30/01/2026
ვერაფერი შეედრება და ვერ შეცვლის ბავშვობის მეგობრებს... უხილავი ძაფებით სამუდამოდ ერთმანეთთან დაკავშირებულ თბილ გულებს. მონატრებას, რომელიც სხვას არ გავს... დროში დაბრუნების სურვილს... სულ სხვა გაზაფხულის სურნელს...
რამდენი უღრუბლო წუთი...
რამდენი უდარდელი ღიმილი...
რამდენი გულწფრელი გული...
რამდენი საერთო მოგონება...
ცხოვრებას ყველა თავისი გზით მიყავს დაუკითხავად და ვერც კი ხვდები როდის გაიყო ბილიკები. შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ ერთმანეთს ვერ შეხვდეთ, მაგრამ ყოველ მათ გახსენებაზე ცრემლნარევი ღიმილი დაგიფარავს სახეს...
არავის ისე არ შესტკივა გული შენზე, როგორც შენი ბავშვობის მეგობარს.ეს ისეთი მკიცე კავშირია, რომელიც არასოდეს გაცივდება, არ გაწყდება და არ დაიკარგება... არ გახდება მეორეხარისხოვანი.
🍀(ნახატი გაყიდულია)