Creative Collective Spectrum

Creative Collective Spectrum Spectrum is a creative collective of artists, researchers and publicists to study, analize and elabo

On 1st August, 22:00, at Klara, we invite you to the exceptional live performance of Tbilisi-based musician, vocalist, c...
30/07/2024

On 1st August, 22:00, at Klara, we invite you to the exceptional live performance of Tbilisi-based musician, vocalist, composer, and writer Aine Merme, the alias of Natuka Natsvlishvili. Renowned for her unconventional approach to composition, she often adheres to classical song structures while boldly exploring the limits of harmony with multi-layered, intense melodies and subtly nuanced phrases. Aine Merme constantly pushes the boundaries of instrumental roles, focusing primarily on playing and composing music for the guitar. She'll be joined by the fellow guitarist, Nika Gabadze on stage.

დღეს, 14 ივლისს, საღამოს 20:00 საათზე, გეპატიჟებით თანამედროვე ქართული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომად...
14/07/2024

დღეს, 14 ივლისს, საღამოს 20:00 საათზე, გეპატიჟებით თანამედროვე ქართული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის კითხვის საღამოზე “ვინ მოკლა ჩაიკა?”, რომელიც ავანგარდულ ბარ KLARA-ში გაიმართება.

“წარმოიდგინეთ, რომ სულ იატაკქვეშეთში ხართ. გაგი­ხარდებოდათ? არც ისე, ხომ? არც ელისაბედს უხაროდა. მას სიხარული უნდოდა, ცეკვა, შორეული მოგზაურობები უხაროდა და სანდროს გაკეთებული სპაგეტი. ამიტომ იყო ჩაიკა. იმ კაცებთან ერთად იყო, ვისაც ის უყვარდა და ვინც მას უყვარდა. ბედნიერი ქალი იყო…”

“ვინ მოკლა ჩაიკა?” ანა კორძაია-სამადაშვილის მეორე რომანია, რომელსაც ფართო გამოხმაურება და საუკეთესო კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

KLARA-ში, ავტორთან ერთად, ნაწარმოებს წაიკითხავს ქართული გეი აქტივიზმის პიონერი, პაატა საბელაშვილი, საღამოს მოდერაციას გაუწევს მწერალი ზურა აბაშიძე.

Klara Bar
ია კარგარეთელის ქ. N1

გეპატიჟებით ლონდონში დაფუძნებული ქართველი ფოტოგრაფის, Marika Kochiashvili-ის პირველ პერსონალურ გამოფენაზე "რო გავიზრდები...
18/03/2024

გეპატიჟებით ლონდონში დაფუძნებული ქართველი ფოტოგრაფის, Marika Kochiashvili-ის პირველ პერსონალურ გამოფენაზე "რო გავიზრდები გაკოცებ", სადაც დამთვალიერებლის წინაშე პირველად წარმოჩნდება მისი კერამიკული ნამუშევრები. პარასკევს, 22 მარტს, 19:00 საათზე საათზე, ახალი ნარატივების გალერეაში (მის: #2 ია კარგარეთელის ქ.) გამოფენის კურატორია Elene Pasuri

When I Grow Up I’m Gonna Kiss You - Marika Kochiashvili Solo Exhibition

წიგნის "ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" ხელმისაწვდომი ეგზემპლარების რაოდენობა სრულად ამოწურულია. "შემოქმედები...
11/03/2024

წიგნის "ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" ხელმისაწვდომი ეგზემპლარების რაოდენობა სრულად ამოწურულია. "შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი" მუშაობს ახალ ტირაჟზე, რომლის გავრცელების შესახებ ინფორმაციას უახლოს პერიოდში შეგატყობინებთ. მადლობა მკითხველს ასეთი ინტერესისთვის და თითოეულ ადამიანს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს, ვინც კრებულის გამოცემა შესაძლებელი გახადა.

პრეზენტაცია გაიმართება დღეს, 19:30 საათზე, “არტარეას” სახელოვნებო სივრცეში. იხილეთ სრული განცხადება.
06/03/2024

პრეზენტაცია გაიმართება დღეს, 19:30 საათზე, “არტარეას” სახელოვნებო სივრცეში. იხილეთ სრული განცხადება.

მნიშვნელოვანი განახლება დღეს, 6 მარტს, წიგნის “ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” დაგეგმილ პრეზენტაციასთან დაკავშირებით. როგორც იცით, წიგნის შემოქმედებითი ჯგუფისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ღონისძიება დათქმულ დროს გამართულიყო სახელოვნებო ინსტიტუციის კედლებში. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით იმ სივრცეებს და ორგანიზაციებს, რომელმაც ჩვენი განცხადების შემდეგ გამოთქვა მხარდაჭერისა და კრიტიკულ დროს გვერდში დგომის სურვილი.

ამ განცხადებას ასევე გამოეხმაურნენ “აჭარა ჯგუფის” წარმომადგენლები, რომლებმაც გამოთქვეს ინიციატივა, თავად გამოეყოთ “არტარეას” სახელოვნებო სივრცე, სადაც უზრუნველყოფდნენ მის სრულად აღჭურვას, რათა შესაძლებელი გამხდარიყო დაგეგმილი ღონისძიების დროულად, დაცულად, და სრულყოფილად ჩატარება.

ჩვენთვის პრინციპულადვე მნიშვნელოვანია, რომ სისტემის მზარდი პოპულისტური ჰომოფობიური რიტორიკისა და წნეხის ფონზე, არ დაგვეშვა ღონისძიების გაუქმება ან გადატანა ისეთ ადგილას, რომელიც სრულად ვერ პასუხობს წიგნის პრეზენტაციის კონცეფციას, და ამასთან ერთად, არ დაგვეშვა პრეცედენტი, სადაც ხელოვნება ცენზურას ექვემდებარება.

სასიხარულოა ფაქტი, რომ ჩვენს საზოგადოებაში, როგორც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, უამრავ ჯგუფსა და ინდივიდს, ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებს აქვთ მზაობა, არ დაუშვას კრიტიკული ხმის ჩახშობა და შეძლოს სოლიდარული გაერთიანება გამოწვევების წინაშე.

სწორედ ამიტომ, ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში. წიგნის პრეზენტაცია გაიმართება დღეს, 6 მარტს, 19:30 საათზე, სახელოვნებო სივრცეში “არტარეას” ტერიტორიაზე.

მნიშვნელოვანი განახლება დღეს, 6 მარტს, წიგნის “ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” დაგეგმილ პრეზენტაციასთან დაკავ...
06/03/2024

მნიშვნელოვანი განახლება დღეს, 6 მარტს, წიგნის “ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” დაგეგმილ პრეზენტაციასთან დაკავშირებით. როგორც იცით, წიგნის შემოქმედებითი ჯგუფისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ღონისძიება დათქმულ დროს გამართულიყო სახელოვნებო ინსტიტუციის კედლებში. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით იმ სივრცეებს და ორგანიზაციებს, რომელმაც ჩვენი განცხადების შემდეგ გამოთქვა მხარდაჭერისა და კრიტიკულ დროს გვერდში დგომის სურვილი.

ამ განცხადებას ასევე გამოეხმაურნენ “აჭარა ჯგუფის” წარმომადგენლები, რომლებმაც გამოთქვეს ინიციატივა, თავად გამოეყოთ “არტარეას” სახელოვნებო სივრცე, სადაც უზრუნველყოფდნენ მის სრულად აღჭურვას, რათა შესაძლებელი გამხდარიყო დაგეგმილი ღონისძიების დროულად, დაცულად, და სრულყოფილად ჩატარება.

ჩვენთვის პრინციპულადვე მნიშვნელოვანია, რომ სისტემის მზარდი პოპულისტური ჰომოფობიური რიტორიკისა და წნეხის ფონზე, არ დაგვეშვა ღონისძიების გაუქმება ან გადატანა ისეთ ადგილას, რომელიც სრულად ვერ პასუხობს წიგნის პრეზენტაციის კონცეფციას, და ამასთან ერთად, არ დაგვეშვა პრეცედენტი, სადაც ხელოვნება ცენზურას ექვემდებარება.

სასიხარულოა ფაქტი, რომ ჩვენს საზოგადოებაში, როგორც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, უამრავ ჯგუფსა და ინდივიდს, ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებს აქვთ მზაობა, არ დაუშვას კრიტიკული ხმის ჩახშობა და შეძლოს სოლიდარული გაერთიანება გამოწვევების წინაშე.

სწორედ ამიტომ, ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში. წიგნის პრეზენტაცია გაიმართება დღეს, 6 მარტს, 19:30 საათზე, სახელოვნებო სივრცეში “არტარეას” ტერიტორიაზე.

გატყობინებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას წიგნის “ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” დაგეგმილი პრეზენტაციის შესახებ, ...
04/03/2024

გატყობინებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას წიგნის “ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” დაგეგმილი პრეზენტაციის შესახებ, რომელიც უნდა გამართულიყო 6 მარტს, “აჭარა ჯგუფის” მფლობელობაში არსებული სასტუმრო Stamba Hotel შენობაში განთავსებულ Tbilisi Photography & Multimedia Museum-ში. დაგეგმილ პრეზენტაციაზე არაერთი მცდელობის მიუხედავად აბსურდული მიზეზებით უარი გვეთქვა.

გამოცემა, რომელზე მუშაობაც თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, XX-XXI საუკუნის ქართულ ხელოვნებაში ქვიარ ხედვების მრავალფეროვნებას იკვლევს და ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარსა და სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აპირებს დაიწყოს კანონის განხილვა ე.წ “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვის შესახებ. აღნიშნული კანონი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ყველაზე მკაცრად რუსეთში, სადაც მისი ინიციირება რამდენიმე წლის წინ მოხდა და რომელმაც ძირი გამოუთხარა გამოხატვის თავისუფლების ყველა ფორმას, ჩაახშო ყველა კრიტიკული ხმა, რომლის შედეგებსაც დღევანდელი რუსეთის სახით ვხედავთ.

საქართველოში ამ კანონის შესახებ საუბრები გასული წლის მარტის მოვლენების შემდეგ დაიწყო, თუმცა, წიგნის პრეზენტაციის დაანონსებიდან მალევე განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჰომოფობიური პოლიტიკური ჯგუფები და სამთავრობო მედიები, რომლებიც ჯერ არგამოსულ წიგნს “აღვირახსნილი ლგბტ პროპაგანდის” მაგალითად ნათლავენ, რაც, არამხოლოდ პოპულისტური სიცრუეა, არამედ წიგნში მოყვანილი არტისტების, მათი ნამუშევრებისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფაა. ასეთი კანონის პირობებში, ქართული მხატვრობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშების შექმნაც კი შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო ყველაზე საამაყო ქართველ არტისტებს, საბჭოთა რუსული ხელისუფლება, თავის დროზეც სწორედ ჰომოფობიური კანონმდებლობით ებრძოდა.

ამ მოვლენების ფონზე, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა პრეზენტაციის მასპინძელი, "თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის" ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე, რომელმაც გვაცნობა, რომ 6 მარტს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება, შეუძლებელი იქნებოდა შენობის “სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო” და კატეგორიულად მოითხოვა ღონისძიების ლოკაციის შეცვლა - აღნიშნული მიზეზი არამხოლოდ დაუჯერებელ სიყალბედ მიგვაჩნია, არამედ არის საგანგაშო სიგნალი, რაც ცალსახად გვანიშნებს, რომ ნაცვლად წინააღმდეგობისა და გამბედაობისა, რაც ყველაზე მეტად მოეთხოვება ასეთ დროს თავისუფალ სახელოვნებო ინსტიტუციას, სამწუხაროდ ინსტიტუციამ თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე მოექცა ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ. ასეთი ნაბიჯი ყველა იმ იდეალის ღალატის ტოლფასია, რომელსაც წიგნში მოხმობილი არტისტები ატარებენ და ამაზე ხელის მოწერა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მსოფლიოს ხელოვნების ისტორიას არაერთი გამოწვევა და დაპირისპირება ახსოვს ჰეგემონურ დღის წესრიგთან და სისტემასთან, რომელიც ყოველთვის ცდილობდა საკუთარი მარწუხების ქვეშ მოექცია თავისუფალი აზროვნების ყველა სივრცე და წარმომადგენელი. და ამასთან ერთად, გვახსოვს, რომ ნამდვილი და ხელშესახები, სასიკეთო ცვლილებები სწორედ ასეთ დღის წესრიგთან უკომპრომისო წინააღმდეგობით, სახელოვნებო ინსტიტუციებისა და ინდივიდების გამბედავი გადაწყვეტილებების და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების დაცვის შემდეგ დგებოდა.

არამხოლოდ ვგმობთ, არამედ დარწმუნებული ვართ, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მათ შორის სახელოვნებო ისტორიაში, სამუდამოდ ჩაიწერება ყველა იმ ინდივიდის, ინსტიტუციის, სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ჯგუფის სახელები, რომლებიც, ასეთ გადამწყვეტ მომენტში, გვერდში დგომის ნაცვლად, ზურგს აქცევენ საფრთხის წინაშე მყოფ თავისუფალი თვითგამოხატვის მქონე შემოქმედებით ჯგუფებს, ქვიარ ადამიანებს, და პირველ რიგში, ყველა იმ არტისტს, რომლებიც წიგნშია მოხსენიებული.

მიგვაჩნია, რომ არც “აჭარა ჯგუფს” და არც “თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმს” აღარ აქვთ უფლება, საზოგადოებას შემოქმედებით თავისუფლებაზე ელაპარაკონ და უსაფრთხო სივრცის სახელით პოზიციონირებდნენ. ჰომოფობიური ცენზურის ამოქმედებამდეც კი ცენზურის ქვეშ მოყოლილი სივრცე ვერ იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ღირებული სასიკეთო ცვლილებების შთამაგონებელი ადგილი.

ამიტომაც, სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ საჯარო სახელოვნებო ინსტიტუციებს მოგმართოთ თხოვნით, დაგვიდგეთ გვერდში და დაგვითმოთ სივრცე წიგნის პრეზენტაციისთვის, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია სწორედ სახელოვნებო სივრცეში გაიმართოს.

მადლობას ვუხდით წიგნის ავტორებს, შემოქმედებით ჯგუფს, არტისტებსა და თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც ამ წიგნის შექმნის და მისი საზოგადოებამდე მიტანის პროცესში თავისუფლების, გამბედაობის, სოლიდარობისა და პრინციპების ერთგულების ღირსეული მაგალითი გვაჩვენეს. ჩვენს წინაშე არსებული ახალი გამოწვევების დაძლევაც მხოლოდ ასეთი მაგალითებით იქნება შესაძლებელი.

იხილეთ AT.ge-ის სტატია Keti Nadibaidze-ის პერსონალური გამოფენის "ნუ მიყვირი" შესახებ. გამოფენა 25 ნოემბერს გაიხსნა და მი...
21/12/2023

იხილეთ AT.ge-ის სტატია Keti Nadibaidze-ის პერსონალური გამოფენის "ნუ მიყვირი" შესახებ. გამოფენა 25 ნოემბერს გაიხსნა და მისი ნახვა 24 დეკემბრამდე, ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას, 14:00-დან 21:00-მდე არის შესაძლებელი.

ავტორი: თინა დონაძე 25 ნოემბერს, შემოქმედებითი გაერთიანების, “სპექტრის” ორგანიზებით, ახალი ნარატივების გალერეაშ....

შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი აცხადებს ღია საგრანტო პროგრამას ქვიარ არტისტებისთვის, რომლებიც ინტერსექციურად შეისწავლ...
06/09/2023

შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი აცხადებს ღია საგრანტო პროგრამას ქვიარ არტისტებისთვის, რომლებიც ინტერსექციურად შეისწავლიან სექსუალობის, გენდერის, სქესისა და სხეულის კომპლექსურ, ფლუიდური ბუნებას; იკვლევენ ურთიერთკავშირს მეცნიერებას, ტექნოლოგიასა და კულტურას შორის, და ადამიანის სქესისა და სხეულის ურთიერთმიმართებას მომავლის (უკვე თანამედროვე) სამყაროსთან.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივ და რეგიონულ ქვიარ არტისტებს, რომლებიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ საქართველოში.

* მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ნამუშევრის იდეის აღწერა და არტისტის პორტფოლიო. შერჩეული პროექტები დაფინანსდება 300-600 ევროს ფარგლებში.

* სახელოვნებო მედიუმები: ფერწერა, სკულპტურა, აუდიო-ვიდეო, ინსტალაცია, ციფრული ხელოვნება, მიქსმედია

ღია საგრანტო პროგრამის, ნამუშევრების შერჩევის კრიტერიუმების, ბიუჯეტის და ყველა სხვა დეტალის შესახებ ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://collectivespectrum.com/ka/open-call

** გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვებ-პლატფორმის მობილური ვერსია დამუშავების პროცესშია, ამიტომ მისი სრული ვერსიის სანახავად გამოიყენეთ PC ან ლეპტოპი.

6 აგვისტოს, Klara Bar-ში წარმოგიდგენთ Nata Talikishvili-ს მონოლოგების სერიას - Call Me Nata.ნატა, როგორც მთხრობელი, სატი...
02/08/2023

6 აგვისტოს, Klara Bar-ში წარმოგიდგენთ Nata Talikishvili-ს მონოლოგების სერიას - Call Me Nata.

ნატა, როგორც მთხრობელი, სატირული თვალით გვანახებს ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებასა და ყოველდღიურობას, ტრაგედიისა და კომედიის იმპროვიზაციული სინთეზით წარმოგვისახავს პერსპექტივას, რომელიც სქესისა და გენდერის მრავალბუნებოვნებას ახლავს თან.

SUNDAY, August 6 | 22:00 | KLARA

ნატა ტალიკიშვილის მონოლოგების სერიის მხარდამჭერია:
* ქალთა ფონდი საქართველოში

16 ივლისს, KLARA-ში წარმოგიდგენთ ნატა ტალიკიშვილის მონოლოგების სერიას - Call Me Nata.ნატა, როგორც მთხრობელი, სატირული თვ...
13/07/2023

16 ივლისს, KLARA-ში წარმოგიდგენთ ნატა ტალიკიშვილის მონოლოგების სერიას - Call Me Nata.

ნატა, როგორც მთხრობელი, სატირული თვალით გვანახებს ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებასა და ყოველდღიურობას, ტრაგედიისა და კომედიის იმპროვიზაციული სინთეზით წარმოგვისახავს პერსპექტივას, რომელიც სქესისა და გენდერის მრავალბუნებოვნებას ახლავს თან..

SUNDAY, JULY 16 | 22:00 | KLARA

ნატა ტალიკიშვილის მონოლოგების სერიის მხარდამჭერია:
* ქალთა ფონდი საქართველოში

28 აპრილს, 19:00, ჰარაკი • Haraki-ში გიწვევთ შეხვედრაზე მიწისქვეშა კულტურის გულშემატკივართან, ვეტერან არტისტსთან და მოაზ...
24/04/2023

28 აპრილს, 19:00, ჰარაკი • Haraki-ში გიწვევთ შეხვედრაზე მიწისქვეშა კულტურის გულშემატკივართან, ვეტერან არტისტსთან და მოაზროვნესთან DVS1-თან, რომელიც ინოვაციურ პლატფორმა Aslice-ის შესახებ ისაუბრებს.

Aslice წარმოადგენს საზოგადოებაზე ორიენტირებულ პლატფორმას, რომლის მიზანია შეამციროს ფინანსური უთანასწორობა ორი პროფესიის წარმომადგენლებს - ელექტრონული მუსიკის პროდიუსერებსა და დიჯეებს შორის.

DVS1-ის მიერ დაფუძნებული Aslice საშუალებას აძლევს დიჯეებს, გაუნაწილონ საკუთარი შემოსავლის პროცენტი იმ პროდუსერებს, რომელთა მუსიკასაც უკრავენ. ზაკ ხუტორეცკი გაგვიზიარებს Aslice შექმნის ისტორიას და მოგვიყვება, რამდენად შეძლო პლატფორმამ, მიეღწია სამართლიანი მუსიკალური ეკოსისტემის შექმნის მიზნისთვის. შეხვედრის ბოლოს გაიმართება ღია დისკუსია არტისტთან კითხვა-პასუხის რეჟიმში
________________________________________________________
სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/adpv5
________________________________________________________
On April 28th, we invite Zak Khutoretsky, aka DVS1, to talk about Aslice - a community-focused service creating a fairer music ecosystem—software which aims to decrease the financial inequity between the two professions – producers and DJs.
DVS1 has launched Aslice as a new platform that hopes to bridge the gap between DJs and producers by proposing that DJs report their setlists to its app and share a percentage of their fee with the artists whose music they play.

DVS1 will tell the story of creating Aslice and whether it has reached the goal of safeguarding a fair music ecosystem. A Q&A session with the artist will follow the presentation.

Address

Ia Kargareteli Street 2
Tbilisi
0112

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Creative Collective Spectrum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Creative Collective Spectrum:

Share