Teona Moon

Teona Moon ჩემი პირველი LIKE გვერდი :)

 #შეშლილი  #ცრემლები #ზოზიასეს ვედრება შიშველი -მეუცხოვა მე გვიან,ღამე ვნებით შეშლილი,ყელზე გადამეხვია.თეთრი შუქი ინთება...
28/12/2023

#შეშლილი #ცრემლები
#ზოზიას

ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები.

1921
#ტერენტი #გრანელი

#შეშლილი #ცრემლები #ზოზიასეს ვედრება შიშველი -მეუცხოვა მე გვიან,ღამე ვნებით შეშლილი,ყელზე გადამეხვია.თეთრი შუქი ი...

28/12/2023

#საქართველო, #დედა ჩემი, გახდა #დედინაცვალი.

https://youtu.be/OhROecbbNS8

28/12/2023

#გეძებდი #ყველგან..

გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე
და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.
მე ყველაფერი გადავივიწყე,
არ არის ზეცა... არ არის ბინა.

არის ჩვენ შორის მთელი კედელი
და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.

ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:
არც მინდა შენი ყალბი ტახტები;
მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -
მტვერი იყავი, მტვერი გახდები.

არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,
მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,
აპოკალიპსის მძაფრი მხედარი
ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

#გალაკტიონ #ტაბიძე

https://youtu.be/Y6rl9smdNHA

 #გეძებდი  #ყველგან..  გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხედა მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.მე ყველაფერი გადავივიწყე,არ არ...
28/12/2023

#გეძებდი #ყველგან..

გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე
და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.
მე ყველაფერი გადავივიწყე,
არ არის ზეცა... არ არის ბინა.

არის ჩვენ შორის მთელი კედელი
და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.

ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:
არც მინდა შენი ყალბი ტახტები;
მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -
მტვერი იყავი, მტვერი გახდები.

არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,
მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,
აპოკალიპსის მძაფრი მხედარი
ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

#გალაკტიონ #ტაბიძე

#გეძებდი #ყველგან.. გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხედა მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.მე ყველაფერი გადავივიწყე,ა....

სიჩუმე და სიბნელეცეცხლი მსგავსია ჩემი ფიქრებისდა სადღაც მივსდევ ცისფერ ზმანებას.მოცემულ სხეულს ვერ ვურიგდები,მაგრამ ჩემი...
28/12/2023

სიჩუმე და სიბნელე

ცეცხლი მსგავსია ჩემი ფიქრების
და სადღაც მივსდევ ცისფერ ზმანებას.
მოცემულ სხეულს ვერ ვურიგდები,
მაგრამ ჩემია და მენანება.

სისხლი იქცევა, მე ვერ ვისვენებ,
ეს გული ისევ დაისრულია.
იქ მინდა, სადაც მეფობს სიბნელე,
სადაც არ ისმის ხმები სრულიად.

ეს უდაბნოა და მარტო მე ვარ,
(დგება ლანდივით დღე ნაწვიმარი).
ვიცი, სხეულმა რომ დამატყვევა,
ტანი – ციხეა, მე – პატიმარი.

1924
ტერენტი გრანელი (ლირიკა)

ტერენტი გრანელი (ლირიკა) სიჩუმე და სიბნელეცეცხლი მსგავსია ჩემი ფიქრებისდა სადღაც მივსდევ ცისფერ ზმანებას.მოცემ...

გალაკტიონს.ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდის...
28/12/2023

გალაკტიონს.

ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:

იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.

აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა:

იწვა გალაკტიონი – მოხუცს ბეჭი სტკიოდა.

ალბათ, შუბლიც სტკიოდა – მაინც, მეფურ იერით,

იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.

რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:

იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი –

იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.

დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა

და რაც ახლა ხდებოდა, – მისი ჟინი მართავდა…

ყვავილების მდინარეს რკინის კუბო მიჰქონდა,

იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა.

უცბად შავმოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები,

უცბად, მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები:

კონსტანტინე-ბატონთან ლეონიძეს იქ იდგა.

“რა ჰქნა?” – უმისამართოდ ჩიქოვანმა იკითხა.

“რა ჰქნა?” – ახლა ირაკლიმ თქვა და თავი დახარა, –

იმ დღეს ავად მენიშნა ეს ამდენი ჭაღარა…

სდუმდნენ დიდოსტატები, იდგნენ მხრების კანკალით,

დასწყებოდა მთაწმინდას საუკუნის სამკალი.

წინ გვიძღოდა სიკვდილით სივრცეების მხილველი,

მიდიოდა ამაყი და სიკვდილშიც პირველი.

იყო ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ტალახი,

იყო ფრთხილად გაჭრილი წმინდა ძვალთშესალაგი.

ალაგ სამხარ მიწაში იყო მარტის ამინდით

ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი.

რაღაც პეთეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,

იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ერთი-ორი სხვაც ჰყავდა, ვინც მშობლისთვის იბრძოდა,

მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა.

1968 წ.

#მურმან #ლებანიძე

#გალაკტიონსყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.აღმართ-აღმართ მდინარ.....

რაბინდრანათ თაგორი - მებაღე - დასავლეთიდან გადმოხვეწილი...
28/12/2023

რაბინდრანათ თაგორი - მებაღე - დასავლეთიდან გადმოხვეწილი...

#რაბინდრანათ #თაგორი - #მებაღე - #დასავლეთიდან #გადმოხვეწილი...

ბედისწერა.ყვავილები არ ჰყვავიან აღელვებულ ზღვაში,ისმის მარტო ზღვის სიმღერადა ტალღების ტაში.უდაბნოში არ იზრდებამიმოზები წ...
28/12/2023

ბედისწერა.

ყვავილები არ ჰყვავიან
აღელვებულ ზღვაში,
ისმის მარტო ზღვის სიმღერა
და ტალღების ტაში.

უდაბნოში არ იზრდება
მიმოზები წყნარი,
სიცხე დგას და ცხელ ქვიშაში
ღმუის მძაფრი ქარი.

სადაც სუფევს დემონების
ძალა ერთადერთი,
იცოდე, რომ იქ არასდროს
არ არსებობს ღმერთი.

ზღვას, უდაბნოს და დემონებს
ჩემი ბედისწერა
შეჩვევია და სიმღერა
მხოლოდ მათთან მჯერა.

გალაკტიონ ტაბიძე

პოეტი: გალაკტიონ ტაბიძე - ბედისწერამხატვარი: Nano-Nuki Qarseladzeკომპოზიტორი: ილია გვაძაბია https://www.facebook.com/Teona21Moon/ყვავილები არ ჰყვავ....

ფრთხილად!ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას,გული იგი არ დაინდობსშენს უმანკო ბედისწერას!ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდ...
28/12/2023

ფრთხილად!
ხელი არ შეახო
ჩემს დაფარულ გულის ძგერას,
გული იგი არ დაინდობს
შენს უმანკო ბედისწერას!

ფრთხილად, ფრთხილად!
დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა ცქერას
და ნუ ცდილობ თვალებიდან
საიდუმლოს გადაწერას.

საიდუმლო, რომლის ტკივილს,
განიცდიდა მარად გული,
საიდუმლო, რომლის სევდამ,
გადმომღვარა სინანული,
საიდუმლო, რომლის გესლი
სირცხვილივით მდევდა, მდევდა,
საიდუმლო, რომლის სიღრმეს
ვერ დაიტევს შენი სევდა!

ო, ამ მწარე საიდუმლომ
თავგანწირვა შექმნა მწარე,
და ამოსწვა ჩემი სული,
ერთხელ წმინდა, მოელვარე...
და ამოსწვა, სული,
მაგრამ შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს,
თვით დაიწვა და არ ვიცი,
ეხლა მახსოვს თუ არ მახსოვს?

მე არც ვნანობ, იგი მიღირს
თვით სიკვდილად, თვით სიკვდილად,
ჩემს დაფარულ გულის ძგერას,
ნე შეარხევ... იყავ ფრთხილად!

გალაკტიონ ტაბიძე

პოეტი: გალაკტიონ ტაბიძე - ფრთხილადკომპოზიტორი: ოთარ თაქთაქიშვილი - "პოემა"https://www.facebook.com/Teona21Moon/ფრთხილად!ხელი არ შეახო ჩე.....

*ორი ზარი*ღამით მივედი სასაფლაოზედა ვინახულე ძველი ტაძარი,ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე,ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი...
28/12/2023

*ორი ზარი*

ღამით მივედი სასაფლაოზე
და ვინახულე ძველი ტაძარი,
ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე,
ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი...
მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა,
ვისაც სძინავდა ცივ სამარეში,
ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი
ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში;
რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე,
და დღეს საფლავის ფარავდათ ლოდი,
მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით,
ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი...
და ქვესკნელიდან თითქო ამავ დროს
მიცვალებულთა რეკავდა ზარი,
და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩათ -
მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი.
კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით,
მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი,
შეერეოდა ცოცხალთ ძახილი
და მკვდართა მოთქმა უკანასკნელი...
და შუაში კი სიცარიელედ
ჩაბნელებული უფსკრული შავი
ბნელი თვალივით იცქირებოდა,
სამარადჟამოდ დაუნახავი...
და ორი ზარი საბედისწერო,
ერთმანეთისთვის მიუწვდომელი,
დაცინვა იყო, ვით ორი სული,
ვით ის ქვეყანა და ეს სოფელი...
და დიდხანს, დიდხანს ვისმენდი გუგუნს,
და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა...
მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი
მათ, ვინც ამაოდ მომიწოდებდა...

გალაკტიონ ტაბიძე

პოეტი: გალაკტიონ ტაბიძე - ფრთხილადMusic: Dark Piano - Sociopathhttps://www.facebook.com/Teona21Moon/ღამით მივედი სასაფლაოზედა ვინახულე ძველი ტაძარი,ფრთხ...

Address

Tbilisi

Opening Hours

Wednesday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Teona Moon posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Teona Moon:

Share

Category