05/12/2025
შენ რა ეტაპზე ხარ?
A და B წერტილამდე უმოკლეს დროში მისასვლელად შენ გჭირდება მტკიცე გეგმა 💪
რატომ უნდა გინდოდეს უმოკლეს დროში?
დრო ყველაზე ძვირფასია, ის არ ბრუნდება და არ იცი რამდენი დაგრჩა - რატომ არ უნდა გინდოდეს მისი დაზოგვა?
მტკიცე გეგმა რაღა საჭიროა?
თუ არ იცი როგორ მიხვიდე სასურველ ადგილამდე, გექნება ზედმეტი ხარჯი: ენერგია, ფინანსები და ისევ დრო - რატომ არ უნდა გინდოდეს მათი დაზოგვა?
ამ პოსტით მინდა გაიხსენო თუ როგორია შენი რეალობა ახლა და რომელია შენთვის სასურველი.
როგორია შენი ცოდნა რომელიც გინდა რომ გქონდეს
როგორია შენი ჩვევები რომლებიც გინდა რომ გქონდეს
როგორია შენი რუტინა რომელიც გინდა რომ გქონდეს
როგორია ის უნარები რომელიც გინდა რომ გქონდეს
როგორია ის შედეგი რომელსაც გინდა რომ დებდე?
რადგან შედეგს და რეალობას, სწორედ რომ შენი ცოდნა, ჩვევები, რუტინა და უნარები ქმნიან 🔥💪
არ აქვს მნიშვნელობა რა ეტაპზე ხარ, თავი ნაადრევად არ განსაჯო და არ დანებდე - რატომ?
თავის საქმეში წარმატებული ადამიანი დამწყებს არ განსჯის, არ დასცინებს და შეცდომის გამო არ დააკნინებს, რადგან მან იცის შეცდომის ნამდვილი ღირებულება.
შეცდომაა ის ერთადერთი რამ ამ დედამიწაზე რითიც რაიმეს ვსწავლობთ.
ჩემი ონლაინ ხატვის კურსის მიზანია არამხოლოდ ტექნიკურ ნაწილში გაგაძლიერო, არამედ შეძლო დანახვა, გააზრება, შემჩნევა იმ ღირებულებების, რაც აკადემიურ მხატვრობას ოქროს ფუნდამენტად აქცევს ✨
დღემდე ვცდილობ განვითარებას, უკეთესი უნარებისა და ხედვის ჩამოყალიბებას, რადგან სწავლა არ სრულდება💪
შეძლო ხატვისა და მენტალური უნარების 10-ჯერ გაუმჯობესება 💪