10/09/2026
გაიცანით სცენის აკადემიის წევრი, დამფუძნებელი და პედაგოგი - ქეთევან სამხარაძე💥
ქეთევან სამხარაძე თეატრის რეჟისორი, ავტორი და დრამატურგია.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა თეატრის რეჟისურის მიმართულებით;
სწვალობდა თემურ ჩხეიძის დრამატურგიის სახელოსნოშიც.
პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მუშაობს, როგორც თეატრის დამოუკიდებელი რეჟისორი, პიესების და კინოსცენარების ავტორი, დრამატურგი, მთარგმნელი და არტ-კურატორი; მან შექმნა არაერთი თეატრალური პროექტი და მუშაობდა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და საქართველოს საზღვრებს გარეთ.
არის თანამედროვე ქართული თეატრის დამოუკიდებელი სივრცის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, მისი შემოქმედებითი საქმიანობა ხშირად უკავშირდება სოციალურ თემებს, თანამედროვე და ახალი თეატრალური ფორმების ძიებას.
2024 წელს, დავით თარბასთან ერთად, დააფუძნა -სცენის აკადემია- მოზარდებისთვის შექმნილი თეატრალური პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ მსახიობობას, რეჟისურას, დრამატურგიასა და სასცენო მეტყველებას და, რაც მთავარია, თავად ქმნიან თეატრს.
**„მოზარდებთან მუშაობა ჩემთვის თეატრის კეთების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია. თეატრალური განათლების მიღება მხოლოდ ტექნიკების სწავლა ან სცენაზე დგომა არ არის; არამედ არის ისიც, რომ შეგეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვის, კითხვების დასმის, შეცდომის დაშვების და ახალი რაღაცების გამოგონების თავისუფლება; მოზარდებს ხშირად იმაზე მეტი აქვთ სათქმელი, ვიდრე ჩვენ, უფროსებს, გვგონია; ჩემთვის პედაგოგობა პირველ რიგში მოსმენა და შემდეგ სწავლებაა.
მინდა, სცენის აკადემია იყოს სივრცე, სადაც მოზარდები არა უბრალოდ ისწავლიან თეატრის კეთებას, არამედ ისწავლიან თუ როგორ უყურონ სამყაროს განსხვავებულად, როგორ მოუსმინონ ერთმანეთს და როგორ შექმნან რაღაც საკუთარი.“**💙