09/25/2026
📢 მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონცერტის სტუმრებისთვის
ძვირფასო სტუმრებო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი კონცერტთან დაკავშირებით:
• პარკირება შესაძლებელი იქნება ქუჩის ტერიტორიაზე, ხოლო ვენიუს ეზოში შემოსვლა მოხდება ფეხით.
• კარები გაიღება 7:00 PM-ზე, ხოლო კონცერტი დაიწყება 8:00 PM-ზე.
• ვენიუს წესებიდან გამომდინარე, 21 წლამდე ასაკის სტუმრები არ დაიშვებიან. ამიტომ აუცილებელია, თითოეულ სტუმარს თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის საფუძველზეც შესასვლელში მოხდება ასაკის შემოწმება.
• თავდაპირველად კონცერტი დაგეგმილი იყო ღია ცის ქვეშ, ულამაზესი მანჰეტენის ხედების ფონზე, და მთელი ორგანიზებაც სწორედ გარე სივრცეზე იყო გათვლილი. სამწუხაროდ, ამინდის პროგნოზმა ჩვენი გეგმები შეცვალა.
ვენიუმ შემოგვთავაზა შიდა, გადახურული სივრცე გამოვიყენოთ, რათა კონცერტის ჩატარება არ მოგვიწიოს წვიმასა და ძლიერ ქარში.
ხვალ დილის საათებში, დიდი ალბათობით, ორგანიზატორები მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას კონცერტის შიდა სივრცეში გადატანის შესახებ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი შეცვლა ვეღარ მოხერხდება.
გვესმის, რომ ბევრ თქვენგანს ძალიან გინდოდათ კონცერტი ღია სივრცეში და ულამაზესი ხედების ფონზე. დაგვიჯერეთ, ამ ცვლილებამ ჩვენც ძალიან დაგვწყვიტა გული და გეგმებიც აგვირია, რადგან თავიდანვე სწორედ ამ განსაკუთრებული გარემოსთვის ვემზადებოდით. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ სტუმარს კომფორტულად და უსაფრთხოდ დავხვდეთ და, ამინდის მიუხედავად, კარგად ჩავატაროთ საღამო, რომლისთვისაც ამდენი ხანი ვემზადებოდით. ❤️
• ბარი იმუშავებს კონცერტის დასრულებამდე.
• ასევე გირჩევთ, თბილად ჩაიცვათ. მოსალოდნელია ძლიერი და ცივი ქარი, ხოლო სანაპიროსთან მდებარეობის გამო ქარი ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერი იყოს.
მადლობა გაგებისთვის და მხარდაჭერისთვის. ❤️
Spotlight Events Team