15/09/2025
📅 4 სექტემბერი – კულტურის ბანაკის მეორე დღე
ბანაკის მეორე დღე არანაკლებ შთამბეჭდავი და შემოქმედებითი აღმოჩნდა.
🎭 დღის პირველი ნაწილი დაიწყო ლექციით, რომლის სპიკერი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის რეჟისორი და ქ. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის თეატრის მსახიობი 22-წლიანი გამოცდილებით — ბატონი გიორგი ფირცხალაშვილი.
🔹 ლექციის თემები იყო:
✨ თეატრის მნიშვნელობა
✨ მსახიობის პროფესია – დადებითი და უარყოფითი მხარეები
✨ შემოქმედებითი საქმიანობის როლი პიროვნული განვითარებისთვის
📌 ლექციის შემდგომ ბატონმა გიორგიმ ჩაატარა სასცენო ვარჯიშები, რომლებიც მიზნად ისახავდა:
🗣 მეტყველების გაუმჯობესებას,
🙂 მიმიკური კუნთების გააქტიურებას,
🎤 სპიკერული უნარების განვითარებას.
👉 შემდეგ მონაწილეები გაიყვნენ 3 ჯგუფად და ინტენსიურად იმუშავეს მოკლე სპექტაკლების დადგმაზე. თითოეულს ჰქონდა თავისი როლი და პასუხისმგებლობა. დღის ბოლოს კი მონაწილეებმა წარმატებით წარმოადგინეს 3 განსხვავებული სპექტაკლი, რომელიც დიდი ინტერესით და ემოციებით წარიმართა.
🎬 შემოქმედებითი პროცესის შემდეგ მონაწილეებმა ნახეს 3 ქართული მულტფილმი.
🗨 ერთად მოვაწყვეთ დისკუსია, სადაც ახალგაზრდებმა განიხილეს თითოეული მულტფილმის მორალი და მთავარი გზავნილი. საუბარმა გამოიწვია დიდი ჩართულობა და აზრთა სხვადასხვაობა, სადაც სტუდენტების მხრიდან გამოჩნდა მიმღებლობა და განსხვავებული აზრის პატივისცემა.
🌟 დღის დასასრულს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ბანაკის მთავარი მიზანი — ახალგაზრდებში კულტურის, შემოქმედებისა და გუნდური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
🔹 ბანაკის მეორე დღე შეივსო ინსპირაციით, შემოქმედებითი აქტივობებით და სასარგებლო გამოცდილებით, რომელიც თითოეულ მონაწილეს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. 🚀
#კულტურისტალღა #კულტურისდეპარტამენტი #კულტურისბანაკი #ბსუ