14/08/2023
გთხოვთ, გაავრცელოთ!
ერთი წლის წინ პრაქტიკა სახალხო შემოწირულობით გაიხსნა და სტუდენტებისთვის და მშრომელებისთვის უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლის, საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანების და თანამოაზრეების პოვნის ადგილად იქცა.
დაბალი ფასების მიუხედავად, ჩვენი ენთუზიაზმით, პრაქტიკა ამ დრომდე ფინანსურად თვითკმარი იყო, მაგრამ ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოებასთან და სტუდენტებისგან ქალაქის შედარებით დაცარიელებასთან ერთად ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ გაგვიჭირდება სივრცის იჯარის და სხვა ხარჯების დაფარვა. საჭიროდ მივიჩნევთ მენიუს და გარემოს მცირედ განახლებასაც.
ამიტომ ისევ გთხოვთ მონაწილეობას.
თუ პრაქტიკა შენთვის ძვირფასია, გააკეთე დონაცია და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.
ანგარიშის ნომერი:
მიმღები: აკაკი ჩიქობავა