Shop LME

Shop LME Family Handmade
იქ სადაც სიყვარულია, იქმნება სი

ასეთ სილამაზე სანათებს და თაროებს ამზადებს ოქროსხელება გოგონა 👸 ✅100%უსაფრთხო და ნატურალური მასალისგან უმაღლესი ხარისხის...
27/02/2020

ასეთ სილამაზე სანათებს და თაროებს ამზადებს ოქროსხელება გოგონა 👸 ✅100%უსაფრთხო და ნატურალური მასალისგან უმაღლესი ხარისხის საღებავებით, გაულამაზეთ თქვენს პატარას კუთხე ჩვენი ფერადი
პროდუქციით👶🏻❤️
🏘მისამართზე მიტანა თბილისის მაშტაბით საფასურს დაემატება 5ლარი
Ⓜ️მეტრო სადგურებთან მიწოდება უფასოდ
🛂რეგიონებში ვაგზავნით ფოსტით

☆ ყველაზე პატარებისთვის და ყველაზე საყვარლებისთვის ♡
09/02/2020

☆ ყველაზე პატარებისთვის და ყველაზე საყვარლებისთვის ♡

• ჩვენი ხელნაკეთი ჩანთები 💜🤗• თბილმა ზამთარმა შექმნა  🌟💙• ფერადი გაზაფხულისთვის ♥️🌺🔶 ფასებთან დაკავშირებით მოგვწერეთ პირ...
02/02/2020

• ჩვენი ხელნაკეთი ჩანთები 💜🤗
• თბილმა ზამთარმა შექმნა 🌟💙
• ფერადი გაზაფხულისთვის ♥️🌺
🔶 ფასებთან დაკავშირებით მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში❣️
👸სიყვარულით 💜 LME Moms club 😍

LME Moms Club - LME shop project - მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს ყველა ხელოვან დედას, რომლებსაც შეუძლიათ შექმნა...
18/01/2020

LME Moms Club
- LME shop project - მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს ყველა ხელოვან დედას, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ხელნაკეთი ნივთები, დეკორაციები, იციან ქსოვა, კერვა, ყველაფერი შეუძლიათ აკეთონ სახლში და თან ყველაზე დიდი დრო გაატარონ თავიანთ საყვარელ შვილებთან. პროექტის მიზანია დავაბრუნოთ დედა ოჯახში, სადაც ის აღზრდის თავის შვილებს და ყველაზე ძვირფას დროს დაუთმობს მათ. იმისათვის რომ უფრო და უფრო მეტმა დედამ შეძლოს თავისი ბიზნესის კეთება სახლიდან გაუსვლელად, ჩვენი კლუბის წევრები მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათ საკუთარი ნიჭის აღმოჩენაში და რეალიზებაში. კლუბის სახელით დაიდება დედების ხელნაკეთი ნამუშევრები და თითოეული გაყიდული ნივთის ღირებულების 10 % გადაირიცხება დედების ფონდში. ფონდი დახმარებას გაუწევს იმ დედებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა და ფეხზე დაყენება.

✨ ჩვენი ხელნაკეთი სოფლის სახლი ✨🤗⛄🎄 ✅ შესაკვეთად და დეტალებზე მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
27/12/2019

✨ ჩვენი ხელნაკეთი სოფლის სახლი ✨🤗⛄🎄

✅ შესაკვეთად და დეტალებზე მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

✨ შეხვდით ახალ 2020 წელს ჯადოსნურად, ჩვენს ჯადოსნურ სახლთან ერთად. 🧚💫 აავსეთ თქვენი ოჯახი სასწაულებით. 💜🤗 ოცნებები ყოველ...
27/12/2019

✨ შეხვდით ახალ 2020 წელს ჯადოსნურად, ჩვენს ჯადოსნურ სახლთან ერთად. 🧚
💫 აავსეთ თქვენი ოჯახი სასწაულებით. 💜
🤗 ოცნებები ყოველთვის სრულდება. 💜

✅ შესაკვეთად და დეტალებზე მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

22/12/2019

✨ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება 🎄 შეიქმენით განწყობა ჩვენთან ერთად 🎀

ლეგენდა ნაძვის ხეზე 🎄  "როცა პატარა იესო დაიბადა და ღვთისმშობელმა ჩვილი ბაგაში თივაზე მიაწვინა, ზეციდან ანგელოზები ჩამოვ...
18/12/2019

ლეგენდა ნაძვის ხეზე 🎄

"როცა პატარა იესო დაიბადა და ღვთისმშობელმა ჩვილი ბაგაში თივაზე მიაწვინა, ზეციდან ანგელოზები ჩამოვიდნენ მის სანახავად. დაინახეს უბრალო და ღარიბული მღვიმე და ერთმანეთს უჩურჩულეს: იესოს მღვიმეში, უბრალო ბაგაში სძინავს! ეს შეუძლებელია! უნდა მოირთოს აქაურობა რაც შეიძლება ლამაზად, მდიდრულად: აქ ხომ თვით ღმერთს სძინავს!

და აი, ერთი ანგელოზი გაფრინდა სამხრეთისკენ, რომ ეპოვნა რამე სამშვენისი მღვიმის მოსართავად. სამხრეთში ხომ მუდამ თბილა და ყვავილები განუწყვეტლივ ყვავიან.

ანგელოზმა დაკრიფა სისხლივით წითელი ვარდები, თოვლივით თეთრი ზამბახები, მხიარული სუმბულები, ნაზი მიმოზები, მაგნოლიები, კამელიები, მოწყვიტა რამდენიმე მსხვილი, ყვითელი ლოტოსიც და მღვიმეში მიიტანა.

მეორე ანგელოზი კი ჩრდილოეთისკენ გაფრინდა. იქ იმ დროს ზამთარი იდგა. მინდვრები და ტყეები თოვლს დაეფარა და ერთი ყვავილიც არ ყვაოდა.

დაღონებული ანგელოზი უკან დაბრუნებას აპირებდა, როცა უცბად თვალი მოჰკრა ერთ მწვანე ხეს, რომელიც თოვლიდან ნაღვლიანად გამოიყურებოდა.
ანგელოზი შეჩერდა და გაიფიქრა: მერე რა მოხდა, რომ ეს ხე ასე სადაა; დაე, ამანაც, ამ ერთადერთმა ჩრდილოეთის მცენარემ, ნახოს პატარა ღმერთიო და თან წამოიღო თავმდაბალი, მწვანით მოსილი ნაძვი.

რა ლამაზად, რა საოცრად იცვალა ფერი მღვიმემ, როცა ყვავილებით მოირთო! ანგელოზები გაკვირვებით ჩასცქეროდნენ იესოს და ამბობდნენ: სუ, ჩუმად, სძინავს!

პატარა ნაძვის ხე პირველად ხედავდა ამისთანა მშვენიერ ყვავილებს და ნაღვლიანად ამბობდა:
- ოჰ, რად ვარ ასე სადა და ულამაზო? რა ბედნიერი უნდა იყვნენ ეს ყვავილები! მე კი ვერ გავალამაზებ აქაურობას ამ დიდებულ სადღესასწაულო დღეს... - და მწარედ, მწარედ ატირდა.

როცა ღვთისმშობელმა დაინახა, შეებრალა და გაიფიქრა: დღეს ყველა კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყოს; ცოდვაა, ეს პატარა ხე ნაღვლობდეს!..
და ალერსიანად გაუღიმა, ხელი გააქნია... და მოხდა სასწაული: ზეციდან ნელა დაეშვა ბრწყინვალე ვარსკვლავი და ნაძვის კენწეროზე დაესვენა. მას თანდათან სხვა ვარსკვლავებიც მოჰყვნენ. გაშუქდა და კიდევ უფრო გამხიარულდა მღვიმე!

ამ სინათლისგან გამოეღვიძა პატარა იესოს და გაჩირაღდნებულ ნაძვის ხეს მხიარული სიცილით გაუწოდა ხელები.
ყვავილები კი გაკვირვებულნი შესცქეროდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ:
- რა მშვენიერი და ლამაზი გახდა ნაძვი, ჩვენც კი გვჯობიაო.
ბედნიერი ნაძვის ხე მადლიერი შეჰყურებდა ღვთისმშობელ მარიამს, რომლის მზრუნველ და მოსიყვარულე თვალს უბრალო ხეც კი არ გამოჰპარვია."

🧡 საახალწლოდ მორთული დეკორატიული ბუხარი 🧡 🧚მხოლოდ ჩვენთან მზადდება ის რაც უხდება თქვენს სახლს და ის რაც გამოგარჩევთ თქვე...
15/12/2019

🧡 საახალწლოდ მორთული დეკორატიული ბუხარი 🧡 🧚მხოლოდ ჩვენთან მზადდება ის რაც უხდება თქვენს სახლს და ის რაც გამოგარჩევთ თქვენ ✨ ✔️ის ერთადერთია და მას ჩვენ ვამზადებთ 💌 შესაკვეთად და დეტალებზე მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

#ხელნაკეთი #ხელნაკეთობები #ხელნაკეთიბუხარი
#სტარტაპი #აწარმოესაქართველოში #აწარმოექართული #ახალიწელი #ახალიწელი2020 #დამზადებულიასიყვარულით

✨შეიქმენით ყველასგან გამორჩეული საახალწლო გარემო, ჩვენი ყველასგან გამორჩეული საახალწლო გვირგვინით✨✅იყიდე ხელნაკეთი✅იყავი...
15/12/2019

✨შეიქმენით ყველასგან გამორჩეული საახალწლო გარემო, ჩვენი ყველასგან გამორჩეული საახალწლო გვირგვინით✨

✅იყიდე ხელნაკეთი
✅იყავი რჩეული

🤗 დეტალებზე მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ♥️♥️♥️

🤗 აი ასე გამოიყურება ჩვენი ყველაზე პატარა ხელნაკეთი საახალწლო გვირგვინი. ✨ დამზადებულია დიდი გულითა და სიყვარულით 💚 ✅ შე...
15/12/2019

🤗 აი ასე გამოიყურება ჩვენი ყველაზე პატარა ხელნაკეთი საახალწლო გვირგვინი.

✨ დამზადებულია დიდი გულითა და სიყვარულით 💚

✅ შესაკვეთად და დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.⛄🎄

✅ხარისხი და დახვეწილობა ჩვენი სავიზიტო ბარათია. 💜 ხელნაკეთი ბუხარი.🧚ვამზადებთ შეკვეთით.📍დეტალებზე მოგვწერეთ პირად შეტყობ...
13/12/2019

✅ხარისხი და დახვეწილობა ჩვენი სავიზიტო ბარათია.
💜 ხელნაკეთი ბუხარი.
🧚ვამზადებთ შეკვეთით.
📍დეტალებზე მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Shop LME posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share