27/03/2026
20 Steps წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმ “როცა ზღვა იყო მშვიდი / When the Sea Was Calm”. რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი, პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა. "როცა ზღვა იყო მშვიდი" შეირჩა Annecy International Animation Film Festival -ის მთავარ კონკურსში.
https://www.annecyfestival.com/en/the-festival/official-selection/short-films/short-films-official/when-the-sea-was-calm
Annecy წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ანიმაციურ პლატფორმას, ხოლო მთავარ კონკურსში მოხვედრა უმაღლესი საერთაშორისო აღიარებაა.
ფილმის მოკლე შინაარსი:
სოხუმი, ომის წინ ბოლო ზაფხული. 13 წლის ბიჭი პირველად განიცდის სიყვარულს. წლების შემდეგ, ის ბრუნდება ქალაქში, სადაც ბავშვობა ომმა დაასრულა.
-----------------------------------------------------------------
განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც წლების განმავლობაში, მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, ამ პროექტის გვერდით იდგნენ და მის საბოლოო ხარისხსა და ფორმირებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს:
ლევან კუხაშვილი, დათო კობახიძე, ვაკო აგლაძე, ლანა კიკნაძე, მარინა იაკობიძე, სოფო ხოპერსკა, იოანე ტყეშელაშვილი, სანდრო ქათამაშვილი.
ასევე დიდ მადლობას ვუხდით ინსტიტუციებსა და პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ამ ფილმის წარმოება შეუძლებელი იქნებოდა:
GNFC - Georgian National Film Center, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი, საქართველოს კინოაკადემია/Georgian Film Academy, Caucasian Film Service, Animatory, Heima Production