Teosgraphia

Teosgraphia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Teosgraphia, Art, Tbilisi.

26 მაისი 🇬🇪🇬🇪🇬🇪
26/05/2022

26 მაისი 🇬🇪🇬🇪🇬🇪

ფიქრებში გაეხვა
16/11/2021

ფიქრებში გაეხვა

ფიქრებში გაეხვია
16/11/2021

ფიქრებში გაეხვია

კომუნისტური ვიეტნამი. ჰოი ანი. ვდგავარ და მუხლების კანკალით ვბრუნდები. ჩემს წინ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დგას...ყველაფერი...
23/07/2021

კომუნისტური ვიეტნამი. ჰოი ანი. ვდგავარ და მუხლების კანკალით ვბრუნდები. ჩემს წინ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დგას...
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აქ გამოფრენამდე აღმოვაჩინე, ვიეტნამში დრონის გაშვება აკრძალულია, ნებართვის გარეშე. კანონის დამრღვევი ისჯება დრონის კონფისკაციით, ან ფულადი ჯარიმით, ან პატიმროებით, ან სამივე ერთად. ფორუმებზე ახალთახალი კომენტარები ვნახე, როგორ ჩამოართვეს მავანთ დრონი, ჰოდა, გადავწყვიტე პატიოსნად ამეღო ნებართვა, რაც აღმოჩნდა 15 გვერდიანი ფორმა, მხოლოდ ვიეტნამურ ენაზე, სათითაოდ ყველა გაშვების ადგილმდებარეობის მოთხოვნით!!! რანაირად დავაგუგლთრანსლეითე, ან რა მეწერა არ ვიცი მაგრამ, შევავსე გავაგზავნე და ველოდე. 1 თვიანი ლოდინის შემდეგ, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. მოვიდა გამგზავრების დღეც და ბარგით ხელში ვდგვარ მაგიდასთან, სადაც ჩემი კოხტა დრონი ეულად დევს და მიყურებს. ჰოდა, სანამ ჩემი მეორე მე შემომძახებდა და დრონს სახლში დამატოვებინებდა, დავავლე ხელი და სასწრაფოდ გავვარდი სახლიდან 🙈. ამ ჩემს მეორე მეს ვუთხარი, ვიფრენთ მარტო ჯუნგლებში, უკაცრიელ კუნძულზე, მიყრუებულ სოფელში და ყველაფერი კარგად იქნება თქო.
ჰოდა, აი, მოვედი ჰოი ანში. ყველა სახლი ყვითელია, კოხტა, წითელი კრამიტებით დახურული, ზედ ხავსებსაც გაუვლიათ და ფანრების დღესასწაულისთვის მორთული ნამდვილი სამოთხეა ჩემისთანა ადამიანისთვის. ყველა კუთხე იდეალურია ფოტოსთვის და რომ წარმოვიდგინე, ეს ნავები ზემოდან როგორი იქნებოდა, ვის გაახსენდა ჯუნგლები, უკაცრიელი ადგილები და აშ სადაც ვიეტნამური პოლიცია არ იქნება. რა თქმა უნდა, დრონი გავუშვი და ზუსტად 2 წუთში ჩემს ზურგს უკან მესმის ხმა
-Lady, is it your Flycam? (ქალბატონო, თქვენი მფრინავი კამერაა? ვიეტნამში დრონებს ასე ეძახიან)
აი, სად გამოხტა ის ჩემი მეორე მე, ხომ გეუბნებოდის ძახილით. ახლა თუ დამიჭრეს, დედაჩემი მოკვდება ნერვიულობით, თან ვერც მოვატყუებ, ვსეირნობთქო, გვერდით დგას. მუხლების კანკალით შევბრუნდი და ორი ახალგაზრდა კაცი მიყურებს. კომუნისტური მწვანე უნიფორმა არ აცვიათ
-where are you from? (სადაური ხართ?)
-I am from Georgia - როგორც შემეძლო, ისე თვაზიანად ვუპასუხე მე
-Georgia? Georgia! - გაიმეორა გაკვირვებით და მერე - გამარჯობა, გენატვალე მითხრა

ჰა, რაა? მენაცვალე? სულ დამავიწყდა ჩემი დრონი ცაში. რა თქვა ამ კაცმა? დედაჩემმა ქართული რომ მოისმინა, გაკვირვებულმა თქვენ საიდან ხართო. ბიჭები ინდოელები აღოჩნდნენ, ქართველი მეგობარი ჰყავდათ და სულ არ აპირებდნენ ჩემს დაჭერას. მარტო ის აინტერესებდათ, ზემოდან როგორი ხედი იყო. სიხარულით ლამის შენ მართე აჰათქო, ვუთხარი. რაც აქ ჩამოვედი, სულ იმას ვფიქრობდი, რა შორს არის საქართველო და აი, ახლა, ვფიქრობ, რა პატარაა ეს მსოფლიო

ბორჯომი ❤️
31/01/2021

ბორჯომი ❤️

ზამთრის ზღაპარი ბორჯომის ტყეში
22/01/2021

ზამთრის ზღაპარი ბორჯომის ტყეში

იდეალური ქართული ზამთარი
19/01/2021

იდეალური ქართული ზამთარი

ჩემთვის ერთერთი საყვარელი გასართობი არის, იმ ქვეყნების შესახებ კითხვა, სადაც წასვლას არ ვაპირებ, არც ახლო მომავალში და შ...
23/04/2020

ჩემთვის ერთერთი საყვარელი გასართობი არის, იმ ქვეყნების შესახებ კითხვა, სადაც წასვლას არ ვაპირებ, არც ახლო მომავალში და შეიძლება, არც არასდროს. მაგრამ მაინც საყვარელი საქმიანობაა. 😂🙈 ერთხელაც მორიგი ასეთი ქექვის დროს ულამაზეს ფოტოს გადავაწყდი. ჰორიზონტზე მოჩანდა სიმაღლის მიხედვით დალაგებული მთები. ერთის სილუეტის მერე, მეორე იწყებოდა. შუაში ყვითლად აბიბინებული, მწიფე ბრინჯის ყანა გადაშლილიყო და ამ ყანის შუაგულში პატარა ნავებს, სამოძრაოდ ბილიკი გაეჭრათ. იმ წამსვე ჩემი ყურადღება ფოტოზე აღბეჭდილ ადგილს მიეჯაჭვა და თავიდან ეჭვი შემეპარა, საერთოდ თუ იყო ეს ადგილი რეალური?! გუგლში რამოდენიმე ძებნის გაშვების მერე, მივაგენი. სოფელი თამ კოკი, ვიეტნამი. ჰმ, რა საინტერესოა თქო და კიდევ უფრო სასიამოვნოდ გამაკვირვა, იქვე ამ სოფელში სხვა ადგილებმა, რაც არანაკლებ მომაჯადოვებელი იყო, ვიდრე ჩემს მიერ თავიდან ნაპოვნი ფოტო. ეგ იყო, იმის მერე ვამოწმებდი ხოლმე, რომელიმე ავიაკომპანიას, შემთხვევით, თუნდაც ამ ადგილიდან 1000 კმ ით დაშორებულ მიმართულებაზე, აქცია ხომ არ აქვსმეთქი და ძალიან მოულოდნელად თურქიშმა 10 თვით ადრე, წინასწარი გაყიდვები დაიწყო. 500 დოლარი ორივე გზა! სასწრაფოდ ვიყიდე. მართალია, ბრინჯის ოქროსფრად აბიბინებულ, მწიფე მინდვრებს ვერ ვნახავდი, ამისთვის ზაფხულის თვეებში უნდა წახვიდე, მაგრამ სამაგიეროდ მშრალ და თბილ ამინდს კი მპირდებოდნენ,არც ის ვიცოდი 10 თვეში მოვახერხებდი თუ არა გაფრენას, მაგრამ ყველაფერი რაღაცის ფასად მოდის და გადავწყვიტე, რომ ღირდა გარისკვა.
როგორ მოვხვდეთ თამ კოკში? ჰანოიში თითქმის ყველა სასტუმროს და ჰოსტელს აქვს ექსკურსია თამ კოკის მიმართულებით. ყველაზე მარტივია ამ მომსახურებით ისარგებლო. ჩაგკიდებენ ხელს, მიგიყვანენ ყველგან და წამოგიყვანენ. ოღონდ შენთან ერთად იქნება სულ ცოტა კიდევ 30 ადამიანი და ყველა ადგილას გექნება განსაზღვრული დრო, რაც იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე დაგჭირდება. ან ჩრანგის ბუნების ძეგლის დათვალიერებისას, რომელი მარშუტით დაგათვალიერებინებენ, ეგეც კი გადაწყვეტილია, რესტორანიც, სადაც სადილად მიგიყვანენ. ყველაფრის დათვალიერებასაც, რა თქმა უნდა, ვერ მოასწრებ. ჰანოიდან თამ კოკამდე დაახლოებით 2 სთ გზაა. დილაუთენია გადის ექსკურსიები და ჯერ ყველანი მიდიან ან ჩრანგში და მზის ჩასვლისთვის ჰოა ლუს ტაძარში და ხალხის ბრბო გარანტირებულია. ამიტომაც მე არ მიყვარს ექსკურსიები 😢. თან უფრო იაფიც ჯდება, თუ შენით წახვალ. ჰანოიდან გადის მატარებელი, რომელიც ნინ ბინში ჩერდება, ან ავტობუსი, ან "ლიმუზინი" რომელიც თამ კოკამდე მიგიყვანს. ადგილობრივები ლიმუზინს ეძახიან ტურისტულ მარშუტკას, სადაც სულ 10 მგზავრის ადგილია, კონდინციონერი და ტყავის სავარძლები. ფეშენებელური მარშუტკაა რა. ჩვენ ამ ლიმუზინით ვიმგზავრეთ, ფასი 1 ადამიანზე 10 დოლარი. თვითონ სოფელი თამ კოკიც ძალიან კოხტა, ლამაზია და ჩემი აზრით, აქ 2 თუ არა მინიმუმ 1 ღამით დარჩენა, ნამდვილად ღირს. ადგილობრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, ნავებით დადიან ან მოტოებით, ან ველოსიპედით. ყველა ღირშესანიშნაობის ნახვა შეიძლება მოტოთი, რომელსაც ნებისმიერ ჰოსტელში აქირავებენ. 1 დღე 200 000 (9$) დონგი ღირს და ვაჭრობაც მოსულა, ან მანქანის ქირაობა შეიძლება მძღოლით, რაც 800 000 (35$) დონგია. ფასი იცვლება, იმის მიხედვით, რამდენი ადგილის მონახულებასაც აპირებ. საჭმელი, ისე როგორც დანარჩენ ვიეტნამში, აქაც იაფია და ძალიან გემრიელი. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები არაა, ალბათ არც 4 იანი. მე ავარჩიე ბუნგალო მდინარის პირას. ყველა ნავი, რომელიც სოფლის ცენტრში მიდიოდა, ჩვენი აივნის წინ ცურავდა. თან აქაურები ისეთი დახელოვნებულები არიან ნავის ტარებაში, რომ უკლებლივ ყველა, ფეხით უსვამს ნიჩაბს. ძალიან უჩვეულო სანახაობაა, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებულები, ნავის ბოლოში წამოსკუპულები, საზურგეზე გადაწოლილები, ფეხებით რომ ნიჩბებს უსვამენ. თითქოს ეს, მსოფლიოში ყველაზე მარტივი საქმე იყოს! ყოველ საღამოს ტროპიკული ხილით დავჯდებოდი აივანზე და მაგთ ვაკვირდებოდი. მწვანე წყალი, ნავით გაჩენილი ტალღები, წყლიდან წამოჭრილი კლდეები და ნავში გატრუნული, მონუსხული ტურისტის ფოტოაპარატის ჩხაკუნი, სხვა არსით ხმა, არსით ძახილი!
აქ მარტო თამ კოკის ირგვლივ გადაღებული კადრებია. მიუხედავად იმისა, რომ 2 ღამით ვიყავით, მაინც ვერ მოვასწარით დაგეგმილი ადგილების მონახულება, კიდევ ბევრი სილამაზე დაგვრჩა ❤️, მათ შორის ფილმი "kong skull island" დან სოფელი, სადაც ფილმში გამოყენებული ქოხები, ნავი და მოხატული ადგილობრივები დაგხვდება (რემონტის გამო)

სოფელი თამ კოკი. ვიეტნამი
22/04/2020

სოფელი თამ კოკი. ვიეტნამი

26/12/2019

სიმშვიდე

კუნძული ლა დიგ la digue. ანსე სორს დარჯენტ ასეთი უცნაური სახელი ჰქვია სანაპიროს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხშირად ხვდება...
16/12/2019

კუნძული ლა დიგ la digue. ანსე სორს დარჯენტ ასეთი უცნაური სახელი ჰქვია სანაპიროს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხშირად ხვდება ფოტოგრაფების ობიექტივში

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Teosgraphia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category