06/08/2026
🏆🇮🇹 კიდევ ერთი გრან-პრი საქართველოსთვის!
დიდი სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ „ანსამბლი იბერია / Ensamble Iberia“ - ს იტალიაში, საერთაშორისო ფესტივალზე „Festival Bridges in Rome – Stelle di Roma 2026“ მოპოვებულ გრან-პრის!
ეს გამარჯვება არის ნიჭის, დაუღალავი შრომის, დისციპლინისა და ერთობის შედეგი. თითოეულმა მოცეკვავემ, ხელმძღვანელმა და გუნდის წევრმა ღირსეულად წარმოაჩინა ქართული კულტურა საერთაშორისო სცენაზე.
განსაკუთრებული მადლობა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მსგავსი წარმატებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ქართული კულტურის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ MAGIC GROUP – ART FEST-მა ამ წარმატებული მოგზაურობის ორგანიზებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ვულოცავთ ანსამბლ „იბერიას“ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საერთაშორისო წარმატებას!
💙 MAGIC GROUP – ART FEST