B.D.Art

B.D.Art ხელოვნება და ხელოვნებასთან დაკავშირ?

უფალო, ღმერო ძლიერო, მეუფეო დაუსაბამოო, წარმოგზავნე მთავარანგელოზი შენი მიქაელი შეწევნად მონისა შენისა (სახელი), რათა მი...
19/09/2024

უფალო, ღმერო ძლიერო, მეუფეო დაუსაბამოო, წარმოგზავნე მთავარანგელოზი შენი მიქაელი შეწევნად მონისა შენისა (სახელი), რათა მიხსნას მე ხილულ და უხილავ მტერთაგან.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, გარდამოავლინე მშვიდობა შენი სახიერი მონასა ამას შენსა ზედა.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, ეშმაკთა შემმუსვრელო, შეჰკარ ყოველნი მბრძოლნი ჩემნი და აღხოცენ იგინი პირისაგან მიწისა.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, უპირველეს ექვსფრთოვან დიდებულთა შორის, ზეციურ ძალთა, ქერუბიმთა და ყოველთა წმიდათა ზესთამბრძოლო.
ჰოი, საკვირველო მთავარანგელოზო მიქაელ, იდუმალო მფარველო, მეყავნ მე შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა, მწუხარებათა შინა, უდაბნოთა, წყალთა და ზღვასა მყოფსა შემქმენ მშვიდ ნავთსაყუდელად.
დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, განმათავისუფლე ეშმაკისა საცდურისაგან და შეისმინე ხმა ცოდვილისა მონისა შენისა (სახელი), რომელი ვღაღადებ და მოვიხმობ სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ შემეწიე და შეიწყნარე ლოცვა ჩემი.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, სძლიე ყოველთა წინააღმდგომთა ჩემთა ძალითა პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა უხრწნელისა ღმრთისმშობელისათა, ყოველთა წმიდათა მთავარანგელოზთა და ანგელოზთა, შუამდგომელობითა წმიდისა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმიდისა მოციქულთასწორისა განმანათლებელისა ჩვენისა ნინოსითა, დიდისა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა, წმიდისა დიდისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა, დიდთა მოწამეთა ნიკიტასა და ევსტათესი, მეოხებითა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ყოველთა წმიდათა და ყოველთა ზეციურთა ძალთა, ამინ!
ჰოი, დიდო მთავანარგელოზო მიქაელ, შემეწიე მე ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) და მიხსენ მე, ერი ჩვენი, ეკლესია და სრულიად საქართველო სიყმილისაგან, სრვისა, ძვრისა, ცეცხლისაგან, მახვილისა, შიმშილისა, მოულოდნელი სიკვდილისა, მტრისა მზაკვარისა და ყოველი ბოროტისაგან და დაგვფარენ ჩვენ დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

22/09/2020
ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდია ულოცავს Siradzee Mancho-ს დაბადების დღეს!ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, ...
22/02/2020

ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდია ულოცავს Siradzee Mancho-ს დაბადების დღეს!
ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, სიხარულს...

21/02/2020
25/01/2020

კომპანია "ბ.დ.არტ"-ი აპრილის თვეში გეგმავს ალბომ-ალმანახის "ქართული მხატვრობა-2019"-ის გამოცემას, რომელშიც დაიბეჭდება ქართველი მხატვრების ნამუშევრები.

დაინტერესებული პირები დამიკავშირდით [email protected].

გმადლობთ.

პ.ს.

ერთი თხოვნა, დღეს რომ გაიღვიძეთ და აღმოაჩინეთ რომ ფუნჯის დაჭერა შეგიძლიათ და თავს მხატვრებად თვლით, გთხოვთ თავი შეიკავოთ. ალბომ–ალმანახი წარმოადგენს ქართული მხატვრობის დღევანდელ სახეს და თვითკრიტიკულად მიუდგეთ თემას. ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ ჯაფარიძის, გუდიაშვილის, ახვლედიანის, კაკაბაძის და სხვა გენიოსთა შემდგომ ქართული მხატვრობის დღევანდელი დღე "ჩაფლავდა". ალბომში შესატან ნახატებს დასაბეჭდად გადაარჩევს საკმაოდ კომპეტენტური ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი. გმადლობთ.

Address

Gldani

Opening Hours

Monday 12:00 - 18:00
Tuesday 12:00 - 18:00
Wednesday 12:00 - 18:00
Thursday 12:00 - 18:00
Friday 12:00 - 18:00

Telephone

+995599670409

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when B.D.Art posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to B.D.Art:

Share

Category