10/09/2026
თბილისის N162 სკოლასთან არსებული, ქართული ცეკვების შემსწავლელი 4 წლიანი სტუდია “ივერიელები” აცხადებს დამწყები მოცეკვავეების მიღებას
📢 სტუდიაში მიიღებიან გოგონები და ბიჭები 5 დან 12 წლის ჩათვლით.
📢 პირველი კურსის მოცეკვავეების გაკვეთილები ჩატარდება შაბათს და კვირას, 12 საათიდან, (დღეში ორი აკადემიური საათი)
📢 შემოკლებით გაგაცნობთ ჩვენი სტუდიის სწავლების პროგრამას:
📢 პირველ კურსზე, დამწყები მოცეკვავეები, პროგრამის მიხედვით ისწავლიან მოხდენილ სიარულს და ტანის სწორად დაჭერას, გაიმაგრებენ მოცეკვავისათვის საჭირო ფეხის, ხერხელმის და ხელების კუნთებს, ისწავლიან სწორად სუნთქვას, გაიუმჯობესებენ რიტმს და სმენას ცეკვის მუსიკების მიმართ, შეისწავლიან ცეკვებს “დავლურს” და “ქართულს”.
📢 მეორე კურსიდან დაემატებათ სარეპეტიციო ერთი დღე და ჩაუტარდებათ კვირაში 6 აკადემიური საათი, შეისწავლიან “აჭარულს” და “აფხაზურს”.
📢 მესამე კურსზე ისწავლიან “მთიულურს” და “სვანურს”.
📢 სტუდიის დამამთავრებელ მეოთხე კურსზე დაეუფლებიან “რაჭულს”, “ოსურს” და “ხორუმს”, და ჩაუტარდებათ თეორიული ლექციები მსახიობის ოსტატობაში.
📢 სტუდიის დამთავრების შემდეგ მოცეკვავეს თუ სურს გახდეს პროფესიონალი და წარსდგეს სცენაზე მაყურებლის წინაშე, ჩაირიცხება ანსამბლში.
📢 აქვე მინდა გაცნობოთ, არის შემთხვევები, როცა ბავშვი დადიოდა ცეკვაზე სტუდიაში, ან ცეკვის წრეში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით შეწყვიტა სიარული,- გაუცდა რამდენიმე წელი, ასეთ ბავშვებს ჩვენი სტუდია აძლევს შანსს, რომ გააგრძელოს სწავლა ჩვენთან, შესაბამის კურსზე.
📢 მოგახსენებთ რომ, ჩვენს სტუდიაში მუშაობენ პროფესიონალი პედაგოგ-ქორეოგრაფები, რაც ბავშვთა უფლებების დაცვის გარანტიაა.
📢 ჩვენი შეხვედრა ბავშვებთან და მშობლებთან დანიშნულია 2026 წლის 19 და 20 სექტემბერს,- 12 საათზე.
📢 პირველი - ორი გკვეთილი უფასოა, მონრძანდით, დაგვესწარით!
📢 ამჟამად ჩვენი მისამართია: ჩიქოვანის ქუჩა 26 N195 საჯარო სკოლა, სააქტო დარბაზი.
📢 დამატებით დეტალებზე დაგვირეკეთ, ან ვისაუბროთ შეხვედრისას.
555 18 46 46 თამუნა
599 17 14 83 რეზო