Khdawydowa

Khdawydowa Art

31/05/2024
,,ვეღარ გაიგებ ვინ თბილია...ვინ ვის ღალატობს,სასაცილოა ეს ცხოვრება ამ ცრუ მრჩევლებით,აკი გითხარი, მეგობარო:-ხალხი?... ,,...
18/06/2021

,,ვეღარ გაიგებ ვინ თბილია...
ვინ ვის ღალატობს,
სასაცილოა ეს ცხოვრება
ამ ცრუ მრჩევლებით,
აკი გითხარი, მეგობარო:
-ხალხი?... ,,თამაშობს",
,,მზრუნველ" ხელებსაც ,,ფრთხილად" ენდე,
კლავენ
ხ ე ლ ე ბ ი თ... "

"დასანანია, თუ როგორ კლავენ ადამიანები თავიანთი საქციელებით ყველაფერ კარგს, რასაც მათ მიმართ ვგრძნობდით."
28/02/2021

"დასანანია, თუ როგორ კლავენ ადამიანები თავიანთი საქციელებით ყველაფერ კარგს, რასაც მათ მიმართ ვგრძნობდით."

"შეუფასებელი ხარ მანამ, სანამ საკუთარ თავს აფასებ".კუსანაგი
27/02/2021

"შეუფასებელი ხარ მანამ, სანამ საკუთარ თავს აფასებ".

კუსანაგი

რა ღირს სიცოცხლე,რა თავში იხლი ფუტლიარს ფულის,თუკი სხეულის სიკვდილამდემოგიკვდა სული...
15/02/2021

რა ღირს სიცოცხლე,
რა თავში იხლი ფუტლიარს ფულის,
თუკი სხეულის სიკვდილამდე
მოგიკვდა სული...

"როდესაც მიზანდასახული ადამიანი გადის ბრბოში, ყველა განზე დგება და მას გზას უთმობს."▪︎ნაპოლეონ ჰილი 💙
14/02/2021

"როდესაც მიზანდასახული ადამიანი გადის ბრბოში, ყველა განზე დგება და მას გზას უთმობს."

▪︎ნაპოლეონ ჰილი 💙

შეკითხვაზე :"რას ვერ აპატიებდით ადამიანს", ყველა თამამად გაიძახის: "ღალატს", მე კი ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც მეუბნე...
10/02/2021

შეკითხვაზე :"რას ვერ აპატიებდით ადამიანს", ყველა თამამად გაიძახის: "ღალატს", მე კი ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც მეუბნება:"მე შენს გვერდით ვარ", ან თუნდაც "ჩემი იმედი გქონდეს", და სინამდვილეში ჩემგან წასასვლელი გზის იმ ჩახვეულ ნაწილში ისე უეცრად იკარგება, თითქოს ეს სიტყვები მისი პირიდან არასდროს გამიგია.
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც ზურგს შემაქცევს და ისე გამეპარება, თითქოს არასდროს უარსებია ჩვენ მეგობრობას.
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც ჩემს თავმოყვარეობას ფეხქვეშ გათელავს, და იფიქრებს:"ნეტა ერთი რა, მეორე დღეს აღარც ემახსოვრება"..
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც ჩემთან ჩემია, სხვასთან სხვისი.
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ წარსულის დავიწყებას და აწმყოსთან შეგუებას.
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, საკუთარი ბედნიერებისთვის ჩემი კეთილდღეობის გაწირვას და ჩემივე ცეცხლზე ხელის გათბობას მაშინ, როდესაც შეგვიძლია ორივემ გავითბოთ.
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც მეტყვის "შენი მეგობარი ვარ", ამ დროს კი ყველაფერი სხვაგვარადაა.
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, ერთმანეთისთვის ნაჩუქარი თბილი მზერის, ღიმილიანი სახის, ჩაჭიდული ხელების და მოციმციმე თვალების დავიწყებას..
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, ერთ დღეს "გამარჯობა"-ს, მეორე დღეს კი მკაცრ მზერას.. მზერას, რომელიც თვითონვე დაგაეჭვებს საკუთარი თავის არსებობაში.
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ,"მიყვარხარ", შემდეგ კი "გადამიყვარდი", იმიტომ, რომ სიყვარული ჩემთვის არ არსებობს. ჩემს სიცოცხლეში, მხოლოდ იმედგაცრუება, ტკივილი და გზაა, რომლის გავლის დროსაც მუდმივად უკან ვიყურები, იმის იმედით, იქნებ ვინმე მაინც მომყვება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, მთავარია იყოს ადამიანი.
ჰქონდეს ჩემნაირი გრძნობები, აზროვნებდეს ჩემნაირად და მხოლოდ იფიქროს, საუბრის გარეშე.
იფიქროს ჩემთან ერთად, ერთნაირად.
და ჩვენ მაინც შევხვდებით და გავაბამთ კარგ, ნაყოფიერ და მსუყე საუბარს ერთმანეთის ფიქრებში.
შემდეგ კი მივხვდებით, რომ ხანდახან დუმილი უფრო კარგი გამოსავალია, ვიდრე უაზრო ლაპარაკი.
მე ადამიანს ვერ კი არა, არ ვაპატიებ! იმიტომ,რომ უკვე მეყო რაც ვაპატიე..:) ❤

„მან შემაძრწუნა თავისი სულიერი სიჩლუნგით, ხორცი ისე გაბატონებულიყო მთელ მის სულიერ თვისებებზე.“| ფიოდორ დოსტოევსკი |
10/02/2021

„მან შემაძრწუნა თავისი სულიერი სიჩლუნგით, ხორცი ისე გაბატონებულიყო მთელ მის სულიერ თვისებებზე.“

| ფიოდორ დოსტოევსკი |

09/02/2021

🕉 ინდოეთში ამბობენ: «თუ გინდა, რომ ადამიანი გაიცნო, წაეკამათე მას. ადამიანი ჭურჭელია – რაც მასში ასხია, ის გადმოდინდება».

ფორთოხლიდან ფორთოხლის წვენი იწურება, ყურძნიდან – ყურძნის... ხოლო ადამიანისგან ის მოდის – რითიც მისი სულია სავსე! როდესაც ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომელიც
დადებითი აურით, სიკეთით და სხვა ღირებული თვისებებით არის სავსე, ჩვენ მისგან ბევრ რამეს ვღებულობთ. ხოლო ის, თუ როგორები ვიქნებით, მაინც ჩვენზეა დამოკიდებული.

მოხუცმა ინდოელმა თავის პატარა შვილიშვილს უთხრა:

– ყოველ ადამიანში ბრძოლა მიდის, რომელიც ორი მგლის ბრძოლას წააგავს. ერთი მგელი ბოროტებას წარმოადგენს – შურს, ეჭვიანობას, ეგოიზმს, სიცრუეს... ხოლო მეორე, სიკეთეს განასახიერებს – სიმშვიდეს, სიყვარულს, იმედს, ერთგულებას...

პატარა ინდოელი დაფიქრდა მოხუცის სიტყვებზე და ჰკითხა:

– ბოლოს, რომელი იმარჯვებს?

მოხუცმა ინდოელმა გაიღიმა და უპასუხა:

– ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც ადამიანი კვებავს. 🙏

"ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს."🖋  გოეთე
08/02/2021

"ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს."

🖋 გოეთე

”ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩემს შემოქმედებაზე თქვან: ”ეს კაცი ღრმად და ფაქიზად გრძნობს. ყველასთვის კარგად ცნობილი ჩემი...
03/02/2021

”ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩემს შემოქმედებაზე თქვან: ”ეს კაცი ღრმად და ფაქიზად გრძნობს. ყველასთვის კარგად ცნობილი ჩემი მოუხეშაობის მიუხედავად… ან შესაძლოა, მისივე წყალობით”
👆👇 ეს ვინსენტ ვან გოგია და მისი ტილო_სახელწოდებით "ორი კიბო"☺️
ამ ნახატის დანახვისთანავე, სიმშვენიერისა და სიფაქიზის აღქმის განცდა დამეუფლა, მერე ძალიან გამიკვირდა, თუ რატომ არ იყო ის ისეთივე ცნობილი ტილო, როგორც ვან გოგის ”მზესუმზირაა” 🤷‍♀️ რას გაიგებ, არადა ულამაზესია ☺️
"ორი კიბო" ⏩ როგორც ცნობილია ეს ტილო შეიქმნა 1889 წელს, ვან გოგის არლეს ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ. 7 იანვარს საავადმყოფოდან გამოწერილ მხატვარს, უმცროსი ძმისთვის თეოსთვის მიუწერია: "ხვალიდან ისევ უნდა შევუდგე მუშობას. ერთი ან ორი სიცოცხლის განვლა დამჭირდება, რომ ხატვას კვლავ შევეჩვიო”. როგორც მიიჩნევენ, იდეა კიბოების დახატვისა, მხატვარს ჰოკუსაის ხეში ამოკვეთილმა, კიბოს ფიგურამ შთაუნერგა, რომელიც მისავე ძმამ, თეოს გაუგზავნია ვან გოგისათვის. კრაბის თემაზე ვან გოგს შესრულებული აქვს კიდევ ერთი ნახატი (☺️), რომელიც ამჯერად, ამსტერდამში, ვან გოგის სახელობის მუზეუმში ინახება, აქ ამოსახულია ზურგზე გადმობრუნებული ერთი კიბო. სავარაუდოდ, ფერწერულ ტილოზე, ”ორი კიბო”- იგივე ობიექტია გამოსახული, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაორებულია, ნაჩვენებია მისი წინა და უკანა მხარეები. ფერწერა უნიკალურია იმითაც, რომ ფუნჯით ფონის სახით შექმნილია ხაზობრივი ტექსტურები, ფონად გავლებული პარალელური ხაზები ზღვის ზედაპირის აღქმას იძლევა ☺️
ვან გოგის შემოქმედება ემოციურობით, თავისუფალი ფერთა პალიტრით და მგზნებარებით გამოირჩევა ☺️
"მე მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშირებული. ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა, განსაკუთრებით კი იმ პერიოდებში, რომელთაც ისინი სულით ავადმყოფობას უწოდებენ”.
ვან გოგი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა (თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე). მისი ცხოვრება სავსეა ჭიდილით, სიდუხჭირითა და სულიერი ბრძოლით. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მის შემოქმედება მოიცავს რვაასზე მეტ ტილოსა და ათასზე მეტ ბიოგრაფიულ წერილს ☺️

" სანამ ქალს თავს შეაყვარებ, იმაზე უნდა დაფიქრდე, რანაირი სიყვარული შეგიძლია შესთავაზო..''🖤ელიფ შაფაქი
03/02/2021

" სანამ ქალს თავს შეაყვარებ, იმაზე უნდა დაფიქრდე, რანაირი სიყვარული შეგიძლია შესთავაზო..''

🖤ელიფ შაფაქი

Dirección

Madrid
28922

Teléfono

+34614366789

Página web

Notificaciones

Sé el primero en enterarse y déjanos enviarle un correo electrónico cuando Khdawydowa publique noticias y promociones. Su dirección de correo electrónico no se utilizará para ningún otro fin, y puede darse de baja en cualquier momento.

Compartir

Categoría