Kutaisi International Short Film Festival

Kutaisi International Short Film Festival Kutaisi International Short FIlm Festival is a long waited reclamation of Cinema heritage in Kutaisi

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მოხალისეებს ეძებს! თუ დაინტერესებული ხარ კინოინდუსტრიით და გსურ...
02/09/2026

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მოხალისეებს ეძებს!

თუ დაინტერესებული ხარ კინოინდუსტრიით და გსურს მიიღო მუშაობის გამოცდილება, მაშინ შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 1-ელ ოქტომბრამდე და გახდი ფესტივალის ნაწილი ერთი კვირით.

მოხალისეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ფესტივალის ყველა აქტივობაში, შეხვდნენ ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს კინო ინდუსტრიიდან და დეტალურად გაეცნონ ფესტივალის მუშაობის პრინციპებს.

გახდი წლევანდელი ფესტივალის მოხალისე და დატოვე შენი ნაკვალევი! 🦖

https://docs.google.com/forms/d/1LFOpXi9eaTSGSZXa2bfOUuUJmBJ9HUK7IEaWDrP66rM/edit?usp=drivesdk

ანა ურუშაძემ ფილმით „მეორეხარისხოვანი როლი“ სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო! 🏆✨ვულოცავთ ანას და ...
22/08/2026

ანა ურუშაძემ ფილმით „მეორეხარისხოვანი როლი“ სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო! 🏆✨

ვულოცავთ ანას და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ❤️
შეგახსენებთ, რომ „მეორეხარისხოვან როლს“ ქართველი მაყურებელი ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე იხილავს.

კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს სარაევოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმიდან ✨

ჩვენი ფესტივალის გასული წლის ჟიურის წევრი, ელენე მიქაბერიძე, პროექტისთვის „ატმის გემო“ კოსოვოს კინოცენტრისა და Next Step Studio-ს პრიზებით დაჯილდოვდა! 🍑

ვულოცავთ ელენეს და ვიმედოვნებთ, რომ მის ახალ ფილმს მალე ვიხილავთ! 🦖✨

Ana Urushadze has received the Best Director Award at the Sarajevo Film Festival for her film “The Supporting Role”! 🏆✨

Congratulations to Ana and the entire creative team on this wonderful achievement! ❤️ We are also happy to remind you that Georgian audiences will have the chance to see “The Supporting Role” at Kutaisi International Short Film Festival.

And there is more exciting news from Sarajevo! ✨

At the Sarajevo Film Festival’s industry platform, CineLink Co-Production Market, Elene Mikaberidze, a member of last year’s jury at our festival, received awards from the Kosovo Cinematography Center and Next Step Studio for her project “The Taste of Peaches”! 🍑

Congratulations to Elene on this achievement! We hope to see her new film on the big screen very soon! 🦖✨

თუ ხართ 30 წლამდე ქართველი კინოკრიტიკოსი, ქუთაისის კინოფესტივალი, 16-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით, კინოკრიტიკის სახელოსნოში ...
18/08/2026

თუ ხართ 30 წლამდე ქართველი კინოკრიტიკოსი, ქუთაისის კინოფესტივალი, 16-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით, კინოკრიტიკის სახელოსნოში გიწვევთ!

◼ შერჩეული მონაწილეები ინტენსიურად იმუშავებენ ნიდერლანდელ კინოკრიტიკოს ლაურა ვან ჟაულენთან.

ლაურა ვან ჟაულენი ფემინისტი მკვლევარი, პროგრამერი და ჟურნალისტია, რომელიც 15 წელზე მეტია აქტიურად არის ჩართული ევროპულ კინოსამყაროში.

◼ სახელოსნოს ფარგლებში დაწერილი ტექსტები გამოქვეყნდება სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.

◼ შერჩეული მონაწილეები ასევე დააკომპლექტებენ ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა ჟიურის, რომელიც ფესტივალის მთავარ კონკურსში საკუთარ გამარჯვებულს გამოავლენს.

🟢 სახელოსნო სრულად ფარავს სასტუმროში განთავსების ხარჯებს.
🟢 სახელოსნოს სამუშაო ენა - ინგლისური.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე 20 სექტემბრამდე.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScSzoCVRefSKB4CubdWIvKyPKz_VzdWmEL8Gyh7czDA1aQ0eg/viewform

გისურვებთ წარმატებას, ქუთაისში შევხვდებით! 🦖🐾

If you’re a Georgian film critic under 30, the Kutaisi International Short Film Festival invites you to join its Film Criticism Workshop, taking place from October 16 to 22!

◼ Selected participants will work intensively with Dutch film critic Laura van Zuylen.

Laura van Zuylen is a feminist researcher, programmer, and journalist who has been actively involved in the European film scene for more than 15 years.

◼ As part of the workshop, participants will write texts that will be published on various international platforms.

◼ The selected participants will also form a Young Film Critics Jury, which will choose its own winner in the festival’s Main Competition.

🟢 The workshop fully covers accommodation costs.
🟢 The working language of the workshop is English.

If you’d like to participate, please fill out the application form by September 20 at the following link.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScSzoCVRefSKB4CubdWIvKyPKz_VzdWmEL8Gyh7czDA1aQ0eg/viewform

Good Luck, See you in Kutaisi! 🦖🐾

უტა ბერიას ფილმმა “ცრემლსადენი გაზი” ლოკარნოში დამოუკოდებელი ჟიურის პრიზი აიღო! რეჟისორმა გამარჯვება სინდისის პატიმარ მა...
15/08/2026

უტა ბერიას ფილმმა “ცრემლსადენი გაზი” ლოკარნოში დამოუკოდებელი ჟიურის პრიზი აიღო!

რეჟისორმა გამარჯვება სინდისის პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა! ✨

“ცრემლსადენი გაზის” ქართული პრემიერა ქუთაისის ფესტივალზე შედგება 🦖

ვულოცავთ რეჟისორს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს!

Uta Beria’s film “Tear Gas” has won the Independent Jury Award at Locarno!

The director dedicated the award to political prisoner Mate Devizdze! ✨

The Georgian premiere of “Tear Gas” will take place at the Kutaisi International Short Film Festival 🦖

Congratulations to the director and the entire creative team!

დღეს სარაევოს კინოფესტივალი იხსნება!  ✨რომლის პროგრამაშიც არაერთ ქართულ პროექტს ვიხილავთ .◼ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკ...
14/08/2026

დღეს სარაევოს კინოფესტივალი იხსნება! ✨

რომლის პროგრამაშიც არაერთ ქართულ პროექტს ვიხილავთ .

◼ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია ანა სარუხანოვას ფილმი „დამალული“, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში კი ანა ურუშაძის „მეორეხარისხოვანი როლი“.

◼ ქართველი მაყურებელი ქუთაისის კინოფესტივალზე ანა სარუხანოვას ფილმს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ანა ურუშაძის ფილმს „ქართული პრემიერების” პროგრამაში იხილავს.

სარაევოს კინოფესტივალის ფარგლებში პლატფორმა CineLink-ს წელს ორი ქართული პროექტი აქვს შერჩეული, ელენე მიქაბერიძის „ატმის გემო” და ქეთი მაჭავარიანის „იავნანა”. გარდა ამისა, ფესტივალის წლევანდელ Sarajevo Talents-ის რეჟისორების სამიტზე ქართველი ახალგაზრდა რეჟისორი და ქუთაისის კინოფესტივალის კონკურსის ყოფილი მონაწილე, ლუკა ფადიურაშვილია შერჩეული.

Today marks the opening of the Sarajevo Film Festival! ✨

The festival’s programme features several Georgian projects.

◼ Ana Sarukhanova’s Hidden In Frame has been selected for the Short Film Competition, while Ana Urushadze’s Supporting Role will compete in the Feature Film Competition.

◼ Georgian audiences will also have the opportunity to see Ana Sarukhanova’s film in the Competition Programme at the Kutaisi International Short Film Festival, while Ana Urushadze’s Supporting Role will be screened as part of the Georgian Premieres programme.

This year, two Georgian projects have been selected for CineLink, the industry platform of the Sarajevo Film Festival: Elene Mikaberidze’s The Taste of Peach and Keti Machavariani’s Iavnana. In addition, young Georgian filmmaker Luka Padiurashvili, a former participant in the Kutaisi Film Festival’s competition, has been selected for this year’s Sarajevo Talents Directors’ Summit.

დოკასთან და საქართველოს კინოინსტიტუთან პარტნიორობით, 23 სექტემბრიდან, BAMPFA-ს კინო დარბაზი თანამედროვე ქართულ კინოს და ...
03/08/2026

დოკასთან და საქართველოს კინოინსტიტუთან პარტნიორობით, 23 სექტემბრიდან, BAMPFA-ს კინო დარბაზი თანამედროვე ქართულ კინოს და მასზე საუბარს დაეთმობა.

ვრცელი პროგრამის ნაწილი, რომელიც შეფასებულია, როგორც “ქართული კინოს შთამბეჭდავი რენესანსი” უკვე გამოქვეყნებულია.

In partnership with DOCA · Documentary Association Georgia and GFI - Georgian Film Institute , beginning September 23, BAMPFA's cinema will be dedicated to contemporary Georgian cinema and conversations surrounding it.

Part of the extensive program, hailed as "the impressive renaissance of Georgian cinema" - has already been announced.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი წელს რეზო გაბრიაძის სახელობის კინოსახელოსნოს, განსხვავებული ფორ...
26/07/2026

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი წელს რეზო გაბრიაძის სახელობის კინოსახელოსნოს, განსხვავებული ფორმატით ჩაატარებს. სახელოსნოს ფოკუსი წელს წარმოების პროცესში მყოფი მოკლემეტრაჟიანი ფილმები და პირველადი სამონტაჟო მასალის (Rough Cut) განვითარება იქნება.

◼ სახელოსნო განკუთვნილია დამწყები ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის, რომლებმაც მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება უკვე დაასრულეს და ამჟამად მონტაჟის ეტაპზე იმყოფებიან. პროგრამა გათვლილია პროექტებზე, რომლებსაც პირველადი სამონტაჟო ვერსია უკვე აქვთ და ფილმის დასასრულებლად, ასევე მისი საფესტივალო გზისთვის მოსამზადებლად, შემოქმედებითი უკუკავშირი და პროფესიული მხარდაჭერა სჭირდებათ.

◼ სახელოსნო ტარდება NUSHI FILM-სა და GOGO FILM-თან თანამშრომლობით. პროგრამას კვლავ გაუძღვებიან პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი და ნიდერლანდელი კინორეჟისორი და მენტორი ინეკე სმიტსი. ისინი შერჩეულ მონაწილეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური სესიების ფორმატში იმუშავებენ, სახელოსნო მონაწილეებს საშუალებას მისცემს განავითარონ საკუთარი ისტორიები, დახვეწონ მონტაჟი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები საბოლოო ვერსიამდე მიიყვანონ.

ფესტივალის დასასრულს, პროფესიონალი კინემატოგრაფისტებით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც დასაჩუქრდება ფულადი ჯილდოთი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის ხანგრძლივობა: 10-35 წუთი

◼ სახელოსნო უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსების და ნაწილობრივ კვების ხარჯებს.

აპლიკაციის გამოსაგზავნად, გთხოვთ შეავსოთ მოცემული კითხვარი:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSckCE0JlDWdBAAeENeA-CLv2DnVWl_gK0xCNtHUArnqaHt3lQ/viewform?usp=publish-editor პროექტები

მიიღება 20 სექტემბრამდე!

ქუთაისში შევხვდებით! 🦖🐾

This year, the Kutaisi International Short Film Festival will present the Rezo Gabriadze Film Workshop in a new format. The workshop will focus on short films currently in production and the development of rough cuts.

◼ The workshop is open to emerging Georgian filmmakers who have already completed shooting their short film and are currently in the editing stage. It is designed for projects that already have a rough cut and require creative feedback and professional support to complete the film and prepare it for its festival journey.

◼ The workshop is organised in collaboration with NUSHI FILM and GOGO FILM. The programme will once again be led by producer Tekla Machavariani and Dutch filmmaker and mentor Ineke Smits. They will work with the selected participants through individual and group sessions, giving filmmakers the opportunity to develop their stories, refine their edits and bring their short films to a final version.

At the end of the festival, an international jury of professional filmmakers will select the winning project, which will receive a cash prize.

Short film duration: 10–35 minutes

◼ The workshop will cover participants’ hotel accommodation and part of their meal expenses.

To apply, please complete the following application form:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSckCE0JlDWdBAAeENeA-CLv2DnVWl_gK0xCNtHUArnqaHt3lQ/viewform?usp=publish-editor

Applications are open until 20 September.

See you in Kutaisi! 🦖🐾

ქუთაისის კინოფესტივალი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს რეზო გაბრიაძის სახელობის სცენარის განვითარების ვორქშოპის ყოფი...
23/07/2026

ქუთაისის კინოფესტივალი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს რეზო გაბრიაძის სახელობის სცენარის განვითარების ვორქშოპის ყოფილ მონაწილეს ონისე ოქრიაშვილს და გმობს ადამიანებისადმი მიმართულ ყოველგვარ ძალადობას.

The Kutaisi International Short Film Festival expresses its solidarity with and support for Onise Okriashvili, a former participant of the Rezo Gabriadze Script Development Workshop, and condemns all forms of violence against individuals.

⭕ სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. ოჯახის წევრის ცნობით, ის კლინიკაში იმყოფება.

🔴 „პუბლიკას“ თვითმხილველმა მიაწოდა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის კადრები.

⭕ რამდენიმე დღეა, სამთავრობო პროპაგანდა ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტირებას ეწევა მის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო.

სანდრო კობერიძის ფილმმა „ხმელი ფოთოლი” ერევნის საერთაშორისო კინოფესტისტივალის „ოქროს გარგარის” რეგიონალური კონკურსის ჯილ...
20/07/2026

სანდრო კობერიძის ფილმმა „ხმელი ფოთოლი” ერევნის საერთაშორისო კინოფესტისტივალის „ოქროს გარგარის” რეგიონალური კონკურსის ჯილდო - „ვერცხლის გარგარი” დაიმსახურა. ფილმს ასევე გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) ჯილდო.

„ხმელი ფოთოლის” ქართული პრემიერა, გასულ წელს, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე შედგა.

Sandro Koberidze’s film Dry Leaf won the “Silver Apricot” award in the Regional Competition section of the Yerevan International Film Festival, “Golden Apricot.” The film also received the International Federation of Film Critics (FIPRESCI) Award.

The Georgian premiere of Dry Leaf took place last year at the Kutaisi International Short Film Festival.

ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალის, „ოქროს გარგარის“ გამარჯვებულები ცნობილია.

ფესტივალის 23-ე გამოშვებაზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) ჯილდო გადაეცა ალექსანდრე კობერიძის ფილმს - „ხმელი ფოთოლი“. ფილმმა ასევე მიიღო ფესტივალის რეგიონალური კონკურსის ჯილდო - „ვერცხლის გარგარი“ (Silver Apricot).

აღსანიშნავია, რომ წელს FIPRESCI-ის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში შედიოდა FIPRESCI Georgia-ს თანადამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი, კინომცოდნე Lika Glurjidze .

გთავაზობთ ჟიურის ფინალურ სიტყვას „ხმელი ფოთლის“ დაჯილდოებისას:

"რეალობასა და სიზმარს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის, ასევე იმ ტექნოლოგიური ექსპერიმენტებით შთაგონებული მიდგომების წყალობით, რომლებიც დღეს შესაძლოა მოძველებულადაც კი მიიჩნეოდეს, ეს არაორდინარული გზის ფილმი (road movie) ჩვენს წარმოსახვას იპყრობს. გვაფიქრებს იმაზე, რაც ხილულია, რაც უხილავად რჩება და რაც მხოლოდ წამიერად გაიელვებს.

მისი იმპრესიონისტული პეიზაჟების მიღმა იკითხება ჩუმი და თავშეკავებული პოლიტიკური შრე - სევდიანი რეფლექსია მიწასა და ადამიანებს შორის კავშირის თანდათანობით დაკარგვაზე. თუმცა, დროის ხაზის წრიულ მოძრაობად გარდაქმნით, ეს ნატიფი ეპოსი ახერხებს გაქრობის მძიმე განცდის გარდაქმნას - განახლებული და გაცოცხლებული ყოფნის გამოცდილებად.

ფილმი გვხიბლავს მუნჯი კინოს ელემენტებით, დახვეწილი მუსიკალური გაფორმებითა და მოულოდნელი, არაორდინარული იუმორით.

ხანგრძლივი და გააზრებული განხილვის შემდეგ, FIPRESCI-ის ჟიურიმ გადაწყვიტა, „ოქროს გარგარის“ საერთაშორისო კინოფესტივალის რეგიონული კონკურსის ფარგლებში ჯილდო გადასცეს ფილმს „ხმელი ფოთოლი“, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე."

Credit: DOCA · Documentary Association Georgia

https://fipresci.org/festival/yerevan-2026/

Address

Tamar Mepe Street
Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kutaisi International Short Film Festival posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Kutaisi International Short Film Festival:

Shortcuts

Share

Category