Primenews

Primenews https://primenews.ge/ Tbilisi - Capital City of Georgia

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 13 ივლისს, გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც ქვეითად მოსია...
15/07/2026

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 13 ივლისს, გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც ქვეითად მოსიარულე დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვიდეომიმართვაში, რომელსაც გიორგი ღოღობერიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, ექიმი საუბრობს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკასა და მის მიზეზებზე და აღნიშნავს, რომ რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„ის, რაც ამ ბოლო პერიოდში ხდება, აღარაფერში აღარ წერია. გორში, ახალგაზრდა გოგო – ანა ბერიანიძე და მისი სამი წლის გოგონა, მართა, არაფზხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა იმსხვერპლა. ისმხვერპლა მსუბუქად ნათქვამია – გზაზევე მიაჭყლიტა.

ჩვენი გზები ემსგავსება ბრძოლის ველს, ქუჩაში გამოდიხარ, მიდიხარ საკუთარ საქმეზე, ახალგაზრდა ადამიანი ხარ, არაფერი გაწუხებს და ვიღაც გართმევს დარჩენილ ცხოვრებას და ოჯახი უბედურდება.

ომში არ ვკარგავთ იმდენ ადამიანს, რამდენსაც გზებზე. 2015 წლისდან 2025 წლის ჩათვლით საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 5 324 ადამიანი ემსხვერპლა. მარტო 2025 წელს – 469, აქედან 164 ქვეითი იყო და მათგან 28 ბავშვი.

ერთი ჭიქა სასმელიც კი ადამიანის გონებრივ რესურსს აქვეითებს და მას რისკების შეფასების უნარს უმცირებს. როდესაც ნასვამი ადამიანი საჭესთან ჯდება, ის იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ვინმეს არ დაეჯახოს, არამედ ფიქრობს იმაზე, პატრული თუ გააჩერებს, რამდენ ქულას დააკლებს, წაართმევს თუ არა მართვის მოწმობას…

ჩვენი პატრული თავის საქმეს მართლაც ძალიან კარგად აკეთებს, ძალიან ბევრ ადამიანს ამოწმებს, მეც ძალიან ბევრჯერ შევუმოწმებივარ, ეს ძალიან მომწონს და მათ ამ საქციელს ძალიან ვაფასებ, მაგრამ რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს, მხოლოდ ის პირობები, რაც დღეს გვაქვს, არ მუშაობს.

ადამიანებისთვის მაინც მისაღებია ეს რისკები და მაინც სვამენ, შესაბამისად, თუ ეს რისკები მისაღები უკვე ვეღარ გახდება, ისინი უკვე ვეღარ დალევენ. თუ სხვა ქვეყნებში სტატისტიკა უფრო დაბალია, ჩვენც შეგვიძლია ამ მდგომარეობამდე მივიდეთ“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელმაც სამოდელო კარიერა 1994 წელს დაიწყო, დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. კ...
15/07/2026

მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელმაც სამოდელო კარიერა 1994 წელს დაიწყო, დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. კრისტი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და „ინსტაგრამის“ გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.

კრისტი ყიფშიძე ამჯერად გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, რომლებმაც კომპლიმენტები დაიმსახურა:

საოცარ ფორმაში ხარ

არაჩვეულებრივად გამოიყურები

ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი - წერენ კომენტარებში.

გასულ თვეს ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის, დას ანა მიქაუტაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ჩხიკვაძეს, პირველი შვილი ...
14/07/2026

გასულ თვეს ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის, დას ანა მიქაუტაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ჩხიკვაძეს, პირველი შვილი შეეძინათ. წყვილს ვაჟი ეყოლა, რომელსაც ანდრო დაარქვეს.

ახალბედა დედა სოციალურ ქსელში ოჯახურ ბედნიერ მომენტებს აქტიურად გვიზიარებს. ანა მიქაუტაძემ „ინსტაგრამზე“ პატარა ანდროს ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებმაც გამომწერების დიდი მოწონება და თბილი გამოხმაურება დაიმსახურა.

წყვილი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვასა და კეთილ სურვილს იღებს, ხოლო პატარა ანდროს ფოტოები გულშემატკივრების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში გამომწერებს მორიგი ულამაზესი კადრებით ანებივრებს.ტელეწამყვანი როგორც ყოველთვის შესანიშნავად...
14/07/2026

თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში გამომწერებს მორიგი ულამაზესი კადრებით ანებივრებს.

ტელეწამყვანი როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება და საოცარი ხედების ფოტოებსაც აქვეყნებს.

როგორი ლამაზი და ფერადი ხარ. ასაკი არ გემატება“, – ვკითხულობთ კომენტარებში

შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა, მამუკა ურუშაძემ იტალიაში, კომოს ტბაზე იქორწინეს.შორენას შვილი, ევა ბარბაქაძე დედის ქ...
10/07/2026

შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა, მამუკა ურუშაძემ იტალიაში, კომოს ტბაზე იქორწინეს.

შორენას შვილი, ევა ბარბაქაძე დედის ქორწილიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც ის რჩეულთან ერთადაა.

„დედასავით ლამაზი და მშვენიერი ხარ“…„ულამაზესი ხარ, ერთმანეთს უხდებით“.

აღსანიშნავია, რომ რვა ივლისს შორენას დაბადების დღე იყო.

🔥 თათა გიორგობიანი
13/05/2026

🔥 თათა გიორგობიანი

🦅 ალექსანდრა პაიჭაძემ ფრთები გაშალა
12/05/2026

🦅 ალექსანდრა პაიჭაძემ ფრთები გაშალა

🟠 შორენამ ბალიში ჩაიცვა
21/04/2026

🟠 შორენამ ბალიში ჩაიცვა

👑 ილია თოფურია და მისი და!
21/04/2026

👑 ილია თოფურია და მისი და!

✨ უმშვენიერესი თათა გიორგობიანი
20/04/2026

✨ უმშვენიერესი თათა გიორგობიანი

Endereço

Poti, CE

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando Primenews posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Atalhos

Compartilhar