20/08/2026
📢 მიღება გამოცხადდა! შემოუერთდით ანსამბლ „ბოლნელის“ დიდ შემოქმედებით ოჯახს!
ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლთან არსებული სკოლა-სტუდია „ბოლნელი“ იწყებს მოსწავლეთა მიღებას ახალი სასწავლო სეზონისთვის!
თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი ეზიაროს ქართული ცეკვის სამყაროს, შეიძინოს სცენური ოსტატობა, იმოგზაუროს ქვეყნის ფარგლებს შიგნით თუ მის გარეთ საერთაშორისო ფესტივალებზე, შეიძინოს ცხოვრებისეული უნარები, გაიღრმავოს სამეგობრო წრე და გახდეს მდიდარი ისტორიის მქონე ანსამბლის წევრი - ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
✨ მიიღებიან:
ყველა ასაკის გოგონები და ვაჟები (როგორც დამწყებები, ასევე გამოცდილების მქონეები)
📝 ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:
👉 https://forms.gle/9HyvGXzEz1FnENkF9
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📱 599 859 850 / 599 578 017 / 577 989 253