27/05/2026
🌟 ფულის გლობალური კვირეული ჩვენს სკოლაში!
ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, მშვიდობაურის საჯარო სკოლას ფინედუს (Finedu) გუნდი ესტუმრა.
შეხვედრაზე ფინედუს წარმომადგენელმა მოსწავლეებთან ერთად მიმოიხილა ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები, როგორიცაა: ხარჯების სწორი მართვა, საბანკო სისტემა, ელექტრონული ფული და საქართველოს ეროვნული ბანკის როლი. მიღებული ცოდნა კი ბოლოს სახალისო თამაშის, „ბინგოს“ დახმარებით შეაჯამეს.
დიდი მადლობა ფინედუს გუნდს საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრისთვის!
📸 იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტოები:
#ფინედუ #ფინანსურიგანათლება #სკოლა ნაკლების ჩვენება