Kakha Manjavidze

Kakha Manjavidze საზოგადო მოღვაწე

23/02/2026

ჩვენ მოვალთ, როგორც პატარა წყარო,
მინდვრის ყვავილებს ვნახავთ უკლებლად,
მერე წავალთ და ტყეების ჩრდილში
გაივშრიალებთ ნაკადულებად.

და წუთისოფლის დღენი იქნება,
ზოგჯერ ჭრელი და ზოგჯერ ერთფერი... ხევებს მდინარედ ვიდინებთ, მერე
ოკეანეებს შევუერთდებით.

ქარიშხლებს ვნახავთ, ზვირთებს სიცოცხლის,
ვნახავთ სამყარო, როგორ იკივლებს.
იქნება, როცა სული და მკლავი.
მზის სხივებში, რომ გაილივლივებს.

იქ, მაღლა ჯვართან, უფალთან ახლოს
ზეცა ცრემლია, თითქოს სოველი...
დაბლა, უკვდავი ხატება სახლობს
ვარდი სილაში - სვეტიცხოველი.

სადღაც ვიწყებით, სადღაც ვმთავრდებით,
ასეა ბუნება უფლის და ღმერთის
ორნი არაგვნი და მზე და მთვარე
ცაში და მიწაზე ერთმანეთს ერთვის.

19.02. 2026.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kakha Manjavidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category