14/04/2026
🤩 "სარკეს" დიდი ოჯახი 🤩
💜 ფესტივალის ორგანიზების დაწყებისას, ჩვენს მთავარ მისიად მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის წახალისება და სკოლაში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია დავისახეთ.
დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
💜 ეს თავგადასავალი ვერ შედგებოდა ჩვენი ძვირფასი "ლომისელების", ჩვენი საპატიო სტუმრების, შრომის, მხარდაჭერისა და ერთობის გარეშე.
💜 მადლობა სკოლა "ლომისს", ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, ყველა მხარდამჭერსა და გულშემატკივარს!
🪞"სარკემ" კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თეატრი მართლაც ცხოვრების ანარეკლია.
მადლობა, რომ იყავით ამ ისტორიის ნაწილი! ❤️
(ფარდა) 🎭
#სკოლალომისი #ფესტივალისარკე #სარკე #თეატრალურიფესტივალი2026🎭