ჩემი პოეზია

ჩემი პოეზია ვინ იცის იქნებ ღმერთი ერთ-ერთი ჩვენთაგანია.

თუკი სიყმაწვილეს ქარებს შემოარტყამ,მთათა ზედაპირზე ფოთლად დაგიყოლებს,ვარდის სილამაზეს სუნთქვად გაჩუქებს დაშენს ფერად ფიქ...
16/02/2025

თუკი სიყმაწვილეს ქარებს შემოარტყამ,
მთათა ზედაპირზე ფოთლად დაგიყოლებს,
ვარდის სილამაზეს სუნთქვად გაჩუქებს და
შენს ფერად ფიქრებს სიზმრად მოაყოლებს.

შენ კი სინათლისფერ ცაში აგიტაცებს,
შენც კი სიყვარულთან მოკვდავთ დაგატოლებს,
მერე ჩემს დარდისფერ სახეს განახებს და
მე შენს ყავისფერ თვალებს ჩამახუტებს.

თუკი სიბნელეში ბზარებს დაინახავ,
თუკი გახუნებულ კედლებს შეეხები,
იცოდე ქალაუ ჩემო ნატვრისთვალავ,
ჩემი გულის ხარ და ტრფობა დაგაყოვნებს.
.......

ეს არის განთიად, ნისლიად მოსულ, სოფლის თავ ქვასთან დაესვენების, სიწმინდის ფიქრად, ხელებ დასისხლულს, მხოლოდ განჟლეტა მოეჩ...
22/12/2024

ეს არის განთიად, ნისლიად მოსულ, სოფლის თავ ქვასთან დაესვენების,
სიწმინდის ფიქრად, ხელებ დასისხლულს, მხოლოდ განჟლეტა მოეჩვენების,

თორმეტი ერო სისხლად გარდიღო, თორმეტჯერ რწმენით ან მოჩვენებით,
თორმეტი მტვერი სიწმინდისა სწამს,
ეხლა აქ ჩვენთან მოესვენების.

უცებ წამოდგა, ფეხები იგრძნოს, მარდად სვლისაკენ მოებიჯების,
ფეხის ხმა ესმის, თუმცა ღა რატომ? ვიღაცა უცხოდ მოედინების.

ხელში მახვილ ვგრძნობ, გულში სიმკვრივეს, ბადალიც არ მყავს თუ მელხინების,
იფიქრა მკვდარმა თუ არა მიყო ცოცხალი რაღაზედ შემეცილების.

გაშიშვლდა მარდად, ხელები იყო, სისხლისგან სუფთად თან მოთმინებით,
არდათმო არცთუ არცერთი წამი, რომ სულ კეთილად წარერჩინების.

უცებ ხმა მოხვდა, მოსული იყო, ის ვინც გზადაგზა ჯამაგირდების,
პურის საძებრად სხვა სოფელ მოსულს წინ თვით ეშმაკი განებივრდების,

ვითომ სულ ისე არა მინდოდა, და სულ შემთხვევით გამოსცილდების,
თავის ძირ გასულ კომებში ვიყავ და შენი ძალა არ მეპირების,

ასე მიუგო მოსულს ჩოქებად, ოღონთს ნუღა მსდევ და მეტირების,
არა მოგკლავდი, ძალა დამადგი, ეხლა იმქვეყნად არ გეპირების.

- რაა? მიუგო ფარდად ნიავში, იქნებ გზიდანვე ჩამეცილები,
2 დღე მშიერ გზადა გზა სოფელ, მხურვალე თხოვნით დავეტირები,

აგერღა ნათელს, სოფელი მოსჩანს, დიაცი წყალსაც კი მიეზიდების,
იქნებ ლუკმაპურ აღარ აყოვნოს, იქნებ შიმშილიც მიმევიწყების.

მაშ შენ არახარ, იფიქრა მან, თუკი რამ რამე არ გეჯიბრები,
მაგრამ მონა ხარ და მტერ ყოფილხარ ვითარც ყოველი დედამიწელი.

ამდენ ფიქრებში გაასწრო, ამდენ შიმშილში მომხდურმა,
პირველსვე სახლთან შესდგა და ტანით ღობეზე მოდუნდა.

გამცემს, როგორც კი შევა, იტყვის გზადრარამ მოსულათ,
თუკირამ სხვაზე არასთქვა ჩემსასაც იტყვის მონურად.

მახვილ ხელად მაქვს სიბნელის, ბედიც ჩემია ლხენადა,
თუკირამ რამე ვისურვო, უნდ კი ვიხდინო მტერადა.

გაქანდა, მწარე მახვილით, შიგ გულში უნდა ემარხა,
შეშინდ დიაცმა იკივლა, თვალებხელ მუხლებს
ეფარდა,

კაცმან გაიგო, ცოდვამან, მის ქალ გასაჭირ სწვევია,
ასეთი შანსი რომ მოჰკვდეს, ტრფობისთვის სანატრელია.

ხმალ გამაიღო ცეცხლიდან, ფოლადი ჯერაც ცხელია,
უაბჯროდ ფეხი გადმოსდგა, ტანთ ჯაფას მონატრებია,

ეჰეი შენე მტარვალო, რად გვემტერები გზნებადა,
სტუმარი ჩემთან მოსულა, მახვილ რადა გაქვს
ხელადა.

ჩემ კართან, თითიც არ ახლო, მან ის მასტუმრა ლხენადა.
ვის გაუგია რომ სტუმარ, გამაუგდიათ მტერადა.

შეცბა, იმწამში დაიბნეს, ვერც რამეს ფიქრობს ცბიერნის,
რა მოიფიქროს რაღა ქნას, ცა მაინც ჩამობინდების,

აქვე დავკრავ და ეგარის, მასპინძელ გამოისწრების,
მასაც მოვსპობ და მოვაშთობ, მაინც მტერივარ ქმნილების,

არათუ რამე არსებობს, შენს ნახელთ როგორ ვიქნების
ყველას მოვსპობ და შევმუსრავ ვინც შენ სახელზე მშვიდდების.

ნაბიჯიც დასცდა ცოდვილი, მაჯის მოქნევაც ძლიერის,
სულ ცოტა დარჩა მიზნამდე, გული ხმალს უმასპინძლდების,

იქვე იელვა მზის სხივმა, ირეკლავს რაღაც ძირძველი,
მასპინძელ მის ხმლით გადმოსდგა, სტუმარსა იცავს პირველი.

ნაპერწკალ დასცდა, ხელაღმა, მეორედ დაჰკრა მლიქვნელი,
ხელს უკან მიაცურებს და ოინს მიუხვდა ხმლისველი.

ხმალ ისე დაატრიალა, რომ დაიშორა მლიქვნელი,
მუხლქვე სირბილით დასცდა და ფრთა დაუტოვა შიშველი.

გაოგნდა ამას ნახულობს, ეს რა ჭრილობა მოუწყვეს,
სულ მოკვდუნებულ მბრძანებელს წელში მახვილი მოუკრეს.

Address

საქართველო
Tbilisi
0100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩემი პოეზია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category