Festival nights ignite the soul of music lovers, crafting unforgettable memories that echo long after the final beat. დეკოდერი 2017 წელს დაფუძნდა როგორც ელექტრონული მუსიკის და ციფრული ხელოვნების ფესტივალი. საფესტივალო ღამეზე მოწვეული პირველი არტისტი, Nicola Jaar იყო, რომელმაც ახალი მუსიკალური კონცეფცია სფეისჰოლის სცენაზე წარმოადგინა.
დეკოდერის მიზანი თბილისში ისეთი შემსრულებლების მოწვევაა, რომლე
ბიც განსაკუთრებით აქტუალურები არიან კონკრეტულ წელს. შვიდი წლის მანძილზე, ფესტივალმა ელექტრონული მუსიკის ისეთ ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიც არიან Peggy Gou, Amelie Lens, Black Coffee, Richie Hawtin, Solomun, Charlotte De Witte.
ამ დროის განმავლობაში დეკოდერმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საფესტივალო ღამეების სერიამ, რომელიც აქტუალურ არტისტებს და მაღალი ხარისხის ორგანიზებას სთავაზობს თბილისს და ქალაქის სტუმრებს.
2022 წლიდან დეკოდერმა ბინა კუს ტბაზე დაიდო და ღონისძიებებს ცისკარის ორ ტერასაზე მართავს. გასულმა სეზონმა და ახალმა სივრცემ, ფესტივალს ახალი სიცოცხლე და კონტექსტი შესძინა.
ამ ტალღის გაგრძელებას დეკოდერი გეგმავს 2023 წლის სეზონზე, რომელიც ივნისიდან-სექტემბრამდე გაგრძელდება და წლის ყველაზე აქტუალურ შემსრულებლებს კუს ტბაზე უმასპინძლებს.