Anri Kutchava ART

Anri Kutchava ART მეგობრებო დაათვალიერეთ, ისიამოვნეთ, მოიწონეთ, გამოიწერეთ და შეძენის სურვილის შემთხვევაში შემეხმიანეთ

მეგობრებო აქ არის თავმოყრილი ჩემი ნამუშევართა თაიგული, დაათვალიერეთ, ისიამოვნეთ და შეძენის სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად შემეხმიანეთ.

რიონის ხეობა, მუყო,ზეთი, 40 - 50 სმ, 2024 წელი.რიონის მიტოვებული ხეობა, შუა ქალაქში, ცენტრში, მის გულში და არტერიაში, რა...
29/08/2026

რიონის ხეობა, მუყო,ზეთი, 40 - 50 სმ, 2024 წელი.

რიონის მიტოვებული ხეობა, შუა ქალაქში, ცენტრში, მის გულში და არტერიაში, რა დასანაია და სამწუხაროა, მისი ყურება, ინგრევა მიდის დრო, ის სილამაზე ხელიდან გვეცლება, მაგრამ მაინც ლამაზობს ჩვენი ქალაქი, მეც იმას ვიჭერ რაც შემოგვრჩენია და დეოებითია, სამწუხაროდ ესტეთიკური განცდა ყველას სხვადასხვანაირად გვესმის ისტორიულის, სახასიათოს შენარჩუნებას ვერ ვახერხებთ და რაღაც ევრორემონტეულს რესტავრაციას ვარქმევთ, ბეტონი და რკინა ულევია, სილამაზე და გემოვნება ასში ერთი გამოერევა. იმედია იმდენს მაინც შევძლებ, ჩემით რაღაც მცირედი შევუნარჩუნო მომავალთაობას.


#საქართველო #ქუთაისი #რიონი #ფერწერა #ზეთისსაღებავები #ნახატი #ხელოვნება #ტილოზეთი #შემოდგომა #სახლები #ძველიქალაქი #რიონისხეობა

ღამის სიმღერა, მუყაო, ზეთი, 50, 5 - 32,5 სმ, 2024 - 2026 წელი.  თბილისი, უამრავი ხელოვანის თავშესაფარი და იმედი, მისი ღა...
13/08/2026

ღამის სიმღერა, მუყაო, ზეთი, 50, 5 - 32,5 სმ, 2024 - 2026 წელი.

თბილისი, უამრავი ხელოვანის თავშესაფარი და იმედი, მისი ღამის ცხოვრება არის ის სიმღერა რომელიც მრავალფეროვანია და ხანდახან გაიგივებული მწარე სიმართლესთან, მის გაგებას მხოლოდ ხელოვანი თუ შეძლებს.

#საქართველო #თბილისი #ქუჩისმუსიკოსები #ტილოზეთი #მტკვარი #ღამისქალაქი #ფერწერა #ხელოვნება #ნახატი

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული, მუყაო, ზეთი, 32, 5 - 50 სმ, 2024 - 2026 წელი. ეს ადგილი ჩემთვის პოეზიაა, ადგილი სა...
03/08/2026

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული, მუყაო, ზეთი, 32, 5 - 50 სმ, 2024 - 2026 წელი.

ეს ადგილი ჩემთვის პოეზიაა, ადგილი სადაც სილამაზე და სევდა ერთმანეთს მტკვარში თავგადაშვებული ერთვის, ამას ქალაქი მაშინ აჩენს, როცა ბინდის ზუგს უკან მალვით ეფარება გრილი ნიავი და ლოთურად ორივე შენსკენ ფეხის არევით მობარბაცებენ, ლამპიონები მათ სახეებს ნაგლეჯ - ნაგლეჯ ანათებენ და შენც მათ მაღალფარდოვან საუბარ - კამათში ცდილობ რომ არ ჩაჰყვე, ამაოა ყველაფერი როცა ახსენებენ: ალბათ ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული, კი, კი, მახსოვს, ფიროსმანი აქედან ხატავდა ტივზე მოქეიფე ყარაჩოღლებს, ეჰ რამდენის გახსენება შეიძლება მარა ვინ მოგვისმენს შენს გარდა, ასე გულისწყვეტით გაგცილდებიან, ომახიანად მათი ფიქრები ზურგს უკან მოგაძახებენ: ჩვენ გიცნობთ შენ ვინც ხარ ! ვინ ვარ ? შენც ხო ხვდები რომ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ ?! შენც ჩვენით ნასვამი ხარ ! ჩვენთან ერთად დღეში რამდენჯერ თვრები ? ჩვენზე ვარესი ბრადიგა ხარ შენ ! ჰა, ჰა, ამ საამური სიყვარულით შენ დიდი ხანია მოწამლული ხარ, თავში ფიქრი ზარივით დაგკრავს, თურმე რას არ იმჩნევ ამდენ ხანს და უმალავდი საკუთარ თავს, აღიარე რომ ეს ქალაქი ძლიერ გიყვარს, გახედე სიამაყით გეპრანჭება, ფრთები გაშლე და მასთან ერთად შავი ზეცის ველზე მთვარე - ვარსკლავის დაკრულზე იცეკვე !

#საქართველო #თბილისი #მეტეხი #ტილოზეთი #მტკვარი #ღამისქალაქი #ფერწერა #ხელოვნება #ნახატი

Address

იოანე პეტრიწის მე/4/ე შესახვევი, # 50
Kutaisi
4600

Telephone

+995557313349

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Anri Kutchava ART posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Anri Kutchava ART:

Shortcuts

Share

Category