24/06/2026
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო. დიდი მადლობა მას იმ მხარდაჭერისთვის რომელიც გაგვიწია ფესტივალის დაარსების პერიოდში და წლების მანძილზე გასაოცარ მასპინძლობას უწევდა ჩვენს გამორჩეულ სტუმარ -მუსიკოსებს, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ იმ უნიკალური მყუდრო და ამავე დროს გემოვნებიანი და დახვეწილი გარემოთი, რომელიც ხვდებოდათ საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi.
ბატონმა თემურმა შექმნა თავისი, შემოქმედებითი ფანტაზიით ხაზგასმული მიმართულება საქართველოს ტურისტულ ბიზნესში, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის სხვადსხვა რეგიონებში, გაზარდა უამრავი ახალგაზრდა კადრი, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას და ანვითარებენ მის იდეებს.
ძალზე დასანანია, რომ თემურ უგულავა🙌 ასეთ ადრეულ ასაკში წავიდა და ბევრი განუხორციელებელი განსაკუთრებული იდეა დატოვა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მისი წამოწყებული საქმე არ შეფერხდება და აუცილებლად გაგრძელდება Adjara Group-ის მეთაურობით.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც მისი ფრთის ქვეშ მუშაობდნენ ათწლეულების განმავლობაში. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული 🙌💔
RIP Mr. Temur Ugulava, the founder of the business holding Adjara Group, which is the owner of Rooms Tbilisi Hotel, the unique host of our guest musicians from all over the world. We would like to express our deep gratitude for the support that he suggested at the beginning stage of the Djansug Kakhidze International Music Festival and send our condolences to his family, friends, and collaborators who might continue his work and fulfill his great ideas.🙌💔