23/04/2024
შოთა კალანდაძე დაიბადა ქ.თბილისში 1979 წლის 29 ნოემბერს. 1995 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკის ინსტიტუტში; ამავე წელს გახდა მოქანდაკის ჯ. შანშიაშვილის მოწაფე და 1998 წლამდე სწავლობდა ხატვას; 1998-2001 წწ. იყო მხატვარ ზ. ნიჟარაძის მოწაფე და სწავლობდა ფერწერას. მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მხატვრებთან დ. ერისთავთან, ე. კალანდაძესთან, თ. მირზაშვლთან.
2000 წელს შ. კალანდაძემ გადაიღო პირველი ფილმი "მიტოვებული დონჟუანი", 2002 წელს გახმაურებული ფილმი "სიზმრების გაელვება". ეს პირველი ავანგარდულ-ეროტიული, დრამატული ფილმი იყო ქართულ კინოში, სადაც საკმაოდ ეპატაჟური სცენა ლ. ქავჟარაძემ ითამაშა. ამ ფილმით დაიბადა ახალი კინო მიმდინარეობა "კინო ლექსები". "კინო ლექსის" დროს ფილმის გადაღება მინიმალური სცენარის მიხედვით იწყება და გადაღების პროცესში ხდება საბოლოო ფილმის სცენარის დაბადება, ისევე როგორც ლექსის წერის დროს.
რეჟისორ შოთა კალანდიძის ფილმები:
მელოდრამა - "მიტოვებული დონჟუანი" (2000); ავანგარდული ეროტიკული დრამა - "სიზმრების გაელვება" (2002); დრამა -"უშვილო" (2005); მხატვრულ დრამა - "ხელოვანთა კადრები" (2005); ავანგარდული დრამა - "პოეტური ჩანახატები" (2006); სერია ნოველებისა - "ზურაბ ნიჟარაძე სახელოსნოში": პირველი ფილმი - "პორტრეტები ფოტოდან", მეორე ფილმი - "making of ", მესამე ფილმი - "პიკო" (2008); დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი - "კინო ლექსები თენგიზ მირზაშვილზე" (2008); ავანგარდულ-ეროტიული დრამა - "კადრები კოსმოსში" (2008-2009); მხატვრული დრამა, ფილმ-ნოველების სერია - "წარსული სიყვარულის გახსენება" (2009); ეროტიული დრამა - "ტრილოგია". პირველი ფილმი "ერთ ქალაქში" (2009); დოკუმენტურ ეროტიული დრამა - "კინო ლექსი ედმონდ კალანდაძეზე" (2010); დოკუმენტური-დრამა - "ინტრერვიუ დედასთან" (2010); ავანგარდულ ეროტიული კომედია - "კიჩი კინოკლიპები" (2011); დოკუმენტურ-ეროტიული დრამა - "მარიტას გარდაცვალება" (2012); ექლექტიკური ტრილოგია - ეროტიულ-ავანგარდული დრამა: "მედუზა გორგონა" (2012),"ფრაგმენტების წიგნი" (2016), "ვნებები შესტაკოვიჩის მუსიკაზე" (2019); დოკუმენტურ-ავანგარდული ფილმი - "ჩემი თეატრი" (2013); მხატვრული დრამა ეროტიკა - "მხატვრის მუზები" (2014); დრამა - "ძვირფასი ცოლი" (2014); დრამა - "დაუნდობელი ზაფხული" (2014); დოკუმენტურ-ეროტიული კომედია - "კინო სინჯები" (2014); დოკუმენტურ მხატვრული ფილმი - "ფანი არდანი მარჯანიშვილის თეატრში" (2014); მხატვრულ მისტიკური ფილმი - "ლილიტის პორტრეტი" (2014); დოკუმენტურ-მხატვრული ბიოგრაფიული - "პოეტური სახეები გიფტზე" (2015); დოკუმენტურ-მხატვრული ბიოგრაფიული - "საჩუქარი" (2016).