11/03/2026
...
როგორ ავკინძო
ჩავკინძო, ყველა ლამაზად ჰკინძავს
ლამაზ რითმების ჯაჭვი
გეტყვის ჯადოსნურ სიტყვას,
იყო დრო როცა იტყოდნენ
დედის ძუძუსა ვფიცავ
ფარით წამიყვანთ დედასთან
სამშობლოს მიწას ვიცავ.
ღღეს ამ მიწაზე მზეა,
დიდი სევდა და დარდი
ხელი ჩავჭიდოთ სიყვარულს
თვითონ ამოვა ვარდი.
გაიფანტება ღრუბელი?
ცხოვრება ფრთებსაც გაშლის?
ვწერე ჩემთვის? ლექსი ვწერე?
აკვანძული ჩახლართული?
ის გამიგებს ვინც რომ იცის
სხვანაირი ქართველური,
დედის დღე მიიზლაზნება
ორი თბილი სიტყვით
იმედია დანარჩენსაც
"მომავლის ხმა" იტყვის!
პოეტ დედებს დღეგრძელობა
ლამაზ ლექსებს იტყვით
დაგილოცავთ სათნოებას
მე "გლეხური" სიტყვით!
ცუდად მთქმელსაც ჰყავს
გამგონი კარგი
ყური ისმენს, თვალი ხედავს
ლოცვა ისმის
გული სტირის მამულისა დარდით.
"მოწყალებისა კარი" გახსენ
დაგვიფარე კალთით!
ნ.მაისურაძე