GUDAR

GUDAR TUBE AMPLIFIERS - When everything new, is well-forgotten old

coming soon...

11/07/2024

შემთხვევით წავაწყდი ამ ორ სტატიას (ბოლოში ლინკია მეორე ნაწილისათვის). მომეწონა, უბრალო ჭეშმარიტების გადმოცემის სიმარტივის გამო. საკმაო გამოცდილება დამიგროვდა საკუთარი, ან ცნობილ შემსრულებელთა "სტილის და საუნდის" მძებნელ ახალგაზრდებთან ურთიერთობის და ვხედავ, რომ მზად არიან ამ ძებნაში წარუმატებლობის, ან დაუკმაყოფილებლობის მიზეზი ეძებონ ინსტრუმენტებსა თუ სხვადასხვა დამხმარე საშუალებებში. ვცდილობ ფრთხილად შევაპარო ხოლმე აზრი, რომ პირველ რიგში რაც შეიძლება მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე არსებული, ხელმისაწვდომი საშუალებებით. ნიჭი და ნებისყოფა არის განმსაზღვრელი წარმატების. ინსტრუმენტების და გამაძლიერებლების ხშირი ცვლა უბრალოდ დროს დაგაკარგვინებთ და შეიძლება გულიც გაგიტეხოთ.
ვფიქრობ, ამავე აზრით არის ნაკარნახევი ეს სტატიებიც.

GUDAR DeluxeModified 5e3 Fender Deluxe.Modes: lead channel, low & high power selection, triode/pentode mode, master volu...
17/02/2024

GUDAR Deluxe
Modified 5e3 Fender Deluxe.
Modes: lead channel, low & high power selection, triode/pentode mode, master volume with on/off function, effects loop (preamp out/power amp in), switchable negative feedback. 12 inch 8ohm Eminence speaker.

რატომ ვაზიარებ აქ? პირველი გამაძლიერებელი მისთვის დამზადდა… 🙂 და როგორც მამა, ვამაყობ მისით :)
08/12/2021

რატომ ვაზიარებ აქ?
პირველი გამაძლიერებელი მისთვის დამზადდა… 🙂 და როგორც მამა, ვამაყობ მისით :)

TBCZ x ELECTRONAUTS

ამჯერად წარმოგიდგენთ ახალ გამაძლიერებელს, რომელიც ჩვენი ორიგინალური დიზაინით შეიქმნა. უახლოეს ხანში დავდებთ სრულ აღწერილ...
27/03/2021

ამჯერად წარმოგიდგენთ ახალ გამაძლიერებელს, რომელიც ჩვენი ორიგინალური დიზაინით შეიქმნა. უახლოეს ხანში დავდებთ სრულ აღწერილობას და ჩანაწერებს:

ჩვენი პროდუქცია მზადდება აქ, საქართველოში. პროდუქტები ხელნაკეთია, ტრადიციული მილაკური (Tube, Valve) ტექნოლოგიის გამოყენე...
27/12/2020

ჩვენი პროდუქცია მზადდება აქ, საქართველოში. პროდუქტები ხელნაკეთია, ტრადიციული მილაკური (Tube, Valve) ტექნოლოგიის გამოყენებით, ხარისხიანი კომპონენტებით და მასალებით. გვაქვს გიტარის გამაძლიერებლების ფართო არჩევანი, მათი სიმძლავრის და ჟანრული მიზანშეწონილობის შესაბამისად. ჩვენი გამაძლიერებლები შექმნილია ცნობილი ბრენდების პოპულარული მოდელების მიხედვით, ორიგინალური სქემების ჩვენეული მოდიფიკაციით, მათი გამოყენების ჟანრული დიაპაზონის გაფართოების მიზნით. პროდუქციის შეკვეთა მოხდება მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, მყარი საგარანტიო პირობებით.

სურათებზე ნაჩვენებია ჩვენი პროდუქციის ნაწილი. თითოეული მათგანი პროტოტიპია. შეკვეთის დიზაინი და პირობები თანხმდება დამკვეთთან.

ვაპირებთ, პროდუქტების ჩამონათვალში დავამატოთ Hi-Fi მილაკური გამაძლიერებლები სახლის პირობებში გამოყენებისთვის.

Address

17a Nasidze Street , Bl. 14
Tbilisi
0160

Telephone

+995577471239

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GUDAR posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to GUDAR:

Share