23/06/2023
🎍🎍🎍დღეს ერთი წელი გახდა მას შემდეგ რაც პირველად ფუნჯს შევეხე და ხატვას ვცდილობ…
🎨🌅🌅ხან კარგად, ხან ცუდად გამომდის, მაგრამ თქვენ მუდმივად მამხნევებთ, მახალისებთ და გვერდით ხართ…
მომწონს და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ხატვის პროცესი…
მოვსინჯე აკრილი, წყლის საღებავი და ასევე დეკორატიული ხატვის სხვადასხვა ტექნიკები…
ტილო, ქაღალდი და მუყაოა ძირითადი სამუშაო სივრცეები…
ვერ ვრისკავ ზეთის საღებავს, არადა ვხვდები, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ზეთს…
☀️☀️☀️ზაფხულს მოუთმენლად ველოდები, რომ მეტი თავისუფალი დრო მქონდეს და ყოველ დღე ვხატო…
გიზიარებთ ჩემს პირველ ორ ნახატს, რომელიც შარშან ამ დროს დავხატე.
💭💭💭💭ვხვდები, რომ ბევრი რამ
ვისწავლე ამ ერთი წლის მანძილზე , თუმცა მეტიც შეიძლებოდა…