Ascetic convolutional code

Ascetic convolutional code კადრები წალენჯიხიდან.

ჩემს ძვირფას მეგობარ ანასთან ერთად, ვისთანაც ბავშვობის მნიშვნელოვანი წლები გავატარე, წალენჯიხაში ვბრუნდები. და ვხედავთ მშობლიურ ხედებს, ნაცნობ ფერებს, ნაცნობ ფიგურებს, ყოველი კუთხე მოგონებებითაა სავსე. ოქროსფერი ჭალები, მთვარე ვარდისფერ მწუხრს ჩამოკიდული, წვიმიანი მძიმე ფოთლები; იქვეა ნაცნობი სახურავებიც, საიდანაც წყებად ამოდის კვამლი, საღამო კი გახვეულია დამწვარი ფოთლების მძიმე ოხშივარში...

და ჩვენ გვიჩნდება კითხვა. რა არის სახლი? რაღაც ხელშესახები? შენობა, რომელშიც დავიბადეთ? მშობლიური ქალაქის მდინარი ხმა? რასაც მარად ვეძებთ და რასაც მარად გავურბივართ? ნაცნობ საგანთა აჩრდილებს შორის, ჩვენი ტკივილიანი სურვილია გავიხსენოთ ის, ერთხელაც მოვიხელთოთ ის, რისი დაბრუნებაც შეუძლებელია. და მაინც, რაღაც ირაციონალური ცოდნისმაგვარი გვკარნახობს, რომ არის წამები, როცა სახლი, ბავშვობასთან პირშეკრული, ისევ განიცდება და ჩვენ განვაგრძობთ ცდას, აგერ უკვე მერამდენედ, ყველაფერს ბავშვობის სიზმრისეული ფერი დავუბრუნოთ. ამასობაში კი ქალაქი ღრმა გარინდებაშია ჩაძირული.

Address

Tsalenjikha
Tsalenjikha

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ascetic convolutional code posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category