაციენტებისგვერდით #ვარდისფერიოქტომბერი #გულიდანგულში

Address

ქავთარაძის ქუჩა
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Anbanela • ანბანელა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share