20/07/2026
ქართული ასოციაციის აშშ-ში (Georgian Association in the USA) და აკაკი ბაქრაძის საზოგადოების ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე „ილია და თერგდალეულები“.
ღონისძიების მთავარ მიზანს საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებთან ერთად თერგდალეულთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მისიის რეფლექსია და მათი მოღვაწეობის თანამედროვე კონტექსტში გაანალიზება წარმოადგენდა.
მოხარულები ვართ, რომ შეხვედრა და დისკუსია საინტერესოდ წარიმართა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს და ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა სამომავლოდაც გაგრძელდება.